ჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში, 06.02.15 ვესტუმრებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.
суббота, 24 января 2015 г.
ჩავერთეთ პროექტში "ექსკურსია თეატრებში"
ჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში, 06.02.15 ვესტუმრებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.
понедельник, 29 декабря 2014 г.
ბლოგების კონკურსში გამარჯვება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“, რომელშიც ჩვენი კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ:
გვანცა აფაქიძე
სალომე ზაქარიაძე
თინათინ ივანიშვილი
სალომე ზაქარიაძე
თინათინ ივანიშვილი
კონფერენციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების/ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე.
вторник, 16 декабря 2014 г.
ექსკურსია თბილისის ავტომუზეუმში
13.12.14 ვესტუმრეთ თბილისის ავტომუზეუმს
მიზანი: შემეცნებითი განვითარება და თვალსაწიერის გაზრდა.მოსწავლეები გაეცნონ თბილისის ავტომუზეუმს, რომელიც ახლახანს გამოჩნდა მსოფლიო ავტომუზეუმების სიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერონ რარიტეტული ავტომობილები, მოისმინონ მათი შექმნის ისტორია, იმსჯელონ და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
თბილისის ავტომუზეუმში 13.12.14 on PhotoPeach
მიზანი: შემეცნებითი განვითარება და თვალსაწიერის გაზრდა.მოსწავლეები გაეცნონ თბილისის ავტომუზეუმს, რომელიც ახლახანს გამოჩნდა მსოფლიო ავტომუზეუმების სიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერონ რარიტეტული ავტომობილები, მოისმინონ მათი შექმნის ისტორია, იმსჯელონ და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
суббота, 13 декабря 2014 г.
среда, 3 декабря 2014 г.
ბლოგების კონკურსი "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს"
ჩვენი კლასის მოსწავლეები, გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე და თინათინ ივანიშვილი, აქტიურად ჩაერთნენ ბლოგების კონკურსში "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს".კონკურსის მიზანია მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ამ მიზნით შეიქმნა ბლოგი uplebebi76.blogspot.com
პირველი სასკოლო ტური წარმატებით გაიარეს. გამარჯვებულები გადავიდნენ მეორე ტურში.
გისურვებთ წარმატებებს.
პირველი სასკოლო ტური წარმატებით გაიარეს. გამარჯვებულები გადავიდნენ მეორე ტურში.
გისურვებთ წარმატებებს.
понедельник, 17 ноября 2014 г.
ონლაინ-ტესტი -н- и -нн- в суффиксах прилагательных (შეამოწმე შენი თავი)
-н- и -нн- в суффиксах прилагательных(დააკლიკე, გაიარე ტესტი, შეამოწმე შენი თავი)
четверг, 13 ноября 2014 г.
კალიგრაფიის კონკურსი
ჩვენი კლასის მოსწავლემ, შორენა გულიშევმა, მიიღო მონაწილეობა კალიგრაფიის კონკურსში და დაიკავა პირველი ადგილი, კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა სკოლაში. ნაშრომი გაიგზავნა ქ.თბილისის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი - ნათია ყარყარაშვილი
შორენა, გისურვებთ წარმატებებს!!!!!!!!!!
შორენა, გისურვებთ წარმატებებს!!!!!!!!!!
пятница, 7 ноября 2014 г.
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა...
ჩვენი კლასი ჩაერთო საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც შემოგვთავაზა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრმა,მივიღეთ მონაწილეობა პროექტში
"როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს"
პროგრამა ითვალისწინებს საინტერესო აქტივობებს და ინფორმაციულ მასალის მიწოდებას,
მიზანი: სამწიგნობრო ხელოვნების შესწავლა.ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნების მოპყრობის წესების შესწავლა, დაზიანებული წიგნების განახლების უნარ-ჩვევების გამომუშავება,
რეზიუმე: მოსწავლეებმა პრეზენტაციის და ლექციის სახით მოისმინეს და შეისწავლეს სამწიგნობრო ხელოვნების დიდი და საინტერესო ისტორია, გაეცნენ ჩვენამდე მოღწეულ უძველეს წერილობით ძეგლებს, რომელიც თარიღდება V-VI სს. იყო განხილული მრავალი საკითხები: როგორ მოვეპყროთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს, როგორ განვაახლოთ დაზიანებული წიგნები, როგორ მოვათავსოთ თაროზე და რა პირობები შევუქმნათ, როგორ ვითარდებოდა კოდექსის ფორმირების პროცესი, საწერი მასალის რაობა, მათი დამზადების და გამოყენების წესები. მოსწავლეებმა შეისწავლეს პაპირუსის, ეტრატის, ქაღალდის და მელნის დამზადების ისტორია და შედგენილობა, ქართულ წერილობით ძეგლებში არსებული მონაცემები და შესაბამისი ტექნოლოგია.
ამ პროგრამაში მონაწილეობამ გაუღვივა მოსწავლეებს ინტერესი ქართული დამწერლობის მიმართ, მოსწალლეებს გამოუმუშავდათ წიგნის მიმართ მოპყრობის უნარ-ჩვევები. საგანმანათლებლო პროგრამაში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობისათვის კლასი დაჯილდოვდა დიპლომით.

суббота, 25 октября 2014 г.
пятница, 24 октября 2014 г.
ექსკურსია შავნაბადას მონასტერში
ჩატარების თარიღი: 18.10.2014
მიზანი:მოსწავლეების კულტურულიდა ესთეტიკური განვითარება, თანამშრომლობა,
თვალსაწიერის გაფართოება. სასწავლო პროცესის გახალისება.
მიზანი:მოსწავლეების კულტურულიდა ესთეტიკური განვითარება, თანამშრომლობა,
თვალსაწიერის გაფართოება. სასწავლო პროცესის გახალისება.
ექსკურსიის მნიშვნელობა: სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არა მარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვითმართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიებზე არა მარტო სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსია წინასწარ იყოს დაგეგმილი. ექსკურსია მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია.
რეზიუმე: მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ ამ დღეს...ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი, დაუვიწყარი დღე ჩვენი კლასის ცხოვრებაში...შემოდგომის მზიანი დილა გათენდა...გავემგზავრეთ სასწავლო ექსკურსიაზე...შავნაბადა – წმინდა
გიორგის სახელობის მონასტერი სამხრეთაღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 30 კმ-ში.დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით... წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა შავნაბადას წმინდა გიორგის მამათა მონასტერმა. მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს წმინდა გიორგის მონასტერი, დალაშქრეს შავნაბადას მთა. დიდხანს გავჩერდით მონასტრის მთაზე, ბავშვებმა თამაშით და ერთმანეთის სიყვარულით გული იჯერეს. საღამო ხანს დავანთეთ კოცონი, მოვაწყეთ პოეზიის საღამო...მოსწავლეებმა ისაუბრეს ექსკურსიის მნიშვნელობაზე და გამოხატეს საკუთარი აზრი, შთაბეჭდილებები.კმაყოფილნი და ერთი ბედნიერი დღით დამტკბარნი გვიან დავბრუნდით სახლში იმ იმედით, რომ მომავალში გავაგრძელებთ ქართული კულტურის და ღირშესანიშნაობების მონახულებას. ერთად ვიმოგზაურებთ და უკეთ გავიცნობთ ჩვენ პატარა საქართველოს.
воскресенье, 19 октября 2014 г.
ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
თარიღი: 18.11.2014წ.
მიზანი: მოსწავლეების შემეცნებითი, კულტურული და შინაგანი სამყაროს
განვითარება, მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით, მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძურის დათვალიერება.
რეზიუმე:
მოსწავლეებმა მოინახულეს არქეოლოგიურ საგანძურში დაცული საქართველოს კუთხეებში აღმოჩენილი და სხვადასხვა დროით დათარიღებული ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები: ოქროს ლომის ქანდაკება, თრიალეთის ოქროს თასი, ვერცხლის სარწყული, დიადემები, სამაჯურები, სასაფეთქლეები, ბეჭდები, საყურეები, სამოსის საკინძეები, ბერძნული წარმომავლობის ჭურჭელი, ირანული წარმომავლობის საწოლის ჭედური ფეხები და სხვ. მოსწავლეები გაეცვნენ აგრეთვე ოქროს მოპოვების ქართულ ტრადიციებს, გაეცვნენ ცვარას ტექნიკას. შემდეგ გაეცნენ საქართველოს ოკუპაციის დროინდელი არტეფაქტებს, ნახეს დოკუმენტური, ფოტო-ვიდეო და საარქივო მასალები. ექსკურსიის მსვლელობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული ტრადიციული ჩაცმულობის ნიმუშები.
ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისათვის, რადგან გაეცვნენ საკუთარი ქვეყნის კულტურას. ექსკურსიის შედეგად გაიზარდა მოსწავლეების ინტერესი არქეოლოგიის მიმართ და აუმაღლდათ შინაგანი მოტივაცია საქართველოს ისტორიის შესწავლაში.

четверг, 16 октября 2014 г.
სადამრიგებლო საათი " წარმატებული მოსწავლე "
თარიღი: 17.11.2014
მიზანი: მოსწავლეებმა იმსჯელონ და გამოხატონ საკუთარი აზრი -თუ რას ნიშნავს მერვეკლასელისთვის იყოს წარმატებული, ჩამოვუყალიბოთ წარმატებული მოსწავლეების მეცადინეობის ეფექტური უნარ-ჩვევები, მოსწავლეებს მივცეთ რეკომენდაციები.
აქტივობები:
გამოყენებული მასალა:

- გონებრივი იერიში ( წარმატება და წარმატებული ადამიანი )
- მასწავლებლის მინი-ლექცია
- ჯგუფებში მუშაობა ( წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია ყველაზე ცნობილ წარმატებულ ადამიანებზე, აწყობენ პრეზენტაციას. პირველი ჯგუფი:მარკ ცუკერბერგი მეორე ჯგუფი: ბილ გეიტსი )
- რეკომენდაციების მიცემა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავხდეთ წარმატებული მოსწავლეები.
გამოყენებული მასალა:
Подписаться на:
Сообщения (Atom)