Показаны сообщения с ярлыком ჩვენი ფოტო. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ჩვენი ფოტო. Показать все сообщения
вторник, 20 марта 2018 г.
вторник, 26 декабря 2017 г.
ბერების ხეობა-ფაშა ბაღლარი
"კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი რომლის
ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის".
ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
ჩავუშინი
სოფელი ჩავუშინი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაპადოკიაში,
ბრწყინვალედ მორთული საცხოვრებლების ფასადებით; V საუკუნის იოანე ნათლისცემლის სახელობის
ტაძარით, სადაც შემორჩენილია მე-7-8-9 საუკუნის ფრესკები. ჩავუშინში
იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი...
მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია
ალაგ ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები... ჩავუშინის მეორე მნიშვნელოვანი ტაძარია
გზის პირას, აგებული მაკედონიის ოქროს ხანის პერიოდში მეათე საუკუნეში იმპერატორ ნიკოფორე
ფოკასის მიერ.
გიორემე-კაბადოკიის გული
გიორემეს ისტორიული ეროვნული პარკი (თურქ. Göreme Tarihî Millî Parkı ve Kapadokyanın
Kayalık Bölümleri) — მუზეუმი ღია ცის ქვეშ თურქეთში, ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქებს ნევშეჰირს, ურგუფსა და ავანოსს შორის. დაარსდა IV საუკუნეში, მოიცავს 300 კმ2 ტერიტორიას. პარკის ტერიტორიაზე
მდებარეობს
- ბასილის მონასტერი
- ვაშლისებრი მონასტერი
- წმ. ბარბარეს მონასტერი.
- გველების მონასტერი.
- ბნელი მონასტერი
- სანდლებიანი მონასტერი
დერინქოის მიწისქვეშა ქალაქი
ის 60 მ-მდე სიღრმეში მდებარეობს. 7 სართულით დაბლა ეკლესიაა ჟვრის
ფორმის გამოსახებით გამოკვეთილი.
საოცარი მოგზაურობა
ტრაპიზონის მცირე აია სოფია
წმინდა სოფიის ტაძარი ტრაპიზონში ბიზანტიური არქიტექტურის ერთერთი
მნიშვნელოვანი ძეგლია. მასში დაცულია უნიკალური ფრესკები და მოზაიკა. ტაძარი აშენდა
1238-1261 წლებში მანუილ I-ის მიერ, ხოლო 1471 წელს მეჰმედ მეორემ ტრაპიზონი აიღო და
ტაძარი მეჩეთად გადაკეთა. 1964 წელს ედინბურგის უნივერსიტეტის დახმარებით მეჩეთად ქცეული
ტაძარი რესტავრაციის შემდეგ მუზეუმი გახდა. ამჟანად მეჩეთია.
вторник, 19 декабря 2017 г.
კაბადოკია -2017 წელი
"ცოდნის სამარო KU"-ს მიერ გამოცხადებულ 2016-2017 ს/წ კონკურსებში აქტიურად ჩავერთეთ, მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. გამარჯვებულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს ჯილდოდ "ცოდნის სამყარომ" გადმოგვცა 5 დღიანი სამოგზაურო შემეცნებითი ტური კაბადოკიაში... დიდი მადლობა "ცოდნის სამყაროს" ასეთი საოცარი დღეებისთვის...
понедельник, 6 ноября 2017 г.
ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"
ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში დავესწარით ბერტოლდ ბრეხტის "სამგროშიანი ოპერის" პრემიერას.
რეჟისორი: გიორგი თავაძე
მონაწილეობენ: არჩილ სოლოღაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ზაალ ჩიქობავა, ეკა კახიანი, გიორგი ვარდოსანიძე, ანდრია გველესიანი, ანა წერეთელი, თიკო მოსემღვდლიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, ცისია მეტრეველი, ტატო ჩახუნაშვილი.
რეჟისორი: გიორგი თავაძე
მონაწილეობენ: არჩილ სოლოღაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, ზაალ ჩიქობავა, ეკა კახიანი, გიორგი ვარდოსანიძე, ანდრია გველესიანი, ანა წერეთელი, თიკო მოსემღვდლიშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, ცისია მეტრეველი, ტატო ჩახუნაშვილი.
суббота, 28 октября 2017 г.
понедельник, 23 октября 2017 г.
ერთი ლამაზი შემოდგომის დღე
ექსკურსია მარტყოფის ღვთაების მონასტერში
მარტყოფის ღვთაების მონასტერი — მონასტერი საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში.
ექსკურსიის ყველა ფოტოს ნახავთ ( აქ ..... )
пятница, 21 июля 2017 г.
ექსკურსია წლის ბოლოს
ექსკურსია " თბილისი-ქუთაისი-მერტვილი-თბილისი"
ორი დაუვიწყარი ლამაზი დღე... ასე დავასრულეთ 2016-2017 სასწავლო წელი...
ქუთაისი ( გელათი, მოწამეთა)
მარტვილის კონიონი
მარტვილის მონასტერი
ოკაცეს კონიონი
დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
კინჩხას ჩანჩქერი
ბავშვებო და მშობლებო, ექსკურსიის ფოტოებს სრულად ნახავთ (აქ...)
ორი დაუვიწყარი ლამაზი დღე... ასე დავასრულეთ 2016-2017 სასწავლო წელი...
ქუთაისი ( გელათი, მოწამეთა)
მარტვილის კონიონი
მარტვილის მონასტერი
ოკაცეს კონიონი
დადიანების საზაფხულო რეზიდენცია
კინჩხას ჩანჩქერი
ბავშვებო და მშობლებო, ექსკურსიის ფოტოებს სრულად ნახავთ (აქ...)
суббота, 1 июля 2017 г.
понедельник, 12 июня 2017 г.
вторник, 6 июня 2017 г.
სამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში
ქალაქ
თბილისის N76 საჯარო სკოლის მე-10-ბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში
თემაზე „დუელი XIX საუკუნის რუსეთის
საზოგადოებაში“. საინტერესოდ წარიმართა ინტერაქტიული გაკვეთილი. მოსწავლეებბა
გამოწვევის ფაზაზე ნახეს მასწავლებელის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი, რომელშიც იყო
ასახული XIX საუკუნის ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ფოტოები პირად ცხოვრებიდან
და რუსეთის არისტოკრატების დუელების ამსახველი
ეპიზოდები. შემდეგ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად წაიკითხეს და „ნიშანთა სისტემის“ გამოყენებით
სიღრმისეულად შეისწავლეს საინფორმაციო ტექსტი.
„ბლუმის გვირილის“ გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს კითხვის დასმის უნარის დახვეწა
და ინტერაქციაში მონაწილეობა. მოსწავლეებმა ახალი სიტყვებს გამოყენებით შეძლეს „ხუთსტრიქონიანი
ლექსის“ (სინქვეინის) შედგენა.
среда, 12 апреля 2017 г.
ინტელექტუალური ჩემპიონატი: "ეტალონი თბილისი"
"ბედი იმისია,ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია" ი.ჭავჭავაძე.
ჩვენი სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მრავალმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა დღეს, 12 აპრილს,საქართველოს ეროვნულ -ინტელექტუალურ ჩემპიონატში: "ეტალონი თბილისი" წარმატებები ყველა მონაწილეს!
ჩვენი სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მრავალმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა დღეს, 12 აპრილს,საქართველოს ეროვნულ -ინტელექტუალურ ჩემპიონატში: "ეტალონი თბილისი" წარმატებები ყველა მონაწილეს!
ჩემპიონატის მონაწილეები ჩვენი კლასიდან :
თინათინ ივანიშვილი, გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე, თამარ ინაშვილი, ანა აფციაური, ხატია პავლიაშვილი, აკაკი კობახიძე.
понедельник, 3 апреля 2017 г.
воскресенье, 5 марта 2017 г.
"მომავლის თაობა"
2017 წლის 25 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტები. სტენდებზე გამოფენილი იყო ამ პროექტების ამსახველი ფოტომასალა.
ფოტოგამოფენა დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა ლია გიგაურმა, აშშ-ის კონგრესის წევრების მეუღლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, PH International საქართველოს ოფისის დირექტორმა, ბ-ნმა ბერდია ნაცვლიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა.
вторник, 14 февраля 2017 г.
суббота, 4 февраля 2017 г.
вторник, 31 января 2017 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)














































