Показаны сообщения с ярлыком პროექტი"მომავლის თაობა". Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком პროექტი"მომავლის თაობა". Показать все сообщения

воскресенье, 5 марта 2017 г.

"მომავლის თაობა"

2017 წლის 25 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტები. სტენდებზე გამოფენილი იყო ამ პროექტების ამსახველი ფოტომასალა.
ფოტოგამოფენა დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა ლია გიგაურმა, აშშ-ის კონგრესის წევრების მეუღლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, PH International საქართველოს ოფისის დირექტორმა, ბ-ნმა ბერდია ნაცვლიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა.

вторник, 31 января 2017 г.

"მომავლის თაობა"

პროგრამა "მომავლის თაობის" თბილისის რეგიონის ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილე ჩველი სკოლის მოსწავლეები: ხატია პავლიაშვილი, შორენა გულიშევი, მარიამ ავალიანი. ფონდი თბილისის მოზარდთა სახლმა დააჯილდოვა ეს მოსწავლეები.

понедельник, 30 января 2017 г.

"მომავლის თაობა"

2017 წლის 18 იანვარს სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“-ში მონაწილე ჩვენი კლასის მოსწავლეებმა,სალომე ზაქარიაძემ და თამარ ინაშვილმა, წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები "ვილაპარაკოთ ბარბარიზმების გარეშე".







четверг, 11 февраля 2016 г.

"მომავლის თაობა"...შემაჯამებელი ღონისძიება

    2016წლის 22იანვარს , თბილისში "დიდუბე პალაზის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება. თბილისის პერტნიორი სკოლების 9-10 კლასის მოსწავლეებმა წერმოადგინეს საკლასო მცირე გრანტის პროექტები.  ამ ღონისძიებაზე  ჩვენი კლასის  მასწავლეები გამოვიდნენ პრეზენტაციით  და საქმიანობის ამსახველი ფოტომასალით.

პროგრამა "მომავლის თაობა"

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო  სამოქალაქო განათლების პროგრამაში, მოსწავლეებმა აირჩიეს თემა და იმუშავეს პროექტზე"ჯანსაღი ცხოვრების წესი". პროექტის ფარგლებში ჩაატარეს მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობა მიიღეს მეხოთეკლასელებმა. ჩვენი მთავარი მიზანია: შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალმა თაობამ იზრუნოს ჯანმრთელობაზე და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით.

დასკვნით ღონისძიებისთვის კლასმა შექმნა კედლის გაზეთი

 
გადადით ლინკზე https://www.facebook.com/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-1114544155231130/?fref=ts