Показаны сообщения с ярлыком პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!". Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!". Показать все сообщения

суббота, 27 февраля 2016 г.

პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

  "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება"-მ და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი "ვიტალის"-მა პროექტის ფარგლებში ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი და ფილმის ჩვენება.
  25-26 თებერვალს გაიმართა ტრენინგი:

  • ძალადობასთან ბრძოლის იურიდიული ასპექტები
  • ძალადობასთან ბრძოლის ფსიქოლოგიური  ასპექტებ  
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგში და ძალიან კარგად გაართვეს თავი. იყო ქეისების განხილვა, როგორც იურიდიულ ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტში. ეს მართლაც წარმატებული და შთაბეჭდილებით სავსე დღე იყო.





      პროექტში მონაწილე მოსწავლეებს,  გვანცა აფაქიძეს  და  სალომე ზაქარიაძეს,  გადაეცათ სერტიფიტატები



 გვანცამ და სალომემ საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს, რისთვისაც სკოლას გადაეცა მადლობის სიგელი.

четверг, 25 февраля 2016 г.

პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

პირველი დღე-24 თებერვალი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საუკეთესო ათეულში გასულ მოსწავლეთა თხზულებების პრეზენტაცია. სალომე ზაქარიაძემ და გვანცა აფაქიძემ წაიკითხეს საკუთარი ნაწარმოებები, მოსწავლეების შემოქმედებამ  დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ მოეწყო ნახატების კონკურსი.







среда, 24 февраля 2016 г.

პროექტი "დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

 "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება" და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი "ვიტალისი" ახორციელებს პროექტს "დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!", რომელიც წარმოადგენს ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას.
    პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი კლასის მოსწავლეები გვანცა აფაქიძე და სალომე ზაქარიაძე. მათ წარადგინეს საკუთარი თხზულებები, გამოხატეს ამ პრობლემის ინდივიდუალური ხედვა და გადაჭრის გზები. გოგონების ნაშრომებმა დაიმსახურეს მოწონება. კონკურსის შედეგად მოხვდნენ საუკეთესო ათეულში.
        გვანცას და სალომეს ვულოცავთ წერმატერბებს.

გვანცა აფაქიძის თხზულება

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა..
ილია ჭავჭავაძე
,, დაარღვიე სიჩუმე - არა ძალადობას ’’
   წვიმიანი დღე იყო. თითქოს ბუნება ტიროდაო. ტიროდა და ადამიანს თანაგრძნობას უცხადებდა. მას მერე რაც ჩემზე ძალადობდნენ, წლებია გასული. თუმცა ჯერ კიდევ      მტკივა  წარსული.
   უამინდობის გამო სახლში ვიყავი ჩაკეტილი. ასეთ ამინდში გარეთ ძაღლსაც არ გააგდებდნენ. უსაქმურობის გამო ოთახის მილაგება დავიწყე, როცა ჩემს ძველ დღიურს გადავაწყდი. სევდიანად გამეღიმა, ის დრო გამახსენდა როცა მას ვწერდი. ცრემლი წამომივიდა, თუმცა არ დავნებდი. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. დღიური გადავშალე და სათაურების კითხვა დავიწყე. სევდიანი ღიმილით ვკითხულობდი თითოეულ დღეს. თუმცა, როცა ბოლო დღეს მივადექი, მწარედ ავქვითინდი.

სალომე ზაქარიაძის თხზულება

                              „დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!
         შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა.ალექსანდრე,რომელიც მხოლოდ 9 წლის იყო,უღიმღამოდ მიუყვებოდა ქუჩებს და თითქოს მისი პატარა გული და გონება მხოლოდ ერთი რამისკენ მიილტვოდა,ამოეხსნა მისი არსებისთვის ამოუხსნელი საიდუმლოება,რომელიც მას სულიერად ანადგურებდა.
   ალბათ,დამეთანხმებით,რომ ბავშვის ბუნება სხვანაირად არის მოწყობილი,მათი სათვალე უბრალოდ ფერადი და ჯადოსნურია,რომელიც გიბიძგებს,რომ ცხოვრების სასტიკი,დაუნდობელი მხარე ბნელ კუნჭულში სამუდამოდ გამოკეტო.მაგრამ,სამწუხაროდ,არის შემთხვევები,როდესაც ამ სათვალეს ფერადოვნებას თავად საზოგადოება აკარგვინებს.