Показаны сообщения с ярлыком პროექტი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком პროექტი. Показать все сообщения

пятница, 27 мая 2016 г.

"წარსულით შექმნილი მომავალი"- დროის კაფსულა-გვანცას წარმატებები

ჩვენი კლასის მოსწავლემ, გვანცა აფაქიძემ, მიიღო მონაწილეობა პროექტში "წარსულით შექმნილი მომავალი". მან გადაიღო ფოტო,სადაც წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი საქართველოს ხილვა სურს 25 წლის შემდეგ. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 26 მაისს გვანცას ფოტო სხვა მოსწავლეების ნამუშევრებთან ერთად მოათავსეს "დროის კაფსულაში", რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.






კონკურსის ფოტო 


суббота, 27 февраля 2016 г.

პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

  "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება"-მ და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი "ვიტალის"-მა პროექტის ფარგლებში ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი და ფილმის ჩვენება.
  25-26 თებერვალს გაიმართა ტრენინგი:

  • ძალადობასთან ბრძოლის იურიდიული ასპექტები
  • ძალადობასთან ბრძოლის ფსიქოლოგიური  ასპექტებ  
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგში და ძალიან კარგად გაართვეს თავი. იყო ქეისების განხილვა, როგორც იურიდიულ ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტში. ეს მართლაც წარმატებული და შთაბეჭდილებით სავსე დღე იყო.





      პროექტში მონაწილე მოსწავლეებს,  გვანცა აფაქიძეს  და  სალომე ზაქარიაძეს,  გადაეცათ სერტიფიტატები



 გვანცამ და სალომემ საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს, რისთვისაც სკოლას გადაეცა მადლობის სიგელი.

четверг, 25 февраля 2016 г.

პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

პირველი დღე-24 თებერვალი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საუკეთესო ათეულში გასულ მოსწავლეთა თხზულებების პრეზენტაცია. სალომე ზაქარიაძემ და გვანცა აფაქიძემ წაიკითხეს საკუთარი ნაწარმოებები, მოსწავლეების შემოქმედებამ  დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ მოეწყო ნახატების კონკურსი.







среда, 24 февраля 2016 г.

პროექტი "დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

 "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება" და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი "ვიტალისი" ახორციელებს პროექტს "დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!", რომელიც წარმოადგენს ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას.
    პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი კლასის მოსწავლეები გვანცა აფაქიძე და სალომე ზაქარიაძე. მათ წარადგინეს საკუთარი თხზულებები, გამოხატეს ამ პრობლემის ინდივიდუალური ხედვა და გადაჭრის გზები. გოგონების ნაშრომებმა დაიმსახურეს მოწონება. კონკურსის შედეგად მოხვდნენ საუკეთესო ათეულში.
        გვანცას და სალომეს ვულოცავთ წერმატერბებს.

четверг, 11 февраля 2016 г.

პროგრამა "მომავლის თაობა"

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო  სამოქალაქო განათლების პროგრამაში, მოსწავლეებმა აირჩიეს თემა და იმუშავეს პროექტზე"ჯანსაღი ცხოვრების წესი". პროექტის ფარგლებში ჩაატარეს მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობა მიიღეს მეხოთეკლასელებმა. ჩვენი მთავარი მიზანია: შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალმა თაობამ იზრუნოს ჯანმრთელობაზე და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით.

დასკვნით ღონისძიებისთვის კლასმა შექმნა კედლის გაზეთი

 
გადადით ლინკზე https://www.facebook.com/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-1114544155231130/?fref=ts

понедельник, 15 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგმიერი". ფინალი

"ბაკურ სულაკაურის"  გამომცემლობის მიერ ჩატარებლი პროექტის "ყველაზე წიგნიერის" ფინალი ჩატარდა 12.06.15. ჩვენი კლასის გუნდი გულმოდგინეთ და მონდომებით ემზადებოდა ფინალისთვის. კონკურსში მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული და საზღვარგარეთ ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

вторник, 26 мая 2015 г.

"ყველაზე წიგნიერი გუნდი"

 ჩვენი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერვთნენ  გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს  პროექტში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". კონკურსში  მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის გუნდები.
                  ჩვენი კლასის გოგონებმა  წარმატებით გაიარეს პირველი ტური, გადავიდნენ შემდეგ ტურში  და  "ყველაზე წიგნიერი გუნდი"-ს წოდების მოსაპოვებლად აგრძელებენ ბრძოლას, გოგონებო, გისურვებთ ფინალში გამარჯვებას, წარმატებები...
       

 



  

пятница, 7 ноября 2014 г.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა...

ჩვენი კლასი ჩაერთო საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც შემოგვთავაზა საქართველოს ეროვნული მუზეუმის  საგანმანათლებლო ცენტრმა,მივიღეთ მონაწილეობა პროექტში
            "როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს"
   პროგრამა ითვალისწინებს საინტერესო აქტივობებს და ინფორმაციულ მასალის მიწოდებას,

მიზანი: სამწიგნობრო ხელოვნების შესწავლა.ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნების მოპყრობის  წესების  შესწავლა, დაზიანებული წიგნების განახლების უნარ-ჩვევების გამომუშავება,




რეზიუმე: მოსწავლეებმა პრეზენტაციის  და ლექციის სახით  მოისმინეს და შეისწავლეს სამწიგნობრო ხელოვნების  დიდი და საინტერესო ისტორია, გაეცნენ  ჩვენამდე მოღწეულ უძველეს წერილობით ძეგლებს, რომელიც  თარიღდება V-VI სს. იყო  განხილული მრავალი საკითხები: როგორ მოვეპყროთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს, როგორ განვაახლოთ დაზიანებული წიგნები, როგორ მოვათავსოთ თაროზე და რა პირობები შევუქმნათ, როგორ ვითარდებოდა კოდექსის ფორმირების პროცესი, საწერი მასალის რაობა, მათი დამზადების და გამოყენების წესები. მოსწავლეებმა შეისწავლეს პაპირუსის, ეტრატის, ქაღალდის  და  მელნის დამზადების ისტორია და შედგენილობა, ქართულ წერილობით ძეგლებში  არსებული მონაცემები  და შესაბამისი ტექნოლოგია.
 ამ პროგრამაში მონაწილეობამ გაუღვივა მოსწავლეებს ინტერესი ქართული დამწერლობის მიმართ, მოსწალლეებს გამოუმუშავდათ წიგნის მიმართ მოპყრობის უნარ-ჩვევები. საგანმანათლებლო  პროგრამაში აქტიურად ჩართვა  და მონაწილეობისათვის  კლასი დაჯილდოვდა  დიპლომით.




четверг, 13 марта 2014 г.

სცენაზე გაცოცხლებული ნახატები...

პროექტი"სცენაზე  გაცოცხლებული  ნახატები"...დღეს  გაკვეთილზე ჩატარდა ამ პროექტის  პრეზენტაცია.მოსწავლეებმა  მაქსიმალურად თავისუფლად გამოხატეს  საკუთარი იდეები...როლურ თამაშებმა გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელი უწყო მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა:
·ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება;
·კრეატიულობა;




четверг, 24 мая 2012 г.

"მსოფლიოს 7 საოცრება" პროექტი


მიზანი: მსოფლიოს შვიდი საოცრების გაცნობა და ძველი მსოფლიოს ცივილიზაციების გავლენა მსოფლიო კულტურის განვითარებაზე. პროექტზე მუშაობის პროცედურების შესწავლა

განსავითარებელი უნარები: ინფორმაციის მოძიება, შეგროვება, დახარისხება, პროექტად ჩამოყალიბება, საინფორმაციო ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება, პროექტის აუდიტორიის წინაშე წარდგენა, ჯგუფურად მუშაობადა თანამშრომლობა.

შედეგი: მოსწავლეებმა შეძლეს ჯგუფებად მუშაობა, მოიძიეს დამატებითი მასალები, შექმნეს პროექტები და გაამდიდრეს შექმნილი მაკეტებით  და ვიდეო მასალით. წარუდგინეს ფართო აუდიტორიას და გამოავლინეს პრეზენტაციის უნარ-ჩვევები   

четверг, 19 апреля 2012 г.

ვემზადებით პროექტის პრეზენტაციისთვის

პროექტი "შვიდი საოცრება"

1.ზაქარიაძე სალომე
2.ივანიშვილი თინათინ
3.გოგალაძე შმაგი












1.აფაქიძე  გვანცა
2.აფციაური მარიამ
3.ინაშვილი  თამარ












1.ოვნიკიანი გაგიკ
2.გოგალაძე მიხეილ
3.სმოიანი რომანი













1.მაღლაკელიძე ლუკა
2.შაროიანი რობერტ
3.გვაჯავა გურანდა











1.მაჩკალოვი გარიკ
2.პავლიაშვილი ხატია
3.ბუბუტეიშვილი თამაზ
4.ღარიბაშვილი გიორგი












 1.ზაქარიაძე თორნიკე
2.ხუციშვილი  გიორგი
3.ღვინჯილია  ლუკა













 1.გულიშევა  შორენა
2.აჯოიანი  ლინა
3.სამათოვი  სალიმათ