Показаны сообщения с ярлыком იცი თუ არა?. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком იცი თუ არა?. Показать все сообщения

воскресенье, 23 марта 2014 г.

მარკ ტვენი - "ამერიკული ლიტერატურის მამა"


 
დაიბადა : 30.11.1835 წ
გარდაიცვალა : 21.04.1910 წ
სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი -  21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის სახელით - ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა ნაწარმოებმა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები" და "ტომ სოიერის თავგადასავლები". თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელ სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან. იგი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს "ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა.

 უფლისწული და მათხოვარი( დააკლიკე  და  წაიკითხე)

 ბავშვებო, ეს ნაწარმოები ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული.მალე ვნახავთ თეატრალურ  ვერსიას. მოემზადეთ დისკუსიისთვის.
წიგნის აღწერა:
რომანის მოქმედება 1547 წელს ხდება და ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წრის წარმომადგენელი, მაგრამ გარეგნულად იდენტური ბიჭის ამბავს მოგვითხრობს: ქუჩის მაწანწალა ტომკენტი და ინგლისის უფლისწული, ჰენრი VIII-ის ვაჟი – ედუარდი (მომავალში ინგლისის მეფე ედუარდ მეექვსე) შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს; ტყუპებივით მსგავსი ბიჭები ტანისამოსს გაცვლიან და ამის შემდეგ უამრავი საინტერესო და სახიფათო თავგადასავალი გადახდებათ თავს.
მარკ ტვენის გამონათქვამები:

-არაფერი არსებობს ისეთი, რაც დღეს ვერ მოხდება.

-სიბრაზე მჟავას ჰგავს, რომელსაც ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი ზარალის მოყენება შეუძლია.

-ჯობია ჩუმად იყო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ილაპარაკო და მათ შენზე დადებითი წარმოდგენა დააკარგვინო.

-სიკეთე ის ენაა, რომელიც ყრუებს ესმით და რომელსაც ბრმები ხედავენ.

-თუ სიმართლეს იტყვი, ტყუილების დამახსოვრებაზე დრო აღარ დაგეხარჯება.

-ნამდვილი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი-ესაა იდეალური ცხოვრება!!!

-სიმამაცე შიშის უარყოფაა და არა შიშის არარსებობა.

-ცნობები ჩემი სიკვდილის შესახებ მეტად გაზვიადებული იყო.

-ადამიანი არასდროსაა იმაზე გულწრფელი ვიდრე მაშინ, როდესაც ის საკუთარ ტავს მატყუარად მოიხსენიებს.



среда, 12 марта 2014 г.

ბავშვებო,ეს საინტერესოა...

    იცით  თუ  არა  რომ?-
1.SOS შეტყობინება ნიშნავს “Save Our Souls” – რაც ნიშნავს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები”
 2. საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ.
3. ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
4. ერთ წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს.
5. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთი ხელით წერა და მეორე ხელით ხატვა ერთდროულად.
6. თუ აქლემს წყურვილი კლავს,მას შეუძლია 15 წუთის განმავლობაში 200 ლ. წყლის დალევა.
7. გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა.
8. ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.
9. მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში.
10. საშუალო ზომის აიზბერგის წონა შეადგენს 20,000,000 ტონას.

понедельник, 30 сентября 2013 г.

იცით თუ არა?

 
* დედამიწაზე 375 ათასი სახეობის მცენარე ხარობს. მათ შორის ყვავილოვანი 250 ათასია.
* ერთი ხე წელიწადში იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც გამოყოფს ავტომობილი რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლისას.
* ერთი ხე წელიწადში გამოყოფს 120 კილოგრამ ჟანგბადს, რაც საკმარისია წლის განმავლობაში სამი ადამიანის ნორმალური სუნთქვისთვის.
* ხეები საკვების 10%-ს ნიადაგიდან იღებენ, დანარჩენს კი ატმოსფეროდან.
* საშუალო ზომის ხისგან შესაძლებელია 170 ათასი ფანქრის დამზადება.
* მეხი ყველაზე ხშირად ეცემა მუხას, ფიჭვსა და ნაძვს, თითქმის არასოდეს - თხილს და ალვის ხეს.
დეკორატიული  ხე  ბონსაი, ჩინური ბუნების საოცრება.
image მხოლოდ კოლექციონერებს აქვთ ბევრი სახეობის ბონსაი.ბონსაის ხეები ათასობით დოლარი ღირს მას ასე იოლად ხელს ვერ მივაწვდენთ.ძალიან ორიგინალურია და განსხვავებული. მისი სილამაზით ყველა იხიბლება.

пятница, 11 ноября 2011 г.

კალეიდოსკოპი

ბავშვებო,დღეს ინტერნეტში ვიპოვე ეს საოცრება-კალეიდოსკოპი,მან ჩემი ბავშვობა განახსენა. ეს გავრცელებული  სათამაშო იყო... მშობლებსაც აჩვენეთ ეს ბავშობის ჯადოსნური მილი...

 

კალეიდოსკოპი გამოიგონა შოტლანდიელ ფიზიკოსმა დეივიდ ბრიუსტერმა 1817 წელს.
 ეს გავრცელებული საბავშვო სათამაშო 
- ოპტიკური ხელსაწყოა და წარმოადგენს  მუყაოს ან ხის მილს, რომლის შიგნით სიგრძეზე ერთმანეთის მიმართ კუთხით მოთავსებულია სამი სარკე; მილის ტრიალით სარკეებს შორის მოქცეული ფერადი მინის ნატეხებისაგან იქმნება სხვადასხვაგვარი ლამაზი სიმეტრიული სახეები.