суббота, 29 октября 2011 г.

ვაჟა-ფშაველა150

ვაჟა–ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის) 150 წლის იუბილეა.სკოლაში ჩატარდა კვირეული.ჩვენი კლასი აქტიურად ჩაება მუშაობაში.მოვამზადეთ ლექსები და პრეზენტაციები.ქართული ენის მასწავლებელმა ნათია ყარყარაშვილმა ვაჟას იუბილეს მიუძღვნა გაკვეთილი.გაკვეთილზე ყველა მოსწავლემ იაქტიურა და გამოავლინა თავის უნარი.

მოვამზადეთ პრეზენტაცია



воскресенье, 16 октября 2011 г.

თოჯინების მუზეუმში

ვეწვიეთ თოჯინების მუზეუმს – მექანიკურმა სათამაშოებმა ნამდვილად გაგვაოცა. ვიხილეთ უძვირფასესი და უნიკალური თოჯინების კოლექცია - ცეცხლოვანი ფლამენკოს მოცეკვავეები, ამაყი ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები ატლასის კიმონოებში. აქვე შევხვდით ლუარსაბს, დარეჯანსა და უდარდელ ლამაზისეულს. ზოგიერთი თოჯინა ცოტა ხნით ,,ცოცხლდება” კიდეც. ოთახის ბოლოში პიანისტი ელისო როიალზე ნაღვლიან მელოდიებს აჟღერებს, მეორე კუთხეში კი პატარა გოგონა საპნის ბუშტებს უშვებს. აქვე დგას XIX საუკუნის უნიკალური ხის ზარდახშა თავისი უჩვეულო ლითონის ფირფიტებით.

среда, 5 октября 2011 г.