Показаны сообщения с ярлыком "ყველაზე წიგნიერი". Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком "ყველაზე წიგნიერი". Показать все сообщения

суббота, 1 июля 2017 г.

წიგნიერი "ირიდას" გამარჯვება

2016-2017 წლის „ყველაზე წიგნიერის“ გამარჯვებულები- ჩვენი გუნდი "ირიდა"- მესამედ...
                       

ერთი წლის წინ...2015/2016 წლის ყველაზე წიგნიერი გუნდი ''ოქროს წვიმა'' მოუწოდებს სხვა სკოლის მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის...

пятница, 11 ноября 2016 г.

ვიქტორინაში გამარჯვებული


თბილისის 76-ე საჯარო სკოლის, X კლასის მოსწავლე მარი სეფიაშვილი <3 
პარასკევს, 11 ნოემბერს , 17:00 საათზე მიიღე მონაწილეობა  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ვიქტორინაში  და გახდი შემდეგი გამარჯვებული ^_^

вторник, 11 октября 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ს პრეზენტაციაზე

5 ოქტომბერს  "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის"  ყოველწლიური სასწავლო პროექტის "ყველაზე წიგნიერის" 2016-2017 სასწავლო წლის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნეს სიახლეები პროექტის შესახებ, ხოლო გამარჯვებულ ჩვენ  N76 საჯარო სკოლას გადასცეს 1000 ლარიანი ბიბლიოთეკა.



ფოტოსურათები იხილეთ აქ <<<<<

понедельник, 20 июня 2016 г.

"ყველაზე წიგნიერები" - დაჯილდოვება

„ყველაზე წიგნიერი ფოტოგრაფი“
ფეისბუკის მოწონებით გამაჯვებული - გვანცა აფაქიძე (76-ე საჯარო სკოლა)
„ყველაზე წიგნიერი მწერალი“
 ფეისბუკის მოწონებით გამაჯვებული - სალომე ზაქარიაძე (76-ე საჯარო სკოლა)
 II ადგილი - თიკო ქისიშვილი (76-ე საჯარო სკოლა)
 „ყველაზე წიგნიერი გუნდი“
III ადგილი - I ადგილი - გუნდი „ოქროს წვიმა“ (76-ე საჯარო სკოლა)
 „ყველაზე წიგნიერი მასწავლებელი“ ნათია ყარყარაშვილი (76- ე საჯარო სკოლა)
 „ყველაზე წიგნიერი სკოლა“ თბილისის 76-ე საჯარო სკოლა

понедельник, 23 мая 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი გუნდი" - IIტური

ჩვენი კლასის გუნდმა "ოქროს წვიმა"- მ წარმატებით გაიარა მეორე ტური და გადავიდა ფინალურ  ეტაპზე.





"ყველაზე წიგნიერი გუნდის" კონკურსის მონაწილეებო, ვიცით მოუთმენლად ელოდით ამ პოსტს Смайлик «heart»
მაშ ასე, "ყველაზე წიგნიერი გუნდის" კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი გუნდები:
1. 76-ე საჯარო სკოლა - "ოქროს წვიმა"
2. სკოლა "ივერია" - "უნივერსალი"
3. 166-ე საჯარო სკოლა - "ეტალონი"
4. 166-ე საჯარო სკოლა - "ნიკეა"
5. 191-ე საჯარო სკოლა - "ედელვაისი"
6. 128-ე საჯარო სკოლა - "გალაქტიკის მცველები"
7. 175-ე საჯარო სკოლა - "ინტელექტუალები"
8. 175-ე საჯარო სკოლა - "ნიკე"
9. სკოლა "თამარიონი" - "მთიები"
10. 172-ე საჯარო სკოლა - "მწიგნობრები"
11. 172-ე საჯარო სკოლა - "ცოდნის ბორბალი"
12. 172-ე საჯარო სკოლა -"არიფიონი"
13. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - "ბესთი"
14. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - "შავი ბაფთა"
15. 130-ე საჯარო სკოლა - "მწიგნობარი"
16. 130-ე საჯარო სკოლა - "ცოდნის წყარო"
17. სკოლა ლიცეუმი "ცოდნა" - "კალიფსო"
18. "დეა" - "ი-დეა"
19. 133-ე საჯარო სკოლა - "კრეატივი"
20. 133-ე საჯარო სკოლა - "ბრძენთა ჯგუფი"
21. 76-ე საჯარო სკოლა - "ახალი თაობა"
22. 120-ე საჯარო სკოლა - "მზის სხივები"
23. სკოლა "ოპიზა" - "ოპიზრები"
24. მე-9 საჯარო სკოლა - "საუნჯე"

суббота, 30 апреля 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ვიქტორინის გამარჯვებული

სალომე ზაქარიაძეს ვულოცავთ  გამარჯვებას... წარმატებები...

"ყველაზე წიგნიერი" - ესეების კონკურსი

სალომე ზაქარიაძე, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
„ჯინსების თაობა“- სახელი,რომელიც ადამიანში ასოცირდება,როგორც თავისუფლებისადმი დაუოკებელი სურვილი,როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი და შებრძოლება მასთან რაც წინ ეღობება,აკავებს და ცდილობს მის მარწუხებში მოიმწყვდიოს.ამ შემთხვევაში კი ვგულისხმობ „დამნაშავე გმირებს“,რომლებმაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაიბრძოლეს და მათთვის პირველი დარტყმის სიმძიმე აიღეს ხელთ.
ჩემი აზრით,ჯინსი მათგან გაიგივებულია,როგორც თავისუფლებასთან,რადგან სადაც არ იყო ჯინსი აკრძალული,სწორედ იქ სუფევდა ბედნიერებაც,სილაღეც და სამართლიანობაც.სწორედ ეს ყველაფერი აკლდა ჩვენს ქვეყანას,ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „ჯინსი“.

четверг, 3 марта 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ესეების კონკურსი

თიკო ქისიშვილი, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქებმა" საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა დღევანდელ საზოგადოებაში. ხალხში გამოიყო სხვადასხვა მოსაზრებები წიგნის შესახებ და თითქმის თითოეული მათგანი განსხვავებული იყო. აქედან გაიღვიძა ჩემში ამ წიგნის მიმართ ინტერესმა, რადგან მინდოდა გამეგო ავტორის მთავარი სათქმელი. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მივხვდი, რომ ადამიანი უფლის ისეთი ქმნილებაა, რომლისთვისაც სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს. ეს კარგად არის გამოხატული კვენტინის (ქიუს) პერსონაჟში. ყველაზე მკვეთრად კი მასში სიძლიერის ძალა გამოიხატება მაშინ, როდესაც ის დიდი დარტყმის შემდეგ მაინც წამოდგება, მწარე წარსულის მიუხედავად მაინც ზრუნავს და ფიქრობს მომავალზე. მყარად დგას და მხოლოდ წინ მიდის , ხოლო როდესაც მიაღწევს სრულფასოვან ცხოვრებას, ზუსტად მის შავ პერიოდზე გაეიცინება და ყველაზე ძლიერ გრძნობას მხოლოდ სიამაყეს იგრძნობს.

вторник, 1 марта 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"-შესარჩევი ტური

გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური" ატარებს პროექტს "ყველაზე წიგნიერი". შესარჩევი ტური ჩატარდა სკოლაში. ჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში. გავიმარჯვეთ და გადავედით შემდეგ მეორე ტურში. კლასიდა მიიღო მონაწილეობა ორმა გუნდმა.
გუნდი "მარსელები":

  • თიკო ქისიშვილი
  • ლუკა ღვინჯილია
  • გარიკ მაჩკალოვე
  • ხატია პავლიაშვილი
  • მარიამ აფციაური
  • შორენა გულიშევი

გუნდი "ოქროს წვიმა":

  • სალომე ზაქარიაძე
  • თინათინ ივანიშვილი
  • გვანცა აფაქიძე
  • თამარ ინაშვილი
  • მარიამ სეფიაშვილი
  • ლინა აჯოიანი

понедельник, 29 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგნიერი". გამარჯვება...დაჯილდოვება

გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს მიერ ჩატარბულ პროექტში"ყველაზე წიგნიერი" ჩვენი კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". დაჯილდოვება ჩატარდა მთაწმინდის პარკის ამფითეატრში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა  ვაუჩერი  და  სერტიფიკატები.


2015 წლის ყველაზე წიგნიერი გუნდი "ჰარმონია". გუნდის წევრები:

  •  სალომე ზაქარიაძე 
  • გვანცა აფაქიძე 
  • ლინა აჯოიანი
  • თამარ ინაშვილი 
  • თინათინ ივანიშვილი 
  • მარიამ სეფიაშვილი

понедельник, 15 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგმიერი". ფინალი

"ბაკურ სულაკაურის"  გამომცემლობის მიერ ჩატარებლი პროექტის "ყველაზე წიგნიერის" ფინალი ჩატარდა 12.06.15. ჩვენი კლასის გუნდი გულმოდგინეთ და მონდომებით ემზადებოდა ფინალისთვის. კონკურსში მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული და საზღვარგარეთ ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

вторник, 26 мая 2015 г.

"ყველაზე წიგნიერი გუნდი"

 ჩვენი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერვთნენ  გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს  პროექტში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". კონკურსში  მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის გუნდები.
                  ჩვენი კლასის გოგონებმა  წარმატებით გაიარეს პირველი ტური, გადავიდნენ შემდეგ ტურში  და  "ყველაზე წიგნიერი გუნდი"-ს წოდების მოსაპოვებლად აგრძელებენ ბრძოლას, გოგონებო, გისურვებთ ფინალში გამარჯვებას, წარმატებები...