სალომე ზაქარიაძე, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
„ჯინსების თაობა“- სახელი,რომელიც ადამიანში ასოცირდება,როგორც თავისუფლებისადმი დაუოკებელი სურვილი,როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი და შებრძოლება მასთან რაც წინ ეღობება,აკავებს და ცდილობს მის მარწუხებში მოიმწყვდიოს.ამ შემთხვევაში კი ვგულისხმობ „დამნაშავე გმირებს“,რომლებმაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაიბრძოლეს და მათთვის პირველი დარტყმის სიმძიმე აიღეს ხელთ.
ჩემი აზრით,ჯინსი მათგან გაიგივებულია,როგორც თავისუფლებასთან,რადგან სადაც არ იყო ჯინსი აკრძალული,სწორედ იქ სუფევდა ბედნიერებაც,სილაღეც და სამართლიანობაც.სწორედ ეს ყველაფერი აკლდა ჩვენს ქვეყანას,ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „ჯინსი“.
ჩემი აზრით,ჯინსი მათგან გაიგივებულია,როგორც თავისუფლებასთან,რადგან სადაც არ იყო ჯინსი აკრძალული,სწორედ იქ სუფევდა ბედნიერებაც,სილაღეც და სამართლიანობაც.სწორედ ეს ყველაფერი აკლდა ჩვენს ქვეყანას,ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „ჯინსი“.
თითქოს საბჭოთა კავშირს სურდა,რომ ხალხი გალიაში გამოემწყვდია,როგორც ჩიტები.დაეყარათ საკენკი და ამით ყოფილიყო მათი თავისუფლების საზღვრები შემოფარგლული,მაგრამ ამ გისოსებში აღმოჩნდა შვიდი ჩიტი,რომელთაც სურდათ,რომ რკინის ფარდის იქით გაეხედათ,ფრთები ამაყად გაეშალათ და გაფრენილიყვნენ იქ,სადაც გული უკარნახებდათ.
მათი გეგმა ერთი შეხედვით მეტად მარტივი და ადვილად შესრულებადი იყო,რომელიც ითვალისწინებდა მგზავრების დამორჩილების ხარჯზე უმსხვერპლოდ მიზნის მიღწევას,მაგრამ გაფრენის მცდელობა ჩაიშალა და ჩემი აზრით,ეს მოსალოდნელიც კი იყო,თუ გავითვალისწინებთ პირველი-იმას,რომ ისინი ნამდვილი ტერორისტები არ იყვნენ და მეორე-მათ გაილაშქრეს ნამდვილი იმპერიის წინააღმდეგ.სამაგიეროდ,ახალგაზრდებმა საბჭოთა კავშირს დაასვეს დაღი და შეახსენეს ქართველი ერის სიძლიერე,დაუმორჩილებელი პიროვნება,რომლის მოვალეობაში არ იყო შესული დამპყრობლისადმი თავის მოდრეკა.
შვიდი ოცნებადამსხვრეული პიროვნების გარდა,იყო კიდევ ერთი მსხვერპლი სასულიერო პირი მამა თეოდორე,იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე.რომელიც ცდილობდა,რომ შეეჩერებინა ახალგაზრდები.თუმცა სწორედ ის დასახელდა ამ გეგმის ორგანიზატორატ.სიკვდილის დასჯის შემდგომი პროცესი ხელისუფლების მხრივ ყველაზე შეურაცმყოფელი იყო გარდაცვლილი ოჯახების მიმართ,როდესაც ტყვიის საფასური გადაახდევინეს.
წიგნი მართლაც,რომ მრავლისმთქმელი და შეუდარებელია,რომლის წაკითხვაც შეუძლებელია ცრემლების გარეშე.უამრავმა ადამიანმა დაინახა წიგნში არსებული მუქი ფერებით გაჯერებული ნახატი,რომელიც საბჭოთა კავშირის სისასტიკეს ასახავს,მაგრამ ნათელი ფერების ჯადოსნური,სუსტი ელვარება,რომლის ანარეკლი ორი ახალგაზრდის გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის ჭეშმარიტი სიყვარულია,რომელთა შორის კავშირი ვერანაირმა შიშმა და ბოროტებამ გაწყვიტა. და ბოლოს,მე მინდა ვთქვა,რომ ამ წიგნის წაკითხვიდ შემდეგ, მართლაც,რომ სრულფასოვნად გავიცანი მე-20 საუკუნის „ჯინსების თაობა“.
Комментариев нет:
Отправить комментарий