Показаны сообщения с ярлыком კონკურსი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком კონკურსი. Показать все сообщения

воскресенье, 13 августа 2017 г.

"ცოდნის სამყაროს" გამარჯვებულები


2016-2017 სასწავლო წელს , გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მონაწილეები, პედაგოგები და სკოლა (დირექტორის სახით), რომლებიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაემგზავრებიან თურქეთში, კერძოდ კაბადოკიაში 5-7 დღიანი ტურით.
        სალომე ზაქარიაძე - ქართული გრამატიკა -პედაგოგი: ნათელა ყარყარაშვილი;
        გვანცა აფაქიძე - რუსული ენა-პედაგოგი: ხათუნა ყარყარაშვილი;
        თამარ ინაშვილი - ბიოლოგია-პედაგოგი: ნათია სებისკვერაძე;
წლის სკოლა რუსულ ენაში - ნათია სებისკვერაძე (დირექტორი)-თბილისის #76 ს/სკ;
წლის პედაგოგი რუსულ ენაში-ხათუნა ყარყარაშვილი-თბილისის #76 ს/სკ.

суббота, 1 июля 2017 г.

წიგნიერი "ირიდას" გამარჯვება

2016-2017 წლის „ყველაზე წიგნიერის“ გამარჯვებულები- ჩვენი გუნდი "ირიდა"- მესამედ...
                       

ერთი წლის წინ...2015/2016 წლის ყველაზე წიგნიერი გუნდი ''ოქროს წვიმა'' მოუწოდებს სხვა სკოლის მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის...

среда, 12 апреля 2017 г.

ინტელექტუალური ჩემპიონატი: "ეტალონი თბილისი"

                                                       "ბედი იმისია,ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია"                                                                                                                                                  ი.ჭავჭავაძე.
          ჩვენი სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მრავალმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა დღეს, 12 აპრილს,საქართველოს ეროვნულ -ინტელექტუალურ ჩემპიონატში: "ეტალონი თბილისი"                     წარმატებები ყველა  მონაწილეს!

 ჩემპიონატის მონაწილეები ჩვენი კლასიდან :
თინათინ ივანიშვილი, გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე, თამარ ინაშვილი, ანა აფციაური, ხატია პავლიაშვილი, აკაკი კობახიძე.

воскресенье, 4 декабря 2016 г.

ესეების კონკურსი - შიდსი როგორც სტიგმა

ახალგაზრდთა ბიოლოგიის ასოციაციამ ჩაატარა ესეების კონკურსი. მონაწილეობა მიიღო ჩვენი კლასის მოსწავლემ სალომე ზაქარიაძემ, რომელიც გადავიდა მეორე ტურში. ვულოცავთ წარმატებებს. სალომე ყოჩაღ,

ესეების კონკურსი - შიდსი როგორც სტიგმა
მეორე ტურში გადასულ მოსწავლეთა სია

(მონაწილეთა თანმიმდევრობა არ გამოხატავს რეიტინგს)

დავით შონია
პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი
ედგარ ბრუტიანი
ქ.თბილისის 103 საჯარო სკოლა
ეკატერინე ოძიშვილი
სსიპ-ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლა
თათია გოჩიაშვილი
ქ.თბილისის 24- საჯარო სკოლა
თამარ იაშვილი
გარდაბნის რაიონის . თელეთის საჯარო სკოლის
თინათინ ჯანიაშვილი
სკოლა 21- საუკუნე
თორნიკე წერეთელი
სსიპ ქ. ჭიათურის ნომერ 1-ლი საჯარო სკოლა
ია ბუდაღაშვილი
სსიპ თელეთის  საჯარო  სკოლა
ლაშა ჭელიძე
ქ.რუსთავის კერძო სკოლა "ლამპარი"
ლიზა სურგულაძე
სკოლა 21- საუკუნე
მარიამ ავალიანი
ქ.თბილისის 76- საჯარო სკოლა
მარიამ ბერულავა
ქ.თბილისის 180 საჯარო სკოლა
მარიამ კაპანაძე
ქ.ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლა
ნია ცხვირავაშვილი
თელეთის საჯარო სკოლა
ნინი ძამაშვილი
ქ.ზესტაფონის  №7 საჯარო სკოლა
ნინო გრიგოლაშვილი
ქ.თბილისის 169- საჯარო სკოლა
ნონა ბაქრაძე
თბილისის 169 სკოლა
ოთარ ფოფხაძე
სსიპ რუსთავის N2 საჯარო სკოლა
რუსუდან ისიანი
.ბოლნისის #5 საჯარო სკოლა
სალომე ზაქარიაძე
ქ.თბილისის 76- საჯარო სკოლა
სალომე მუხიგულაშვილი
სკოლა ალმასი
სოფიკო ქურდაძე
ქ.რუსთავის #24  ქართული გიმნაზია
ხათუნა ბუიღლიშვილი
ქ.თბილისის 74- საჯარო სკოლა

пятница, 27 мая 2016 г.

"წარსულით შექმნილი მომავალი"- დროის კაფსულა-გვანცას წარმატებები

ჩვენი კლასის მოსწავლემ, გვანცა აფაქიძემ, მიიღო მონაწილეობა პროექტში "წარსულით შექმნილი მომავალი". მან გადაიღო ფოტო,სადაც წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი საქართველოს ხილვა სურს 25 წლის შემდეგ. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 26 მაისს გვანცას ფოტო სხვა მოსწავლეების ნამუშევრებთან ერთად მოათავსეს "დროის კაფსულაში", რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.






კონკურსის ფოტო 


суббота, 30 апреля 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი" - ესეების კონკურსი

სალომე ზაქარიაძე, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
„ჯინსების თაობა“- სახელი,რომელიც ადამიანში ასოცირდება,როგორც თავისუფლებისადმი დაუოკებელი სურვილი,როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი და შებრძოლება მასთან რაც წინ ეღობება,აკავებს და ცდილობს მის მარწუხებში მოიმწყვდიოს.ამ შემთხვევაში კი ვგულისხმობ „დამნაშავე გმირებს“,რომლებმაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაიბრძოლეს და მათთვის პირველი დარტყმის სიმძიმე აიღეს ხელთ.
ჩემი აზრით,ჯინსი მათგან გაიგივებულია,როგორც თავისუფლებასთან,რადგან სადაც არ იყო ჯინსი აკრძალული,სწორედ იქ სუფევდა ბედნიერებაც,სილაღეც და სამართლიანობაც.სწორედ ეს ყველაფერი აკლდა ჩვენს ქვეყანას,ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „ჯინსი“.

четверг, 3 марта 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ესეების კონკურსი

თიკო ქისიშვილი, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქებმა" საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა დღევანდელ საზოგადოებაში. ხალხში გამოიყო სხვადასხვა მოსაზრებები წიგნის შესახებ და თითქმის თითოეული მათგანი განსხვავებული იყო. აქედან გაიღვიძა ჩემში ამ წიგნის მიმართ ინტერესმა, რადგან მინდოდა გამეგო ავტორის მთავარი სათქმელი. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მივხვდი, რომ ადამიანი უფლის ისეთი ქმნილებაა, რომლისთვისაც სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს. ეს კარგად არის გამოხატული კვენტინის (ქიუს) პერსონაჟში. ყველაზე მკვეთრად კი მასში სიძლიერის ძალა გამოიხატება მაშინ, როდესაც ის დიდი დარტყმის შემდეგ მაინც წამოდგება, მწარე წარსულის მიუხედავად მაინც ზრუნავს და ფიქრობს მომავალზე. მყარად დგას და მხოლოდ წინ მიდის , ხოლო როდესაც მიაღწევს სრულფასოვან ცხოვრებას, ზუსტად მის შავ პერიოდზე გაეიცინება და ყველაზე ძლიერ გრძნობას მხოლოდ სიამაყეს იგრძნობს.

среда, 24 февраля 2016 г.

გვანცა აფაქიძის თხზულება

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელებითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა..
ილია ჭავჭავაძე
,, დაარღვიე სიჩუმე - არა ძალადობას ’’
   წვიმიანი დღე იყო. თითქოს ბუნება ტიროდაო. ტიროდა და ადამიანს თანაგრძნობას უცხადებდა. მას მერე რაც ჩემზე ძალადობდნენ, წლებია გასული. თუმცა ჯერ კიდევ      მტკივა  წარსული.
   უამინდობის გამო სახლში ვიყავი ჩაკეტილი. ასეთ ამინდში გარეთ ძაღლსაც არ გააგდებდნენ. უსაქმურობის გამო ოთახის მილაგება დავიწყე, როცა ჩემს ძველ დღიურს გადავაწყდი. სევდიანად გამეღიმა, ის დრო გამახსენდა როცა მას ვწერდი. ცრემლი წამომივიდა, თუმცა არ დავნებდი. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. დღიური გადავშალე და სათაურების კითხვა დავიწყე. სევდიანი ღიმილით ვკითხულობდი თითოეულ დღეს. თუმცა, როცა ბოლო დღეს მივადექი, მწარედ ავქვითინდი.

სალომე ზაქარიაძის თხზულება

                              „დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!
         შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა.ალექსანდრე,რომელიც მხოლოდ 9 წლის იყო,უღიმღამოდ მიუყვებოდა ქუჩებს და თითქოს მისი პატარა გული და გონება მხოლოდ ერთი რამისკენ მიილტვოდა,ამოეხსნა მისი არსებისთვის ამოუხსნელი საიდუმლოება,რომელიც მას სულიერად ანადგურებდა.
   ალბათ,დამეთანხმებით,რომ ბავშვის ბუნება სხვანაირად არის მოწყობილი,მათი სათვალე უბრალოდ ფერადი და ჯადოსნურია,რომელიც გიბიძგებს,რომ ცხოვრების სასტიკი,დაუნდობელი მხარე ბნელ კუნჭულში სამუდამოდ გამოკეტო.მაგრამ,სამწუხაროდ,არის შემთხვევები,როდესაც ამ სათვალეს ფერადოვნებას თავად საზოგადოება აკარგვინებს.

среда, 10 февраля 2016 г.

პროექტი "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"

2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში გამოცხადდა ბლოგების კონკურსი "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე".ჩვენი კლასის მოსწავლეები გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე და თინათინ ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში.მოიძიეს ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობისა და წარმოშობის შესახებ. ჩაატარეს გამოკითხვა სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებში. საბოლოო შედეგი კი არც ასე სახარბიელო აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მათ ჩაატარეს კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მანდატურები, ექიმი, ფსიქოლოგი და მოსწავლეები. შექმნეს და გაავრცელეს ბუკლეტები, შექმნეს ვიდეო-რგოლი და გამოაქვეყნეს ინტერნეტ-სივრცეში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი.
    გადადით ბლუმზე   და შეაფასეთ ბლოგი http://tambaqo76.blogspot.com/

понедельник, 15 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგმიერი". ფინალი

"ბაკურ სულაკაურის"  გამომცემლობის მიერ ჩატარებლი პროექტის "ყველაზე წიგნიერის" ფინალი ჩატარდა 12.06.15. ჩვენი კლასის გუნდი გულმოდგინეთ და მონდომებით ემზადებოდა ფინალისთვის. კონკურსში მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული და საზღვარგარეთ ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

вторник, 26 мая 2015 г.

"ყველაზე წიგნიერი გუნდი"

 ჩვენი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერვთნენ  გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს  პროექტში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". კონკურსში  მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის გუნდები.
                  ჩვენი კლასის გოგონებმა  წარმატებით გაიარეს პირველი ტური, გადავიდნენ შემდეგ ტურში  და  "ყველაზე წიგნიერი გუნდი"-ს წოდების მოსაპოვებლად აგრძელებენ ბრძოლას, გოგონებო, გისურვებთ ფინალში გამარჯვებას, წარმატებები...