პუანტილიზმი - წერტილებით შექმნილი მხატვრობა
მოდით ერთად ვეწვიოთ პარიზში ცნობილ ორსეს მუზეუმს. დავათვალიეროთ და გავეცნოთ ფრანგულ ფერწერას.
ჟორჟ სერას არაჩვეულებრივად შესრულებული ხელოვნების ნიმუში "აღლუმი"!
მოდი ერთ რამეს შემოგთავაზებ: ზედმიწევნით დაუკვირდი რომელიმე გამოსახულებას
აღმოაჩინე წერტილებისგან შექმნილი პერსონაჟი?...მოზაიკას ჰგავს... საინტერესოა არა?
მართალია, ეს არის ფრანგული ფერწერის ერთ-ერთი მიმდინარეობა პუანტილიზმი. მიმდინარეობის დასახელება მოდის ფრანგული სიტყვიდან "point" –"წერტილი".
რა თქმა უნდა, ასეთი სტილით ხატვა ძალიან დამღლელი და შრომატევადი უნდა ყოფილიყო. მაშ, რატომ ირჩევდნენ მხატვრები ასეთ სტილს? რა იყო მიზეზი?
ჟორ სერა არის მხატვრობის ამ ჟანრის პირველი წამომადგენელი და აღნიშნავს, რომ ამ სტილით დახატული და შექმნილი შედევრები უფრო ბუნებრივია და "ნამდვილთან" მეტად მიახლოვებულია, ვინაიდან ბუნებრივი მხოლო სამი ფერი არსებობს: ლურჯი, ვარდისფერი და ყვითელი. დანარჩენი კი ამ ფერების სხვა ფერებთან შერევით მიიღება. მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ სხვადასხვა ფერის წერტილები დავიტანოთ ტილოზე და ისე შევქმნათ ნახატი? ეს აზრი ედო საფუძვლად პუანტილიზმის ჩამოყალიბებას. მაგალითად მწვანე მიიღება: ლურჯ ფერს დამატებული ყვითლით.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ეპოქაში, ანუ მე-19 საუკუნეში თავდაპირველად ხალხმა არ მიიღო ეს ახალი მიმდინარეობა და უპირატესობას მაინც კვლავ ტრადიციულ ფერწერას ანიჭებდა, რადგან მათთვის ხატვის ტექნიკას ჰქონდა მნიშვნელობა. კრიტიკოსებიც ძალიან ცინიკურად იყვნენ განწყობილნი ამ ახალი მიმდინარეობის მიმართ. მათთვის განსაკუთრებულად შოკისმომგვრელი იყო გეომეტრიული ფიგურების და წერტილების გამოყენება და მისი საშუალებით ფერწერული ტილოების შექმნა.
დაათვალიერეთ სერას კიდევ რამოდენიმე ნამუშევარი.
"ცირკი" 1890-1891
"კვირას ნაშუადღევს კუნძულ გრან ჟატზე" 1884-1886
"ბანაობა ანიერში" 1883-1884
( http://www.visaubrotfrangulad.ge/)

Комментариев нет:
Отправить комментарий