Показаны сообщения с ярлыком 8კლასი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком 8კლასი. Показать все сообщения

понедельник, 29 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგნიერი". გამარჯვება...დაჯილდოვება

გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს მიერ ჩატარბულ პროექტში"ყველაზე წიგნიერი" ჩვენი კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". დაჯილდოვება ჩატარდა მთაწმინდის პარკის ამფითეატრში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა  ვაუჩერი  და  სერტიფიკატები.


2015 წლის ყველაზე წიგნიერი გუნდი "ჰარმონია". გუნდის წევრები:

  •  სალომე ზაქარიაძე 
  • გვანცა აფაქიძე 
  • ლინა აჯოიანი
  • თამარ ინაშვილი 
  • თინათინ ივანიშვილი 
  • მარიამ სეფიაშვილი

понедельник, 22 июня 2015 г.

ექსკურსია ქუთაისში

 ჩატარების თარიღი: 17.06.15
 მიზანი: მოსწავლეების კულტურული და ესთეტიკური განვითარება, თვალსაწიერის გაფართოება, თამამშრომლობა.
ექსკურსიის მნიშვნელობა: ექსკურსია საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულებების მატარებელია. ექსკურსია იყო წინასწარ დაგეგმილი და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩაბმული წინასაექსკურსიო მზადებაში. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისათვის,  რადგან მათ მოინახულეს ღირსშესანიშნავი ადგილაბი და გაეცვნენ საკუთარი ერის კულტურას.

  პრომეთეს მღვიმეში  გვანცა აფაქიძის მიერ გადაღებული და დამუშავებული ფოტოები.


"პრომეთეს მღვიმე" გვანცას გადაღებული ფოტოები
ექსკურსია 8-ბ კლასი 76-ე საჯარო სკოლა
Posted by Xatuna Karkarashvili on 22 Июнь 2015 г.

понедельник, 15 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგმიერი". ფინალი

"ბაკურ სულაკაურის"  გამომცემლობის მიერ ჩატარებლი პროექტის "ყველაზე წიგნიერის" ფინალი ჩატარდა 12.06.15. ჩვენი კლასის გუნდი გულმოდგინეთ და მონდომებით ემზადებოდა ფინალისთვის. კონკურსში მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული და საზღვარგარეთ ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

вторник, 26 мая 2015 г.

"ყველაზე წიგნიერი გუნდი"

 ჩვენი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერვთნენ  გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს  პროექტში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". კონკურსში  მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის გუნდები.
                  ჩვენი კლასის გოგონებმა  წარმატებით გაიარეს პირველი ტური, გადავიდნენ შემდეგ ტურში  და  "ყველაზე წიგნიერი გუნდი"-ს წოდების მოსაპოვებლად აგრძელებენ ბრძოლას, გოგონებო, გისურვებთ ფინალში გამარჯვებას, წარმატებები...
       

 



  

четверг, 23 апреля 2015 г.

მაკულატურის შეგროვება და ჩვენი კლასის გამარჯვება

   ჩვენმა სკოლამ განახორციელა ინიციატივა "სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა".
   ინიციატივის ფარგლებში, კლასებს შორის მოეწყო შეჯიბრი მაკულატურის შეგროვებაზე. მოსწავლეთა დიდი ძალისხმევით შეგროვდა 1200 კილოგრამზე მეტი მაკულატურა, რომელიც ამა წლის 2 აპრილს გადაიცვალა წიგნებში. 
   ჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში, მაკლატურის შეგროვებაში  აიღო პირველი ადგილი. სკოლის დირექტორმა ნათია სებისკვერაძემ დააჯილდოვა კლასი სიგელით და სამახსოვრო პრიზებით. ბავშვებო, გილოცავთ გამარჯვებას...


 

понедельник, 30 марта 2015 г.

მოზარდმაყურებელთა თეატრში

პროექტის "ვესტუმროდ თეატრებს" ფარგლებში ვეწვიეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები; აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ თეატრის არქივს და ისტორიას. შემდეგ ნახეს სპექტაკლი "რომეო და ჯულიეტა".

воскресенье, 29 марта 2015 г.

კონკურსი "რა ვიცით ჩინეთის შესახებ"

 ვულოცავთ ჩვენი სკოლის 22 ფინალისტს კონკურსში "რა ვიცით ჩინეთის შესახებ"გამარჯვებას!
კონკურსის "რა ვიცით ჩინეთის შესახებ" გამარჯვებულთა შორის არიან ჩვენი კლასის მოსწავლეები:
აფაქიძე გვანცა
ზაქარიაძე სალომე
თამარ  ინაშვილი
თინათინ ივანიშვილი
ბავშვებო, გისურვებთ წარმატებებს...ვამაყობ თქვენით...
      სკოლის დირექტორი ნათია სებისკვერაძე გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად.

суббота, 14 февраля 2015 г.

პროექტი "ვესტუმროთ თეატრებს"

    პროექტის "ვესტუმროთ თეატრებს" ფარგლებში მოვაწყეთ ექსკურსია  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში
( სპექტაკლი "ჩვენი პატარა ქალაქი") 
მიზანივაზიაროთ ბავშვები  თეატრალურ ხელოვნებასმოსწავლეების  შემაცნებითი და კულტურული განვითარება. 




суббота, 24 января 2015 г.

ჩავერთეთ პროექტში "ექსკურსია თეატრებში"

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დაიწყო მასშტაბური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის - „ექსკურსია თეატრებში“. მისი მიზანი სკოლის მოსწავლეების თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებაა.
  ჩვენი კლასი აქტიურად  ჩაერთო ამ პროექტში, 06.02.15 ვესტუმრებით მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.

понедельник, 29 декабря 2014 г.

ბლოგების კონკურსში გამარჯვება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“, რომელშიც ჩვენი კლასის მოსწავლეებმა  გაიმარჯვეს.
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ: 
გვანცა აფაქიძე
სალომე ზაქარიაძე
თინათინ ივანიშვილი
გამარჯვებულ მოსწავლეებს  ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.

კონფერენციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების/ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის,  სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე. 

вторник, 16 декабря 2014 г.

ექსკურსია თბილისის ავტომუზეუმში

13.12.14  ვესტუმრეთ თბილისის ავტომუზეუმს 
მიზანი: შემეცნებითი განვითარება და  თვალსაწიერის გაზრდა.მოსწავლეები  გაეცნონ  თბილისის ავტომუზეუმს, რომელიც ახლახანს გამოჩნდა  მსოფლიო ავტომუზეუმების სიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერონ   რარიტეტული ავტომობილები, მოისმინონ მათი შექმნის ისტორია, იმსჯელონ და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

თბილისის ავტომუზეუმში 13.12.14 on PhotoPeach

среда, 3 декабря 2014 г.

ბლოგების კონკურსი "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს"

 ჩვენი კლასის მოსწავლეები, გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე  და  თინათინ ივანიშვილი, აქტიურად ჩაერთნენ ბლოგების კონკურსში "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს".კონკურსის მიზანია მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ამ მიზნით შეიქმნა ბლოგი uplebebi76.blogspot.com
პირველი სასკოლო ტური წარმატებით გაიარეს. გამარჯვებულები გადავიდნენ მეორე ტურში.
გისურვებთ წარმატებებს.

четверг, 13 ноября 2014 г.

კალიგრაფიის კონკურსი

ჩვენი კლასის მოსწავლემ, შორენა გულიშევმა,  მიიღო  მონაწილეობა  კალიგრაფიის კონკურსში და  დაიკავა  პირველი ადგილი, კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდა სკოლაში. ნაშრომი გაიგზავნა ქ.თბილისის  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.      ქართული ენის  და  ლიტერატურის  მასწავლებელი - ნათია ყარყარაშვილი
შორენა,  გისურვებთ წარმატებებს!!!!!!!!!! 

пятница, 7 ноября 2014 г.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა...

ჩვენი კლასი ჩაერთო საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც შემოგვთავაზა საქართველოს ეროვნული მუზეუმის  საგანმანათლებლო ცენტრმა,მივიღეთ მონაწილეობა პროექტში
            "როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს"
   პროგრამა ითვალისწინებს საინტერესო აქტივობებს და ინფორმაციულ მასალის მიწოდებას,

მიზანი: სამწიგნობრო ხელოვნების შესწავლა.ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნების მოპყრობის  წესების  შესწავლა, დაზიანებული წიგნების განახლების უნარ-ჩვევების გამომუშავება,




რეზიუმე: მოსწავლეებმა პრეზენტაციის  და ლექციის სახით  მოისმინეს და შეისწავლეს სამწიგნობრო ხელოვნების  დიდი და საინტერესო ისტორია, გაეცნენ  ჩვენამდე მოღწეულ უძველეს წერილობით ძეგლებს, რომელიც  თარიღდება V-VI სს. იყო  განხილული მრავალი საკითხები: როგორ მოვეპყროთ ხელნაწერ და ნაბეჭდ წიგნებს, როგორ განვაახლოთ დაზიანებული წიგნები, როგორ მოვათავსოთ თაროზე და რა პირობები შევუქმნათ, როგორ ვითარდებოდა კოდექსის ფორმირების პროცესი, საწერი მასალის რაობა, მათი დამზადების და გამოყენების წესები. მოსწავლეებმა შეისწავლეს პაპირუსის, ეტრატის, ქაღალდის  და  მელნის დამზადების ისტორია და შედგენილობა, ქართულ წერილობით ძეგლებში  არსებული მონაცემები  და შესაბამისი ტექნოლოგია.
 ამ პროგრამაში მონაწილეობამ გაუღვივა მოსწავლეებს ინტერესი ქართული დამწერლობის მიმართ, მოსწალლეებს გამოუმუშავდათ წიგნის მიმართ მოპყრობის უნარ-ჩვევები. საგანმანათლებლო  პროგრამაში აქტიურად ჩართვა  და მონაწილეობისათვის  კლასი დაჯილდოვდა  დიპლომით.




пятница, 24 октября 2014 г.

ექსკურსია შავნაბადას მონასტერში

ჩატარების თარიღი: 18.10.2014
მიზანი:მოსწავლეების კულტურულიდა  ესთეტიკური განვითარებათანამშრომლობა,
თვალსაწიერის გაფართოება. სასწავლო პროცესის გახალისება.
ექსკურსიის მნიშვნელობა: სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არა მარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვითმართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიებზე არა მარტო სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსია წინასწარ იყოს დაგეგმილი.  ექსკურსია მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია.

ექსკურსია შავნაბადას მონასტერში on PhotoPeach
რეზიუმე: მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ ამ დღეს...ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი, დაუვიწყარი დღე ჩვენი კლასის ცხოვრებაში...შემოდგომის მზიანი დილა გათენდა...გავემგზავრეთ სასწავლო ექსკურსიაზე...შავნაბადა  წმინდა
გიორგის სახელობის მონასტერი სამხრეთაღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 30 კმ-ში.დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით... წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა შავნაბადას წმინდა გიორგის მამათა მონასტერმა. მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს წმინდა გიორგის მონასტერი, დალაშქრეს შავნაბადას მთა. დიდხანს გავჩერდით მონასტრის მთაზე, ბავშვებმა თამაშით და ერთმანეთის სიყვარულით გული იჯერეს. საღამო ხანს დავანთეთ კოცონი, მოვაწყეთ პოეზიის საღამო...მოსწავლეებმა ისაუბრეს ექსკურსიის მნიშვნელობაზე და გამოხატეს საკუთარი აზრი, შთაბეჭდილებები.კმაყოფილნი და ერთი ბედნიერი დღით დამტკბარნი გვიან დავბრუნდით სახლში იმ იმედით, რომ მომავალში გავაგრძელებთ ქართული კულტურის და ღირშესანიშნაობების მონახულებას. ერთად ვიმოგზაურებთ და უკეთ გავიცნობთ ჩვენ პატარა საქართველოს.

воскресенье, 19 октября 2014 г.

ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

 თარიღი:  18.11.2014წ.
მიზანი: მოსწავლეების შემეცნებითიკულტურული  და შინაგანი  სამყაროს
განვითარება, მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით, მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძურის დათვალიერება.
რეზიუმე:
მოსწავლეებმა მოინახულეს არქეოლოგიურ საგანძურში დაცული საქართველოს კუთხეებში აღმოჩენილი და სხვადასხვა დროით დათარიღებული ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები: ოქროს ლომის ქანდაკება, თრიალეთის ოქროს თასი, ვერცხლის სარწყული, დიადემები,  სამაჯურები, სასაფეთქლეები, ბეჭდები, საყურეები, სამოსის საკინძეები, ბერძნული წარმომავლობის ჭურჭელი, ირანული წარმომავლობის საწოლის ჭედური ფეხები და სხვ. მოსწავლეები გაეცვნენ აგრეთვე ოქროს მოპოვების ქართულ ტრადიციებს, გაეცვნენ ცვარას ტექნიკას. შემდეგ გაეცნენ საქართველოს ოკუპაციის დროინდელი არტეფაქტებს,  ნახეს დოკუმენტური, ფოტო-ვიდეო და საარქივო მასალები. ექსკურსიის  მსვლელობისას მოსწავლეებმა  დაათვალიერეს  ქართული ტრადიციული ჩაცმულობის ნიმუშები.
   ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისათვის, რადგან გაეცვნენ საკუთარი ქვეყნის კულტურას. ექსკურსიის შედეგად გაიზარდა მოსწავლეების ინტერესი არქეოლოგიის მიმართ და აუმაღლდათ შინაგანი მოტივაცია საქართველოს ისტორიის შესწავლაში.







пятница, 12 сентября 2014 г.

2014-2015 სასწავლო წელი იწყება...

    ძვირფასო ბავშვებო , პედაგოგებო, მშობლებო!
 გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ! გისურვებთ, რომ 2014 - 2015 სასწავლო წელი თვითოეული თქვენთაგანისთვის ყოფილიყოს წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი.
  ბავშვებო, ძალიან  მომენატრეთ. გელოდებით სკოლაში  ორშაბათს 15სექტემბერს...