ჩატარების თარიღი: 18.10.2014
მიზანი:მოსწავლეების კულტურულიდა ესთეტიკური განვითარება, თანამშრომლობა,
თვალსაწიერის გაფართოება. სასწავლო პროცესის გახალისება.
მიზანი:მოსწავლეების კულტურულიდა ესთეტიკური განვითარება, თანამშრომლობა,
თვალსაწიერის გაფართოება. სასწავლო პროცესის გახალისება.
ექსკურსიის მნიშვნელობა: სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არა მარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვითმართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიებზე არა მარტო სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსია წინასწარ იყოს დაგეგმილი. ექსკურსია მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია.
რეზიუმე: მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ ამ დღეს...ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი, დაუვიწყარი დღე ჩვენი კლასის ცხოვრებაში...შემოდგომის მზიანი დილა გათენდა...გავემგზავრეთ სასწავლო ექსკურსიაზე...შავნაბადა – წმინდა
გიორგის სახელობის მონასტერი სამხრეთაღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 30 კმ-ში.დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით... წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა შავნაბადას წმინდა გიორგის მამათა მონასტერმა. მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს წმინდა გიორგის მონასტერი, დალაშქრეს შავნაბადას მთა. დიდხანს გავჩერდით მონასტრის მთაზე, ბავშვებმა თამაშით და ერთმანეთის სიყვარულით გული იჯერეს. საღამო ხანს დავანთეთ კოცონი, მოვაწყეთ პოეზიის საღამო...მოსწავლეებმა ისაუბრეს ექსკურსიის მნიშვნელობაზე და გამოხატეს საკუთარი აზრი, შთაბეჭდილებები.კმაყოფილნი და ერთი ბედნიერი დღით დამტკბარნი გვიან დავბრუნდით სახლში იმ იმედით, რომ მომავალში გავაგრძელებთ ქართული კულტურის და ღირშესანიშნაობების მონახულებას. ერთად ვიმოგზაურებთ და უკეთ გავიცნობთ ჩვენ პატარა საქართველოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий