თარიღი: 18.11.2014წ.
მიზანი: მოსწავლეების შემეცნებითი, კულტურული და შინაგანი სამყაროს
განვითარება, მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით, მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძურის დათვალიერება.
რეზიუმე:
მოსწავლეებმა მოინახულეს არქეოლოგიურ საგანძურში დაცული საქართველოს კუთხეებში აღმოჩენილი და სხვადასხვა დროით დათარიღებული ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები: ოქროს ლომის ქანდაკება, თრიალეთის ოქროს თასი, ვერცხლის სარწყული, დიადემები, სამაჯურები, სასაფეთქლეები, ბეჭდები, საყურეები, სამოსის საკინძეები, ბერძნული წარმომავლობის ჭურჭელი, ირანული წარმომავლობის საწოლის ჭედური ფეხები და სხვ. მოსწავლეები გაეცვნენ აგრეთვე ოქროს მოპოვების ქართულ ტრადიციებს, გაეცვნენ ცვარას ტექნიკას. შემდეგ გაეცნენ საქართველოს ოკუპაციის დროინდელი არტეფაქტებს, ნახეს დოკუმენტური, ფოტო-ვიდეო და საარქივო მასალები. ექსკურსიის მსვლელობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქართული ტრადიციული ჩაცმულობის ნიმუშები.
ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისათვის, რადგან გაეცვნენ საკუთარი ქვეყნის კულტურას. ექსკურსიის შედეგად გაიზარდა მოსწავლეების ინტერესი არქეოლოგიის მიმართ და აუმაღლდათ შინაგანი მოტივაცია საქართველოს ისტორიის შესწავლაში.

Комментариев нет:
Отправить комментарий