სიკეთით სძლიე
შენს მტერსა,
ერიდე სისხლით
ზღვევასა,
სულგრძელებითა
ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა..
ილია ჭავჭავაძე
,, დაარღვიე სიჩუმე
- არა ძალადობას ’’
წვიმიანი
დღე იყო. თითქოს ბუნება ტიროდაო. ტიროდა და ადამიანს თანაგრძნობას უცხადებდა. მას მერე
რაც ჩემზე ძალადობდნენ, წლებია გასული. თუმცა ჯერ კიდევ მტკივა წარსული.
უამინდობის
გამო სახლში ვიყავი ჩაკეტილი. ასეთ ამინდში გარეთ ძაღლსაც არ გააგდებდნენ. უსაქმურობის
გამო ოთახის მილაგება დავიწყე, როცა ჩემს ძველ დღიურს გადავაწყდი. სევდიანად გამეღიმა,
ის დრო გამახსენდა როცა მას ვწერდი. ცრემლი წამომივიდა, თუმცა არ დავნებდი. ახლა ყველაფერი
სხვანაირადაა. დღიური გადავშალე და სათაურების კითხვა დავიწყე. სევდიანი ღიმილით ვკითხულობდი
თითოეულ დღეს. თუმცა, როცა ბოლო დღეს მივადექი, მწარედ ავქვითინდი.
გამახსენდა ის დღე და ის დრო, გამახსენდა როგორ მოვედი აქამდე. დღიურში აღწერილი ბოლო დღე კი ასეთი იყო:
გამახსენდა ის დღე და ის დრო, გამახსენდა როგორ მოვედი აქამდე. დღიურში აღწერილი ბოლო დღე კი ასეთი იყო:
,, მშობლებისგან
მიგდებულსა და მივიწყებულს ქვეყნად არაფერი დამრჩენია. სკოლაში ყველა მე დამცინის,
ყველა მე მჩაგრავს. მეტირება, მწარედ მეტირება ჩემს ცხოვრებაზე. დამრიგებელი ცდილობს
რომ დამეხმაროს, თუმცა ჩემი დახმარება არავის შეუძლია.
სკოლიდან
ვბუნდებოდი, როცა ბიჭები წინ გადამიდგნენ. გვერდის ავლა მინდოდა, თუმცა არ გამატარეს.
ერთი თმებში მწვდა და ძველ ადგილას დამაბრუნა.
- ჰეი გოგონი, საით გაგიწევია? - ირონიული ლაპარაკი
დამიწყო ერთმა.
მე ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ ცრემლები მომდიოდა.
- ხმა ამოიღე გოგო. - ხელი მკრა მეორემ.
წონასწორობა
ვეღარ შევიკავე და ძირს დავენარცხე. ტკივილისაგან გამწარებულმა ცრემლები ვეღარ შევიკავე
და ხმაამღლა ავტირდი. ის იყო რომ ჩემთვის უნდა დაერტყათ, როცა ვიღაცამ გააჩერა.
- შეეშვით მაგ ბავშვს, რა გინდათ მისგან? - თავს ვერ
ვწევდი, თუმცა ხმაზე მივხვდი რომ ბიჭი იყო.
- შენ გზაზე გაიარე რა ბრატ. - მიუგო ერთ-ერთმა.
- მე შენ გაგაფრთხილე მაგ გოგოს თავი დაანებემეთქი.
- ხმა გაიმკაცრა ჩემმა დამცველმა.
- თორე რა? - არ ცხრებოდნენ მოწინააღმდეგეებიც.
- იცი თქვენი საქციელი რას გავს? -რამოდენიმე წამიანი
სიჩუმის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჩემმა დამცველმა - არაკაცობას. პატარა გოგოს, რომელსაც
ეტყობა რომ ისედაც არ აქვს ისეთი ცხოვრება, რომ სხვების მსგავსად ყოველდღე ახალი ტანსაცმელი
ჩაიცვას, რომელსაც საჭმლის ფული ძლივს აქვს, რომელსაც მთელი სკოლა ჩაგრავს, თქვენ მიდიხარ
და სცემთ. რატომ? მისგან რა გინდათ? ფული? რომელი ფული, რომელიც მას არ აქვს? და თქვენი
აზრით ეს სამაგალითოა? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრით წარმატებას მიაღწევთ? და თქვენ
სხვისი წართმეული ფულით გამდიდრდებით? შემცდარხართ! დიდად შემცდარხართ, რადგან ღმერთს
უთქვამს: ,, გეშინოდეს იმის ცრემლის, ვისაც შენ ჩაგრავ, რადგან ის დამხმარებას მე მთხოვს.’’
ახლა კი თქვენ მიხვდით, რა არის სწორი და რა არა. - ამ სიტყვების გაგონებისთანავე თავი
წამოვწიე. ცრემლით დაბინდული თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე და უცნობს შევხედე.
თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ჩემი სკოლელი გიორგი დავინახე.
ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ ისე მიბრუნდნენ და წავიდნენ,
გიორგი კი ჩემთან ჩაიმუხლა.
- კარგად ხარ? - ფეხზე წამომაყენა და ჩემი მიგდებული
ჩანთა მომაწოდა.
- დიახ, მადლობა. - თბილად გავუღიმე და ტანსაცმელი დავიფერთხე.
- იცი, რამდენი ხანია გაკვირდები და დედაშენი არასდროს
მოსულა სკოლაში შენს წასაყვანად, მარტო სიარული კი სახიფათოა. - ამის მოსმენამ გული
მატკინა, თუმცა არ შევიმჩნიე.
- ის არადროს არ მოვა. მე მშობლები არ მყავს, ბავშვთა
სახლში ვიზრდებოდი, ახლა კი, სადაც დამიღამდება იქ ვრჩები ხოლმე. - მოურიდებლად გადავუშალე
გული და ჩანთა მოვიკიდე. - დახმარებისთვის მადლობა, ამას არასდროს დაგივიწყებ. - მის
პასუხს აღარ დავლოდებივარ, მოვბრუნდი და წამოვედი.
გზაში წამომეწია და შემაჩერა.
- წამო, მე დაგეხმარები. - შეწინააღმდეგებას ვაპირებდი
თუმცა დამასწრო თქმა. - არ შემეწინააღმდეგო. ჩემს უბანში ერთი კეთილი ქვრივი ცხოვრობს,
შვილი არ ჰყავს თუმცა ძალიან უნდა. თან ბავშვებიც ძალიან უყვარს. ის დაგეხმარება და
შეგიფარებს. - თბილად გამიღიმა და ხელი ჩამჭიდა. ხმას ვერ ვიღებდი, უბრალოდ არ მეგონა
რომ ქვეყნად სიკეთე კიდევ არსებობდა.
გიორგიმ სიტყვა შეასრულა და იმ ქალთან მიმიყვანა. მას
უარი არ უთქვამს დახმარებაზე, პირიქით, დიდი სიხარულით დათანხმდა.
აქ დამთავრდა ჩემი სევდიანი ისტორია და დღიურის წერასაც
ვწყვეტ. ახლა ბედნიერებით უნდა დავტკბე.’’
დავამთავრე კითხვა და მწარედ ავტირდი. ვერ გაარჩევდი,
როგორი ცრემლები იყო, სიხარულის თუ ტკივილის. მას შემდეგ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. სკოლაში
აღარავინ მჩაგრავდა. გიორგიც სულ მხარში მედგა. ქეთი დეიდა კი ყველაფერს აკეთებდა ჩემი
ბედნიერებისთვის.
წვიმიანი დღე იყო. თითქოს ბუნება ტიროდაო. ტიროდა და
ადამიანს თანაგრძნობას უცხადებდა. მას მერე რაც ჩემზე ძალადობდნენ, წლებია გასული,
თუმცა ჯერ კიდევ მტკივა წარსული...
სახელი და გვარი
: გვანცა აფაქიძე
სკოლა : N76-ე საჯარო სკოლა
კლასი : 9 კლასის
მოსწავლე
ელ.ფოსტა : gvancaapakidze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий