„დაარღვიე
სიჩუმე-არა ძალადობას!“
შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა.ალექსანდრე,რომელიც
მხოლოდ 9 წლის იყო,უღიმღამოდ მიუყვებოდა ქუჩებს და თითქოს მისი პატარა გული და გონება
მხოლოდ ერთი რამისკენ მიილტვოდა,ამოეხსნა მისი არსებისთვის ამოუხსნელი საიდუმლოება,რომელიც
მას სულიერად ანადგურებდა.
ალბათ,დამეთანხმებით,რომ
ბავშვის ბუნება სხვანაირად არის მოწყობილი,მათი სათვალე უბრალოდ ფერადი და ჯადოსნურია,რომელიც
გიბიძგებს,რომ ცხოვრების სასტიკი,დაუნდობელი მხარე ბნელ კუნჭულში სამუდამოდ გამოკეტო.მაგრამ,სამწუხაროდ,არის შემთხვევები,როდესაც
ამ სათვალეს ფერადოვნებას თავად საზოგადოება აკარგვინებს.