суббота, 22 марта 2014 г.
четверг, 13 марта 2014 г.
სცენაზე გაცოცხლებული ნახატები...
პროექტი"სცენაზე გაცოცხლებული ნახატები"...დღეს გაკვეთილზე ჩატარდა ამ პროექტის პრეზენტაცია.მოსწავლეებმა მაქსიმალურად თავისუფლად გამოხატეს საკუთარი იდეები...როლურ თამაშებმა გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელი უწყო
მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა:
·ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება;
·კრეატიულობა;
среда, 12 марта 2014 г.
ბავშვებო,ეს საინტერესოა...
იცით თუ არა რომ?-
1.SOS შეტყობინება ნიშნავს “Save Our Souls” – რაც ნიშნავს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები”
2. საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ.
3. ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
4. ერთ წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს.
5. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთი ხელით წერა და მეორე ხელით ხატვა ერთდროულად.
6. თუ აქლემს წყურვილი კლავს,მას შეუძლია 15 წუთის განმავლობაში 200 ლ. წყლის დალევა.
7. გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა.
8. ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.
9. მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში.
10. საშუალო ზომის აიზბერგის წონა შეადგენს 20,000,000 ტონას.

суббота, 7 декабря 2013 г.
воскресенье, 1 декабря 2013 г.
მივდივართ "ბენუარ ლაუნჯში"
შაბათს 7დეკემბერს "ბენუარ ლაუნჯში" იმართება შემეცნებით - გასართობი ღონისღიება. მოსწავლეებს,მშობლებსა და პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ არაფორმალურ
ვითარებაში შეხვდნენ და უკეთ გაეცნონ ერთმანეთს, გაერთონ და სასიამოვნოდ
გაატარონ დრო. ვიკრიბებით სკოლის ეზოში 13.00. ბავშვებო,არ დაიგვიანოთ!
пятница, 18 октября 2013 г.
четверг, 17 октября 2013 г.
მოზარდმაყურებელთა თეატრში
მივდივართ 18 ოქტომბერს. ვიკრიბებით გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში 14.00 ბავშვებო,არ დაიგვიანოთ. ვნახავთ ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩას".
რეჟისორი — შალვა გაწერელია
მხატვარი — აივენგო ჭელიძე
კუკარაჩა
სპექტაკლი “კუკარაჩა” არის ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სცენური ვარიანტი. მასში ასახულია ომამდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთი პატარა ეზოს ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კარგი, ისე უსიამოვნო დღეების ქრონიკა. სპექტაკლის მთავარი გმირი - გიორგი თუშურაშვილი, მეტსახელად კუკარაჩა, მილიციელია. იგი თვლის, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ახალგაზრა ქალი ინგა, რომელსაც თავის საყვარლად გაიხდის ქურდი და მორფინისტი მურტალო, უნდა გადაარჩინოს. კუკარაჩა და ინგა ერთმანეთს შეიყვარებენ, მაგრამ ეჭვიანობით შეპყრობილი მურტალო ჰკლავს ვაჟს, მეორე დღეს კი ომი იწყება და ეს სევდიანი ისტორია თითქოს ავიწყდება ყველას. “კუკარაჩა” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მოთხრობაა ქართულ პროზაულ ლიტერატურაში.(http://mozardi.ge)რეჟისორი — შალვა გაწერელია
მხატვარი — აივენგო ჭელიძე
среда, 16 октября 2013 г.
მივდივართ ხელოვნების მუზეუმში
მუზეუმის შენობა პუშკინის ქუჩის თავში მდებარეობს და მთავარი ფასადი თავისუფლების მოედნისკენაა მიმართული. ნაგებობა ქართველ მეცენატსა და მეწარმეს იაკობ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო 1840-იანი წლებიდან მასში მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია ამოქმედდა. 1952 წლიდან შენობაში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი განთავსდა. შენობის ავტორია იტალიელი არქიტექტორი ჯუზეპე ბერნარდაჩი. ნახევარწრიულ თაღედს დაყრდნობილი, გიგანტური ორდერით მორთული პორტიკით შემკული ნაგებობა გვიანი კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თბილისში. ისტორიკოსების ცნობით გვიანშუასაუკუნეებში შენობის ადგილას ლევან მეფის დიდი 80 ოთახიანი ქარვასლა იდგა, რომელიც 1724 წლის შემოსევისას დაიწვა.
მუზეუმის კოლექციის ოქროს ფონდში დაცულია ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: შუა საუკუნეების დროინდელი ხატები, მათ შორის სასწაულმომქმედი ანჩისხატი და თამარის ეპოქის შედევრი ხახულის კარედი. უმდიდრესია მუზეუმში დაცული ტიხრული მინანქრის კოლექცია. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ქართველ მხატვართა დაზგური ფერწერისა და კამერული ქანდაკების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს. მათ შორის XX საუკუნის დასაწყისის გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნაწარმოებთა ყველაზე სრულყოფილ კოლექციას. მუზეუმი ასევე მდიდარია დასავლეთ ევროპისა ხელოვნების ნიმუშებით. მათ შორისაა რენესანსის პერიოდის მხატვრის ლუკას კრანახის ფერწერული ტილო. მუზეუმის აღმოსავლური კოლექცია მდიდარია უნიკალური ხალიჩებითა და ნაქარგობით.
понедельник, 30 сентября 2013 г.
იცით თუ არა?
* ერთი ხე წელიწადში იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც გამოყოფს ავტომობილი რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლისას.
* ერთი ხე წელიწადში გამოყოფს 120 კილოგრამ ჟანგბადს, რაც საკმარისია წლის განმავლობაში სამი ადამიანის ნორმალური სუნთქვისთვის.
* ხეები საკვების 10%-ს ნიადაგიდან იღებენ, დანარჩენს კი ატმოსფეროდან.
* საშუალო ზომის ხისგან შესაძლებელია 170 ათასი ფანქრის დამზადება.
* მეხი ყველაზე ხშირად ეცემა მუხას, ფიჭვსა და ნაძვს, თითქმის არასოდეს - თხილს და ალვის ხეს.
დეკორატიული ხე ბონსაი, ჩინური ბუნების საოცრება.
|
воскресенье, 29 сентября 2013 г.
понедельник, 15 июля 2013 г.
среда, 10 июля 2013 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)