ბავშვებო,უნდა იცოდეთ რომ
მუზეუმის შენობა პუშკინის ქუჩის თავში მდებარეობს და მთავარი ფასადი თავისუფლების მოედნისკენაა მიმართული. ნაგებობა ქართველ მეცენატსა და მეწარმეს იაკობ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო 1840-იანი წლებიდან მასში მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია ამოქმედდა. 1952 წლიდან შენობაში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი განთავსდა. შენობის ავტორია იტალიელი არქიტექტორი ჯუზეპე ბერნარდაჩი. ნახევარწრიულ თაღედს დაყრდნობილი, გიგანტური ორდერით მორთული პორტიკით შემკული ნაგებობა გვიანი კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თბილისში. ისტორიკოსების ცნობით გვიანშუასაუკუნეებში შენობის ადგილას ლევან მეფის დიდი 80 ოთახიანი ქარვასლა იდგა, რომელიც 1724 წლის შემოსევისას დაიწვა.
მუზეუმის კოლექციის ოქროს ფონდში დაცულია ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: შუა საუკუნეების დროინდელი ხატები, მათ შორის სასწაულმომქმედი ანჩისხატი და თამარის ეპოქის შედევრი ხახულის კარედი. უმდიდრესია მუზეუმში დაცული ტიხრული მინანქრის კოლექცია. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ქართველ მხატვართა დაზგური ფერწერისა და კამერული ქანდაკების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს. მათ შორის XX საუკუნის დასაწყისის გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნაწარმოებთა ყველაზე სრულყოფილ კოლექციას. მუზეუმი ასევე მდიდარია დასავლეთ ევროპისა ხელოვნების ნიმუშებით. მათ შორისაა რენესანსის პერიოდის მხატვრის ლუკას კრანახის ფერწერული ტილო. მუზეუმის აღმოსავლური კოლექცია მდიდარია უნიკალური ხალიჩებითა და ნაქარგობით.

Комментариев нет:
Отправить комментарий