суббота, 10 декабря 2016 г.

ესეების კონკურსი "შიდსი როგორც სტიგმა"

2016 წლის 4 დეკემბერს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა კონფერენცია თემაზე „ინფექციური დაავადებები: პერსპექტივები, პრევენცია და მკურნალობა“, რომელიც ჩატარდა ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის ეგიდით.ამავე კონფერენციას ესწრებოდნენ ახალგაზრდა ბიოლოგთა ასო
ციაციის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში „შიდსი, როგორც სტიგმა“ მონაწილე სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები, მათი პედაგოგები. აღნიშნული კონკურსი ასოციაციამ გამოაცხადა 20 ნოემბერს და 30 ნოემბრამდე მიიღო 75 ესე, რომელთაგან ჟიურის შერჩევით 32 გადავიდა მეორე ტურში. მეორე ტურში გადასული მოსწავლეები აღნიშნულ კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მათ შორის ჩვენი სალომე... ყოჩაღ,სალი...მრავალი წარმატება მოგველოცოს.




Комментариев нет:

Отправить комментарий