пятница, 9 ноября 2012 г.

ეს საინტერესოა

მუზეუმი (Museion)
"მუზათა ტაძარი"

დაწესებულება, რომელშიც ხდება ხელოვნების ნაწარმოებთა შეგროვება, დაკომპლექტება, შენახვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. მხატვრული მუზეუმების კოლექციები უფრო ხშირად შედგენილია სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებისაგან (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება). ცნებას «კოლექციონერობა» სათავე რომაელმა ორატორმა მარკ ციცერონმა დაუდო ორი ათასზე მეტი წლის წინ. თავის ერთ-ერთ ცნობილ გამოსვლაში ცალკეულ საგანთა შეგროვებას ერთ მთლიანობად მან «კოლექცია» უწოდა. თავად ციცერონს, როგორც ცნობილია, ჰქონდა ხელნაწერებისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მდიდარი კოლექცია, მაგრამ კოლექციონერობა, მის სახელწოდებასთან შედარებით, გაცილებით ადრე ჩაისახა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა საგნების «კოლექციები». პირველი, ვინც განსაზღვრა მუზეუმის მხატვრული მნიშვნელობა, იყო ფრანგი მხატვარი ჟაკ ლუი დავიდი, რომელმაც კონვენტის წევრთა წინაშე გამოსვლისას აღნიშნა მუზეუმის უდიდესი აღმზრდელობითი დანიშნულება. სადღეისოდ არსებულ უძველეს მხატვრულ მუზეუმთა ისტორია იწყება XV-XVI სს.-დან (ვატიკანის, უფიცის, ლუვრის, პრადოს მუზეუმები, დრეზდენის სურათების გალერეა). ძირითადად კი, მსოფლიოს უდიდეს მუზეუმთა ფორმირება დასრულდა XIX ს-ში, როდესაც ხალხისათვის მისაწვდომი გახდა მონარქთა კოლექციები და, ამასთან ერთად, მოხდა გაცნობიერება იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-აღმზრდელობითი როლის შესრულება შეუძლიათ მათ (მაგ., ლუვრი მხატვრულ მუზეუმად ჩამოყალიბდა 1791 წ., პრადო - 1819 წ., ერმიტაჟი - 1852 წ. და ა.შ.). ზოგიერთი მხატვრული მუზეუმი თავიდანვე დაარსდა როგორც ყველასათვის მისაწვდომი, მაგ., ბრიტანული მუზეუმი (1753 წ.), ლონდონის ნაციონალური გალერეა (1824 წ.), ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმი (1872 წ.), ტრეტიაკოვის გალერეა (1892 წ.). ზოგიერთი მუზეუმი განთავსებულია ისტორიულ ნაგებობებში (მაგ., ვერსალის სასახლე, პეტროდვორეცი), არსებობს არქიტექტურის მუზეუმები ღია ცის ქვეშ (გიზაში - ძველი ეგვიპტის პირამიდებისა და ტაძრების კომპლექსი, ათენის აკროპოლისი, რომის ფორუმები და ა.შ.). გარდა მსოფლიოს უდიდესი მუზეუმებისა, კომპლექსური უნივერსალური კოლექციებით (ლუვრი, ერმიტაჟი) თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ნაციონალური და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები. მუზეუმების სპეციალიზაცია შეიძლება იყოს ძალიან ვიწროც (ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მიძღვნილი ერთი ხელოვანის შემოქმედებისადმი და ა.შ. მაგ., დელაკრუას, როდენის მუზეუმები პარიზში და სხვ.). სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი საქართველოში - ეროვნული გალერეა - გაიხსნა 1920 წელს, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი კი - 1933 წელს.
(Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.
 
    ლუვრის მუზეუმი(პარიზი) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში.
 
     ეგვიპტეს ნაციონალური მუზეუმი მდებარეობს კაირში.
   მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი –  მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმთაგანია, მდებარეობს მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში, ნიუ-იორკი, აშშ. მასში შუასაუკუნეების ხელოვნებაა განთავსებული. მუზეუმი  1872 წლის 20 თებერვალს გაიხნა.
    ეს გახლავთ ადამიანის სხეულის მუზეუმი რომელიც მდებარეობს ჰოლანდიაში.
    ერმიტაჟის მუზეუმი ერთერთი ყველაზე დიდი,ძველი და გამორჩეული მუზეუმია მსოფლიო მუზეუმებს შორის.იგი მდებარეობს  რუსეთში,პეტერბურგში. მუზეუმი შედგება 6 ძირითადი შენობისგან,რომელთაგანაც მთავარი ზამთრის სასახლეა.ზამთრის სასახლე თავის დროზე რუსეთის მეფეთა რეზიდენიცა იყო.ერმიტაჟის კოლექციაში უამრავი ექსპონატია,მათ შორის მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის,გოგენის,პიკასოს,მონეს,სეზანის და სხვა


Комментариев нет:

Отправить комментарий