суббота, 15 декабря 2012 г.

DejaVu

დღეს კარგად გავერთეთ და ვიხალისეთ...იყო საინტერესო პროგრამა და სიურპრიზებით სავსე საღამო...დიდი მადლობა DejaYu-ს.

воскресенье, 9 декабря 2012 г.

სადამრიგებლო საათი

 თემა: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი?
დაისვა შეკითხვა-როგორი სახის კონფლიქტს აქვს ხოლმე ადგილი მოზარდთა ცხოვრებაში.მოსწავლეებმა ისაუბრეს,იმსჯელეს,განიხილეს სიტუაციები.სიტუაციების გარჩევის შემდეგ ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების მრავალ ხერხზე.ჯგუფებში მოსწავლეებმა მოიფიქრეს კომფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი სტრატეგია.

четверг, 6 декабря 2012 г.

ხელოვნების გაკვეთილი

               პუანტილიზმი - წერტილებით შექმნილი მხატვრობა
      მოდით ერთად ვეწვიოთ პარიზში ცნობილ ორსეს მუზეუმს. დავათვალიეროთ და გავეცნოთ ფრანგულ ფერწერას.SeuratParade
ჟორჟ სერას არაჩვეულებრივად შესრულებული ხელოვნების ნიმუში "აღლუმი"!
მოდი ერთ რამეს შემოგთავაზებ: ზედმიწევნით დაუკვირდი რომელიმე გამოსახულებას
http://www.visaubrotfrangulad.ge/images/culture/369px-Seurat-La_Parade_detail.jpg
აღმოაჩინე წერტილებისგან შექმნილი პერსონაჟი?...მოზაიკას ჰგავს... საინტერესოა არა?
მართალია, ეს არის ფრანგული ფერწერის ერთ-ერთი მიმდინარეობა პუანტილიზმი. მიმდინარეობის დასახელება მოდის ფრანგული სიტყვიდან "point"   –"წერტილი".

რა თქმა უნდა, ასეთი სტილით ხატვა ძალიან დამღლელი და შრომატევადი უნდა ყოფილიყო. მაშ, რატომ ირჩევდნენ მხატვრები ასეთ სტილს? რა იყო მიზეზი?

ჟორ სერა არის მხატვრობის ამ ჟანრის პირველი წამომადგენელი და აღნიშნავს, რომ ამ სტილით დახატული და შექმნილი შედევრები უფრო ბუნებრივია და "ნამდვილთან" მეტად მიახლოვებულია, ვინაიდან ბუნებრივი მხოლო სამი ფერი არსებობს: ლურჯი, ვარდისფერი და ყვითელი. დანარჩენი კი ამ ფერების სხვა ფერებთან შერევით მიიღება. მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ სხვადასხვა ფერის წერტილები დავიტანოთ ტილოზე და ისე შევქმნათ ნახატი? ეს აზრი ედო საფუძვლად პუანტილიზმის ჩამოყალიბებას. მაგალითად მწვანე მიიღება: ლურჯ ფერს დამატებული ყვითლით.
kolor-mix-rgb-ok
აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ეპოქაში, ანუ მე-19 საუკუნეში თავდაპირველად ხალხმა არ მიიღო ეს ახალი მიმდინარეობა და უპირატესობას მაინც კვლავ ტრადიციულ ფერწერას ანიჭებდა, რადგან მათთვის ხატვის ტექნიკას ჰქონდა მნიშვნელობა. კრიტიკოსებიც ძალიან ცინიკურად იყვნენ განწყობილნი ამ ახალი მიმდინარეობის მიმართ. მათთვის განსაკუთრებულად შოკისმომგვრელი იყო გეომეტრიული ფიგურების და წერტილების გამოყენება და მისი საშუალებით ფერწერული ტილოების შექმნა.
დაათვალიერეთ სერას კიდევ რამოდენიმე ნამუშევარი.
Cirque
"ცირკი" 1890-1891
Un dimanche apres-midi a lIle de la Grande Jatte
"კვირას ნაშუადღევს კუნძულ გრან ჟატზე" 1884-1886
Baigneurs a Asnieres
"ბანაობა ანიერში" 1883-1884
( http://www.visaubrotfrangulad.ge/)

вторник, 27 ноября 2012 г.

ეს უნდა იცოდე...


ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტ უსაფრთხოება
არასოდეს:
  გასცე პერსონალური ინფორმაცია სხვადასხვა ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებისას -ტელეფონის ნომრები, შენი სკოლისა და სახლის მისამართები, მშობლების სამუშაო ადგილი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

   დათანხმდე შეხვედრაზე ონლაინ გაცნობილ ადამიანს მანამ, სანამ ამის შესახებ მშობელს ან შენთვის სანდო უფროს ადამიანს არ გააგებინებ. თუ მაინც გადაწყვეტ ონლაინ გაცნობილ ადამიანთან შეხვედრას, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფროსი ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

  დადო ინტერნეტში შენი ან შენი მეგობრების გამომწვევი ფოტოები. ეს მხოლოდ “ინტერნეტმოძალადეების” ყურადღებას მიიპყრობს.

  უპასუხო მესიჯებს, რომლებიც შეურაცხმყოფელია ან დისკომფორტს გიქმნის. ეს შენი ბრალი არ არის. მაშინვე მოუყევი ამის
შესახებ მშობლებს ან სანდო უფროს ადამიანს, რათა მათ აღნიშნულის შესახებ სერვის პროვაიდერთან დაკავშირება შეძლონ.
 არავის უთხრა ინტერნეტის კოდური სიტყვა (“პაროლი”) შენი მშობლების გარდა

воскресенье, 11 ноября 2012 г.

ეროვნულ გალერეაში...

დრეს შედგა სადამრიგებლო საათი სკოლის გარეთ-საქართველოს ეროვნულ გალერეაში...
მიზანი: მოსწავლის შემეცნებითი და კულტურული განვითარება,ხელოვნების მიმართ დამოკიდებულების ფორმირება.

пятница, 9 ноября 2012 г.

ეს საინტერესოა

მუზეუმი (Museion)
"მუზათა ტაძარი"

დაწესებულება, რომელშიც ხდება ხელოვნების ნაწარმოებთა შეგროვება, დაკომპლექტება, შენახვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. მხატვრული მუზეუმების კოლექციები უფრო ხშირად შედგენილია სახვითი ხელოვნების ნაწარმოებებისაგან (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება). ცნებას «კოლექციონერობა» სათავე რომაელმა ორატორმა მარკ ციცერონმა დაუდო ორი ათასზე მეტი წლის წინ. თავის ერთ-ერთ ცნობილ გამოსვლაში ცალკეულ საგანთა შეგროვებას ერთ მთლიანობად მან «კოლექცია» უწოდა. თავად ციცერონს, როგორც ცნობილია, ჰქონდა ხელნაწერებისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მდიდარი კოლექცია, მაგრამ კოლექციონერობა, მის სახელწოდებასთან შედარებით, გაცილებით ადრე ჩაისახა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა საგნების «კოლექციები». პირველი, ვინც განსაზღვრა მუზეუმის მხატვრული მნიშვნელობა, იყო ფრანგი მხატვარი ჟაკ ლუი დავიდი, რომელმაც კონვენტის წევრთა წინაშე გამოსვლისას აღნიშნა მუზეუმის უდიდესი აღმზრდელობითი დანიშნულება. სადღეისოდ არსებულ უძველეს მხატვრულ მუზეუმთა ისტორია იწყება XV-XVI სს.-დან (ვატიკანის, უფიცის, ლუვრის, პრადოს მუზეუმები, დრეზდენის სურათების გალერეა). ძირითადად კი, მსოფლიოს უდიდეს მუზეუმთა ფორმირება დასრულდა XIX ს-ში, როდესაც ხალხისათვის მისაწვდომი გახდა მონარქთა კოლექციები და, ამასთან ერთად, მოხდა გაცნობიერება იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-აღმზრდელობითი როლის შესრულება შეუძლიათ მათ (მაგ., ლუვრი მხატვრულ მუზეუმად ჩამოყალიბდა 1791 წ., პრადო - 1819 წ., ერმიტაჟი - 1852 წ. და ა.შ.). ზოგიერთი მხატვრული მუზეუმი თავიდანვე დაარსდა როგორც ყველასათვის მისაწვდომი, მაგ., ბრიტანული მუზეუმი (1753 წ.), ლონდონის ნაციონალური გალერეა (1824 წ.), ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმი (1872 წ.), ტრეტიაკოვის გალერეა (1892 წ.). ზოგიერთი მუზეუმი განთავსებულია ისტორიულ ნაგებობებში (მაგ., ვერსალის სასახლე, პეტროდვორეცი), არსებობს არქიტექტურის მუზეუმები ღია ცის ქვეშ (გიზაში - ძველი ეგვიპტის პირამიდებისა და ტაძრების კომპლექსი, ათენის აკროპოლისი, რომის ფორუმები და ა.შ.). გარდა მსოფლიოს უდიდესი მუზეუმებისა, კომპლექსური უნივერსალური კოლექციებით (ლუვრი, ერმიტაჟი) თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ნაციონალური და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები. მუზეუმების სპეციალიზაცია შეიძლება იყოს ძალიან ვიწროც (ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მიძღვნილი ერთი ხელოვანის შემოქმედებისადმი და ა.შ. მაგ., დელაკრუას, როდენის მუზეუმები პარიზში და სხვ.). სახვითი ხელოვნების პირველი მუზეუმი საქართველოში - ეროვნული გალერეა - გაიხსნა 1920 წელს, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი კი - 1933 წელს.
(Source: ხელოვნების ენციკლოპედიური ლექსიკონი.
 
    ლუვრის მუზეუმი(პარიზი) - უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში.
 
     ეგვიპტეს ნაციონალური მუზეუმი მდებარეობს კაირში.
   მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი –  მსოფლიოს უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელოვნების მუზეუმთაგანია, მდებარეობს მანჰეტენზე ცენტრალური პარკის დასავლეთ კუთხეში, ნიუ-იორკი, აშშ. მასში შუასაუკუნეების ხელოვნებაა განთავსებული. მუზეუმი  1872 წლის 20 თებერვალს გაიხნა.
    ეს გახლავთ ადამიანის სხეულის მუზეუმი რომელიც მდებარეობს ჰოლანდიაში.
    ერმიტაჟის მუზეუმი ერთერთი ყველაზე დიდი,ძველი და გამორჩეული მუზეუმია მსოფლიო მუზეუმებს შორის.იგი მდებარეობს  რუსეთში,პეტერბურგში. მუზეუმი შედგება 6 ძირითადი შენობისგან,რომელთაგანაც მთავარი ზამთრის სასახლეა.ზამთრის სასახლე თავის დროზე რუსეთის მეფეთა რეზიდენიცა იყო.ერმიტაჟის კოლექციაში უამრავი ექსპონატია,მათ შორის მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის,გოგენის,პიკასოს,მონეს,სეზანის და სხვა