воскресенье, 18 сентября 2011 г.

რჩევა – მათ, ვისაც უნდა სწავლა

რჩევა პირველი:
  სკოლის შემდეგ უნდა ისადილო, ოდნავ დაისვენო, გაისეირნო შემდეგ, სასურველია ერთ და იგივე დროს დაჯდე სამეცადინოთ.

რჩევა მეორე:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაწყო საშინაო დავალებების შესრულებაზე. უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ საშინაო დავალების შესრულება გესაჭიროება პირადად შენ და არა მასწავლებლებს ან მშობლებს.(დააკლიკე სიტვას და წაიკითხე გაგრძელება)

    რჩევა მესამე:
 დავალებების შესრულებაში დღეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ერთ-ერთი ამოცანის შესრულებაში შეგექმნა გართულება: ან ვერ გებულობ ან უყურადღებობის გამო არ გამოგდის. ნუ გაიფუჭებ განწყობას. გადადევი ცოტა ხნით. მოახმარე დრო სხვა საკითხებს მერე კვლავ დაუბრუნდი რთულს.
   რჩევა მეოთხე:
 არ დაგავიწყდეს დაუწერელი წესი: თუ ჩაუჯექი მეცადინეობს – არ გადაერთო სხვა საქმიანობაზე. წინასწარ მოაწესრიგე ყველაფერი მაგიდაზე, იმისთვის, რომ არაფერმა არ დაფანტოს შენი ყურადღება, შენ წინ დაიწყე ყველა საჭირო სახელმძღვანელო და რვეული. განათება მაგიდაზე უნდა ხვდებოდეს მარცხენა მხრიდან.
  რჩევა მეხუთე:
 თუ მეცადინეობის დაწყების პირველ ეტაპზე შეატყობ, რომ ყველაფერი იოლად არ გამოგდის, გულს ნუ აიცრუებ. იცოდე, რომ უმეტეს ადამიანს შენსავით უჭირს დასაწყისში, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება.
  რჩევა მეექვსე:
 ყოველ ერთ საათში გააკეთე ათ წუთიანი შესვენება.დაასვენე თავი. ამ შესვენების დროს შეგიძლია გააკეთო მარტივი ფიზიკური ვარჯიშები ან რომელიმე საოჯახო საქმე, ანუ დაისვენე და შემდგომ გააგრძელე მეცადინეობა.

გისურვებთ წარმატაბებს.იმედია, გაითვალისწინებთ ამ რჩევებს.მჯერა,რომ ყველაფერი გამოგივათ.
თქვენ სიმბასავით ძლიერები ხართ.
                                  თქვენი ხათუნა მასწავლებელი.




Комментариев нет:

Отправить комментарий