пятница, 27 мая 2016 г.

"წარსულით შექმნილი მომავალი"- დროის კაფსულა-გვანცას წარმატებები

ჩვენი კლასის მოსწავლემ, გვანცა აფაქიძემ, მიიღო მონაწილეობა პროექტში "წარსულით შექმნილი მომავალი". მან გადაიღო ფოტო,სადაც წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი საქართველოს ხილვა სურს 25 წლის შემდეგ. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. 26 მაისს გვანცას ფოტო სხვა მოსწავლეების ნამუშევრებთან ერთად მოათავსეს "დროის კაფსულაში", რომელიც 25 წლის შემდეგ გაიხსნება.






კონკურსის ფოტო 


понедельник, 23 мая 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი გუნდი" - IIტური

ჩვენი კლასის გუნდმა "ოქროს წვიმა"- მ წარმატებით გაიარა მეორე ტური და გადავიდა ფინალურ  ეტაპზე.





"ყველაზე წიგნიერი გუნდის" კონკურსის მონაწილეებო, ვიცით მოუთმენლად ელოდით ამ პოსტს Смайлик «heart»
მაშ ასე, "ყველაზე წიგნიერი გუნდის" კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი გუნდები:
1. 76-ე საჯარო სკოლა - "ოქროს წვიმა"
2. სკოლა "ივერია" - "უნივერსალი"
3. 166-ე საჯარო სკოლა - "ეტალონი"
4. 166-ე საჯარო სკოლა - "ნიკეა"
5. 191-ე საჯარო სკოლა - "ედელვაისი"
6. 128-ე საჯარო სკოლა - "გალაქტიკის მცველები"
7. 175-ე საჯარო სკოლა - "ინტელექტუალები"
8. 175-ე საჯარო სკოლა - "ნიკე"
9. სკოლა "თამარიონი" - "მთიები"
10. 172-ე საჯარო სკოლა - "მწიგნობრები"
11. 172-ე საჯარო სკოლა - "ცოდნის ბორბალი"
12. 172-ე საჯარო სკოლა -"არიფიონი"
13. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - "ბესთი"
14. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - "შავი ბაფთა"
15. 130-ე საჯარო სკოლა - "მწიგნობარი"
16. 130-ე საჯარო სკოლა - "ცოდნის წყარო"
17. სკოლა ლიცეუმი "ცოდნა" - "კალიფსო"
18. "დეა" - "ი-დეა"
19. 133-ე საჯარო სკოლა - "კრეატივი"
20. 133-ე საჯარო სკოლა - "ბრძენთა ჯგუფი"
21. 76-ე საჯარო სკოლა - "ახალი თაობა"
22. 120-ე საჯარო სკოლა - "მზის სხივები"
23. სკოლა "ოპიზა" - "ოპიზრები"
24. მე-9 საჯარო სკოლა - "საუნჯე"

четверг, 5 мая 2016 г.

კვლავ ვესტუმრეთ თავისუფალ თეატრს

თეატრში ვნახეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი "ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები". რომანტიულმა კომედიამ მოსწავლეების და მშობლების უდიდესი მოწონება დაიმსახურა...თან ვტიროდით, თან ვიცინოდით...სპექტაკლის შემდეგ მოსწავლეები შეხვდნენ მსახიობებს, გაესაუბრნენ, გადაიღეს სურათები...

суббота, 30 апреля 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ვიქტორინის გამარჯვებული

სალომე ზაქარიაძეს ვულოცავთ  გამარჯვებას... წარმატებები...

"ყველაზე წიგნიერი" - ესეების კონკურსი

სალომე ზაქარიაძე, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
„ჯინსების თაობა“- სახელი,რომელიც ადამიანში ასოცირდება,როგორც თავისუფლებისადმი დაუოკებელი სურვილი,როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი და შებრძოლება მასთან რაც წინ ეღობება,აკავებს და ცდილობს მის მარწუხებში მოიმწყვდიოს.ამ შემთხვევაში კი ვგულისხმობ „დამნაშავე გმირებს“,რომლებმაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაიბრძოლეს და მათთვის პირველი დარტყმის სიმძიმე აიღეს ხელთ.
ჩემი აზრით,ჯინსი მათგან გაიგივებულია,როგორც თავისუფლებასთან,რადგან სადაც არ იყო ჯინსი აკრძალული,სწორედ იქ სუფევდა ბედნიერებაც,სილაღეც და სამართლიანობაც.სწორედ ეს ყველაფერი აკლდა ჩვენს ქვეყანას,ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული „ჯინსი“.

воскресенье, 6 марта 2016 г.

სტუმრად თავისუფალ თეატრში

02.03.16 თავისუფალ თეატრში ვნახეთ სპექტაკლი "ჯინსების თაობა". სპექტაკლის შემდეგ შევხვდით მსახიობებს. საუბარი მათთან საკმაოდ საინტერესო იყო.
                                                         
ჩვენს მიერ გადაღებული ფოტოები...დაუვიწყარი ეპიზოდები...

четверг, 3 марта 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ესეების კონკურსი

თიკო ქისიშვილი, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქებმა" საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა დღევანდელ საზოგადოებაში. ხალხში გამოიყო სხვადასხვა მოსაზრებები წიგნის შესახებ და თითქმის თითოეული მათგანი განსხვავებული იყო. აქედან გაიღვიძა ჩემში ამ წიგნის მიმართ ინტერესმა, რადგან მინდოდა გამეგო ავტორის მთავარი სათქმელი. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მივხვდი, რომ ადამიანი უფლის ისეთი ქმნილებაა, რომლისთვისაც სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს. ეს კარგად არის გამოხატული კვენტინის (ქიუს) პერსონაჟში. ყველაზე მკვეთრად კი მასში სიძლიერის ძალა გამოიხატება მაშინ, როდესაც ის დიდი დარტყმის შემდეგ მაინც წამოდგება, მწარე წარსულის მიუხედავად მაინც ზრუნავს და ფიქრობს მომავალზე. მყარად დგას და მხოლოდ წინ მიდის , ხოლო როდესაც მიაღწევს სრულფასოვან ცხოვრებას, ზუსტად მის შავ პერიოდზე გაეიცინება და ყველაზე ძლიერ გრძნობას მხოლოდ სიამაყეს იგრძნობს.

вторник, 1 марта 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"-შესარჩევი ტური

გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური" ატარებს პროექტს "ყველაზე წიგნიერი". შესარჩევი ტური ჩატარდა სკოლაში. ჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში. გავიმარჯვეთ და გადავედით შემდეგ მეორე ტურში. კლასიდა მიიღო მონაწილეობა ორმა გუნდმა.
გუნდი "მარსელები":

  • თიკო ქისიშვილი
  • ლუკა ღვინჯილია
  • გარიკ მაჩკალოვე
  • ხატია პავლიაშვილი
  • მარიამ აფციაური
  • შორენა გულიშევი

გუნდი "ოქროს წვიმა":

  • სალომე ზაქარიაძე
  • თინათინ ივანიშვილი
  • გვანცა აფაქიძე
  • თამარ ინაშვილი
  • მარიამ სეფიაშვილი
  • ლინა აჯოიანი

суббота, 27 февраля 2016 г.

პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

  "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება"-მ და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი "ვიტალის"-მა პროექტის ფარგლებში ჩაატარეს ორდღიანი ტრენინგი და ფილმის ჩვენება.
  25-26 თებერვალს გაიმართა ტრენინგი:

  • ძალადობასთან ბრძოლის იურიდიული ასპექტები
  • ძალადობასთან ბრძოლის ფსიქოლოგიური  ასპექტებ  
ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგში და ძალიან კარგად გაართვეს თავი. იყო ქეისების განხილვა, როგორც იურიდიულ ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტში. ეს მართლაც წარმატებული და შთაბეჭდილებით სავსე დღე იყო.





      პროექტში მონაწილე მოსწავლეებს,  გვანცა აფაქიძეს  და  სალომე ზაქარიაძეს,  გადაეცათ სერტიფიტატები



 გვანცამ და სალომემ საკუთარი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს, რისთვისაც სკოლას გადაეცა მადლობის სიგელი.

четверг, 25 февраля 2016 г.

პროექტი"დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

პირველი დღე-24 თებერვალი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საუკეთესო ათეულში გასულ მოსწავლეთა თხზულებების პრეზენტაცია. სალომე ზაქარიაძემ და გვანცა აფაქიძემ წაიკითხეს საკუთარი ნაწარმოებები, მოსწავლეების შემოქმედებამ  დიდი მოწონება დაიმსახურა. შემდეგ მოეწყო ნახატების კონკურსი.







среда, 24 февраля 2016 г.

პროექტი "დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!"

 "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანება" და სტუდენტური სამეცნიერო კვლევითი კლუბი "ვიტალისი" ახორციელებს პროექტს "დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!", რომელიც წარმოადგენს ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას.
    პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ჩვენი კლასის მოსწავლეები გვანცა აფაქიძე და სალომე ზაქარიაძე. მათ წარადგინეს საკუთარი თხზულებები, გამოხატეს ამ პრობლემის ინდივიდუალური ხედვა და გადაჭრის გზები. გოგონების ნაშრომებმა დაიმსახურეს მოწონება. კონკურსის შედეგად მოხვდნენ საუკეთესო ათეულში.
        გვანცას და სალომეს ვულოცავთ წერმატერბებს.