суббота, 31 марта 2012 г.

თაზო,გილოცავთ დაბადების დღეს.

რამდენი ფოთოლიც დაცვივა ბებერი ჭადრის ხეს,
რამდენი იაც ამოვა გაზაფხულის თვეს,
რამდენი ფიფქიც დაადნება კავკასიონის მთებს,
დაესწარი იმდენ "დაბადების დღეს".

вторник, 27 марта 2012 г.

თამარ,გილოცავთ დაბადების დღეს!!!

    ცისარტყელა აკისკისდა, მიებჯინა კლდეს...
    თოლიები ზღვის ნაპირზე ნაზად კრავენ წრეს
    წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს...
    გეფერებით და გილოცავთ დაბადების დღეს!!!



воскресенье, 25 марта 2012 г.

კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე...

კინოთეატრ   რუსთაველში ვნახეთ "ანო და ვანოს თავგადასავალი"  და "მეფე ლომი"
ფილმის ნახვის შემდეგ ვიყავით ქაშვეთის ეკლესიაში...მერე  დიდხანს ვისეირნეთ თბილისის ქუჩებში...

среда, 21 марта 2012 г.

კინოთეატრი / რუსთაველი /

 ბავშვებო, კვირას 25მარტს მივდივართ კინოთეატრ რუსთაველში.ვიკრიბებით სკოლის ეზოში.        


 ანოს და ვანოს თავგადასავალი
ჯანრი: თრილერები
წელი: 2011
რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი, ჯაბა მელქაძე
როლებში: ნიტა ლომიძე, ზუკა ძამუნაშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კინწურაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გრიგოლია, ვანო თარხნიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ბადრი კაკაბაძე, ნატუკა გულისაშვილი, ლუკა ტალახაძე

ფილმი და–ძმის,ანოსა და ვანოს საზაფხულო თავგადასავალს მოგვითხრობს. დასაწყისში ირკვევა,რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანილი ყველა დროის მსოფლიოს ხალხების ზღაპრების წიგნი გაუჩინარდა. ამ მოვლენის შემდეგ ყველა ზღაპრის წიგნიდან ქრება ნახატები,ნაწერები და ჩნდება ცალთვალა ბოროტი პერსონაჟის პორტრეტი. სწორედ ამ დროს,იწყება სოფელში დასასვენებლად წასული ანოსა და ვანოს ზღაპრული მოგზაურობა ფანტასტიკურ სამყაროში,რომლებსაც მეგზურობას ოჩოპინტრე გაუწევს

вторник, 20 марта 2012 г.

ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას

მსოფლიოს შვიდი საოცრება

პროექტის ვიდეომასალა
ხეოფსის პირამიდა

ბაბილონის დაკიდული ბაღები

ეფესოს ტაძარი

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

ჰალიკარნასის მავზოლეუმი

როდოსის კოლოსი
ალექსანდრიის შუქურა

суббота, 17 марта 2012 г.

ვიწყებთ პროექტზე მუშაობას

პროექტის თემა "მსოფლიოს შვიდი საოცრება"
 მიზანი: მსოფლიოს შვიდი საოცრების გაცნობა და ძველი მსოფლიოს ცივილიზაციების
 გავლენა მსოფლიო კულტურის და ხელოვნების განვითარებაზე. პროექტზე მუშაობის პროცედურების შესწავლა
ბავშვებო ექ თქვენ ნახავთ მასალას,გამოიყენეთ  პროექტზე მუშაობის დროს.(დააკლიკეთ ნაწერს)


გისურვებთ  წარმატებებს!!!!!!!!

пятница, 9 марта 2012 г.

კონცერტი არტ-ჰოლში

4მარტის არტ-ჰოლში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.ამ კონცერტში მიიღო მონეწილეობა ანსამბლ "მურჯმა",რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს საჯარო სკოლაში.

ანსამბლი"მურჯი" 
ხელმძღვანელი  გიორგი მეტრეველი
წევრები(ჩვენი კლასის მოსწავლეები):აფაქიძე გვანცა

                                                            ზაქარიაძე  სალომე              

                                                            ივანიშვილი თინათინ

                                                            ხუციშვილი გიორგი

среда, 7 марта 2012 г.

суббота, 3 марта 2012 г.

ყველა დედას ვულოცავთ დედის დღეს

დღეს, 3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.
დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.
დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.

пятница, 2 марта 2012 г.

სადამრიგებლო საათი"დედის დღე"

3 მარტი არის ჩვენთვის ყველასთვის უსაყვარლესი არსების დედის დღე...დედა ხომ ის ადამიანია რომელმაც თითოეულ ჩვენგანს სიცოცხლე გვაჩუქა...ამიტომ დღეს ჩვენი სადამრიგებლო  საათი მივუძღვენით საყვარელ დედიკოებს...მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ ლამაზი დღესასწაულის ისტორიაზე,შექმენის კედლის გაზეთი და ორიგინალური გზავნილებით მიულოცეს დედებს დღესასწაული...