вторник, 11 октября 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ს პრეზენტაციაზე

5 ოქტომბერს  "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის"  ყოველწლიური სასწავლო პროექტის "ყველაზე წიგნიერის" 2016-2017 სასწავლო წლის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნეს სიახლეები პროექტის შესახებ, ხოლო გამარჯვებულ ჩვენ  N76 საჯარო სკოლას გადასცეს 1000 ლარიანი ბიბლიოთეკა.



ფოტოსურათები იხილეთ აქ <<<<<

понедельник, 10 октября 2016 г.

სტუმრად მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ვიხილეთ შესანიშნავი, სულშიჩამწვდომი სპექტაკლი "არ დამივიწყო".

"არ დამივიწყო" რევაზ მიშველაძის ნოველების მიხედვით აგებული ერთ მოქმედებიანი დრამაა. 
მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი-ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“ . 
სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული- მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი... 

ფოტოები შეგიძლიად სრულად იხილოთ აქ ------