воскресенье, 1 декабря 2013 г.

მივდივართ "ბენუარ ლაუნჯში"

შაბათს 7დეკემბერს "ბენუარ ლაუნჯში"  იმართება შემეცნებით - გასართობი ღონისღიება. მოსწავლეებს,მშობლებსა და პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ და უკეთ გაეცნონ ერთმანეთს, გაერთონ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო.            ვიკრიბებით  სკოლის  ეზოში 13.00.  ბავშვებო,არ  დაიგვიანოთ!

пятница, 18 октября 2013 г.

სადამრიგებლო საათი. თეატრში ...

მიზანი:
ქართული კლასიკური ნაწარმოიბის სცენური  ვარიანტის ნახვა, მოსწავლეების  შემეცნებით და კულტურულ განვითარებას. გაიაზრონ ხელოვნების როლ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და  შინაგანი სამყაროს განვითარებაში.


 
ანგარიში სადამრიგებლო საათის  ჩატარების შესახებ

четверг, 17 октября 2013 г.

მოზარდმაყურებელთა თეატრში

მივდივართ  18 ოქტომბერს. ვიკრიბებით  გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში  14.00  ბავშვებო,არ დაიგვიანოთ. ვნახავთ  ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩას".

კუკარაჩა

სპექტაკლი “კუკარაჩა” არის ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სცენური ვარიანტი. მასში ასახულია ომამდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთი პატარა ეზოს ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კარგი, ისე უსიამოვნო დღეების ქრონიკა. სპექტაკლის მთავარი გმირი - გიორგი თუშურაშვილი, მეტსახელად კუკარაჩა, მილიციელია. იგი თვლის, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ახალგაზრა ქალი ინგა, რომელსაც თავის საყვარლად გაიხდის ქურდი და მორფინისტი მურტალო, უნდა გადაარჩინოს. კუკარაჩა და ინგა ერთმანეთს შეიყვარებენ, მაგრამ ეჭვიანობით შეპყრობილი მურტალო ჰკლავს ვაჟს, მეორე დღეს კი ომი იწყება და ეს სევდიანი ისტორია თითქოს ავიწყდება ყველას. “კუკარაჩა” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მოთხრობაა ქართულ პროზაულ ლიტერატურაში.(http://mozardi.ge)


რეჟისორი — შალვა გაწერელია    
მხატვარი — აივენგო ჭელიძე





 

среда, 16 октября 2013 г.

მივდივართ ხელოვნების მუზეუმში

ბავშვებო,უნდა იცოდეთ რომ
მუზეუმის შენობა პუშკინის ქუჩის თავში მდებარეობს და მთავარი ფასადი თავისუფლების მოედნისკენაა მიმართული. ნაგებობა ქართველ მეცენატსა და მეწარმეს იაკობ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო 1840-იანი წლებიდან მასში მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია ამოქმედდა. 1952 წლიდან შენობაში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი განთავსდა. შენობის ავტორია იტალიელი არქიტექტორი ჯუზეპე ბერნარდაჩი. ნახევარწრიულ თაღედს დაყრდნობილი, გიგანტური ორდერით მორთული პორტიკით შემკული ნაგებობა გვიანი კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თბილისში. ისტორიკოსების ცნობით გვიანშუასაუკუნეებში შენობის ადგილას ლევან მეფის დიდი 80 ოთახიანი ქარვასლა იდგა, რომელიც 1724 წლის შემოსევისას დაიწვა.
მუზეუმის კოლექციის ოქროს ფონდში დაცულია ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: შუა საუკუნეების დროინდელი ხატები, მათ შორის სასწაულმომქმედი ანჩისხატი და თამარის ეპოქის შედევრი ხახულის კარედი. უმდიდრესია მუზეუმში დაცული ტიხრული მინანქრის კოლექცია. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ქართველ მხატვართა დაზგური ფერწერისა და კამერული ქანდაკების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს. მათ შორის XX საუკუნის დასაწყისის გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნაწარმოებთა ყველაზე სრულყოფილ კოლექციას. მუზეუმი ასევე მდიდარია დასავლეთ ევროპისა ხელოვნების ნიმუშებით. მათ შორისაა რენესანსის პერიოდის მხატვრის ლუკას  კრანახის ფერწერული ტილო. მუზეუმის აღმოსავლური კოლექცია მდიდარია უნიკალური ხალიჩებითა და ნაქარგობით.

понедельник, 30 сентября 2013 г.

იცით თუ არა?

 
* დედამიწაზე 375 ათასი სახეობის მცენარე ხარობს. მათ შორის ყვავილოვანი 250 ათასია.
* ერთი ხე წელიწადში იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც გამოყოფს ავტომობილი რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლისას.
* ერთი ხე წელიწადში გამოყოფს 120 კილოგრამ ჟანგბადს, რაც საკმარისია წლის განმავლობაში სამი ადამიანის ნორმალური სუნთქვისთვის.
* ხეები საკვების 10%-ს ნიადაგიდან იღებენ, დანარჩენს კი ატმოსფეროდან.
* საშუალო ზომის ხისგან შესაძლებელია 170 ათასი ფანქრის დამზადება.
* მეხი ყველაზე ხშირად ეცემა მუხას, ფიჭვსა და ნაძვს, თითქმის არასოდეს - თხილს და ალვის ხეს.
დეკორატიული  ხე  ბონსაი, ჩინური ბუნების საოცრება.
image მხოლოდ კოლექციონერებს აქვთ ბევრი სახეობის ბონსაი.ბონსაის ხეები ათასობით დოლარი ღირს მას ასე იოლად ხელს ვერ მივაწვდენთ.ძალიან ორიგინალურია და განსხვავებული. მისი სილამაზით ყველა იხიბლება.

воскресенье, 29 сентября 2013 г.

среда, 10 июля 2013 г.

დამთავრდა 2012-1213 სასწავლო წელი

ბავშვებო, გილოცავთ  მე-6 კლასის დამთავრებას და მე-7  კლასში გადასვლას!
დიდი მადლობა იმ მოსწავლეთა მშობლებს, ვინც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გამიწია თანადგომა!
            ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!!!

воскресенье, 2 июня 2013 г.

ექსკურსია უფლისციხეში

 მიზანი: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის და საკუთარ ნამუშევართა გადმოცემის უნარის განვითარება.

        წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა უფლისციხის ხუროთმოძღვრულმა კომპლექსმა–ანტიკურმა ქალაქმა, რომელიც კლდეშია ნაკვეთი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები,  მიწისქვეშა თონეები, უძველესი აფთიაქი, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და ა. შ.მოსწავლეები მოიხიბლნენ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ატენის სიონის სიდიადით, ტაძრის კედლებზე შემორჩენილი სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული წარწერითა და მინაწერით.
 ყველაზე მეტად ბავშვები პიკნიკსა და წუწაობას ელოდებოდნენ.მოსწავლეებმა დიდად ისიამოვნეს ამ გასვლითი ღონისძიებით და ხელოვნების გაკვეთილისთვის  მოამზადეს ფოტოხელოვნების  ნიმუშები...

четверг, 30 мая 2013 г.

ვემზადებით ექსკურსიისთვის

  ახლოვდება ზაფხული და კიდევ ერთი საინტერესო ექსკურსიის მოლოდინში არიან ბავშვები...
 კვირას  2  ივნისს   მოსწავლეები  მშობლებთან  ერთად გაემგზავრებიან  სასკოლო ექსკურსიაზე უფლისციხეში...
მიზანი: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის და საკუთარ ნამუშევართა გადმოცემის უნარის განვითარება.
მშობელთა კრებაზე მოვაგვარეთ  საორგანიზაციო საკითხები...

среда, 29 мая 2013 г.

ჩვენი ერის საგანძური

უფლისციხე 011993.jpg უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).
საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.

 სამთავისის ტაძარი

Samtavisi Cathedral.jpgგადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს,ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. იგი მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა,



ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი - მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.
ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
 http://ka.wikipedia.org/

вторник, 30 апреля 2013 г.

ჩვენი წარმატებები

    გვანცა აფაქიძემ და თინათინ ივანიშვილმა       მიიღეს  მონაწილეობა King's Math მატემატიკის ოლიმპიადაშიდა   გადავიდნენ  მესამე  ტურში.
       გოგონებო,გილოცავთ  გამარჯვებას, გისურვებთ   წარმატებებს.  BRAVOOOOOOOOOO

вторник, 16 апреля 2013 г.

ჩვენი წარმატებები...


გვანცა აფაქიძემ,თინათინ ივანიშვილმა და თაარ ინაშვილმა გაიმარჯვეს  King's Math მატემატიკის ოლიმპიადაშიდა გადავიდნენ მეორე ტურში.
       გოგონებო,გილოცავთ  გამარჯვებას, გისურვებთ   წარმატებებს .ყოჩაღ....ყოჩაღ....ყოჩაღ.......

воскресенье, 31 марта 2013 г.

რუსთაველის სახელობის თეატრში

29.03 ბავშვები დაესწრნენ ილია ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანის“ მიხედვით რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს.


ამ ვიზიტის მეშვეობით მოსწავლეებმა ცოცხალი ხელოვნება აღმოაჩინეს.

понедельник, 25 марта 2013 г.

სტუმრად რუსთაველის თეატრში

  ბავშვებო,  29 მარტს  18.30

ვიკრიბებით   სკოლის  ეზოში

 " კაცია-ადამიანი?!"

ილია ჭავჭავაძე            ერთაქტიანი   ტრაგიკომედია  

დამდგმელი რეჟისორი – რობერტ სტურუა
რეჟისორი –  ანდრო ენუქიძე
მხატვარი – მირიან შველიძე
კომპოზიტორი – გია ყანჩელი
მუსიკალური გაფორმება ია საკანდელიძისა
ლოტბარი – ანზორ ერქომაიშვილი
ქორეოგრაფი – გოგი ალექსიძე
რეჟისორის თანაშემწე – გრიგოლ თათეიშვილი
მონაწილეები -
დათო დარჩია, თათული დოლიძე, მარინა კახიანი, ჟანრი ლოლაშვილი, ტრისტან სარალიძე, დავით უფლისაშვილი, დარეჯან ხარშილაძე, ნანუკა ხუსკივაძე 
                                         

четверг, 14 марта 2013 г.

ჩვენი წარმატებები...

სალომე ზაქარიაძემ  და თამარ ინაშვილმა გაიმარჯვეს ოლიმპიადაზე  ინგლისურ ენაში და გადავიდნენ მეორე ტურში.
       გოგონებო,გილოცავთ  გამარჯვებას, გისურვებთ   წარმატებებს .ყოჩაღ....ყოჩაღ....ყოჩაღ.......

воскресенье, 3 марта 2013 г.

დედიკოებო, გილოცავთ 3 მარტს

გილოცავთ დედის დღესროცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…


 ყველა დედას და მომავალ დედიკოს ვულოცავ დედის დღეს!!! ბედნიერები ყოფილიყავით!!!

вторник, 29 января 2013 г.

ექსკურსია ბარამბოს ქარხანაში

2013 წლის 28იანვარს  VI-2 კლასი იმყოფებოდა სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებულ შემეცნებით ექსკურსიაზე - "ბარამბოს" შოკოლადის ქარხანაში. ბავშვებს ძალიან მოეწონათ შოკოლადის და  კარამელის  დამზადების ტექნოლოგია.  ისინი დიდი ინტერესითა და ხალისით ადევნებდნენ თვალყურს დამუშავების ტექნიკას. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ რამოდენიმე სახის ნაყინი და  მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში , რამაც საერთო აღფრთოვანება გამოიწვია. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს დაეთვალიერებინათ მცხეთის ღირსშესანიშნაობები, რამაც უფრო გაამრავალფეროვნა ის დღე.