воскресенье, 5 марта 2017 г.

"მომავლის თაობა"

2017 წლის 25 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტები. სტენდებზე გამოფენილი იყო ამ პროექტების ამსახველი ფოტომასალა.
ფოტოგამოფენა დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა ლია გიგაურმა, აშშ-ის კონგრესის წევრების მეუღლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, PH International საქართველოს ოფისის დირექტორმა, ბ-ნმა ბერდია ნაცვლიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა.