вторник, 6 июня 2017 г.

სამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში

ქალაქ თბილისის N76 საჯარო სკოლის მე-10-ბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე „დუელი  XIX საუკუნის  რუსეთის  საზოგადოებაში“. საინტერესოდ წარიმართა ინტერაქტიული გაკვეთილი. მოსწავლეებბა გამოწვევის ფაზაზე ნახეს მასწავლებელის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი, რომელშიც იყო ასახული XIX საუკუნის ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ფოტოები პირად ცხოვრებიდან და  რუსეთის არისტოკრატების დუელების ამსახველი ეპიზოდები. შემდეგ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად წაიკითხეს და „ნიშანთა სისტემის“ გამოყენებით სიღრმისეულად შეისწავლეს  საინფორმაციო ტექსტი. „ბლუმის გვირილის“ გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს კითხვის დასმის უნარის დახვეწა და ინტერაქციაში მონაწილეობა. მოსწავლეებმა ახალი სიტყვებს გამოყენებით შეძლეს „ხუთსტრიქონიანი ლექსის“ (სინქვეინის) შედგენა.