понедельник, 29 декабря 2014 г.

ბლოგების კონკურსში გამარჯვება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“, რომელშიც ჩვენი კლასის მოსწავლეებმა  გაიმარჯვეს.
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ: 
გვანცა აფაქიძე
სალომე ზაქარიაძე
თინათინ ივანიშვილი
გამარჯვებულ მოსწავლეებს  ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.

კონფერენციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების/ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის,  სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე. 

вторник, 16 декабря 2014 г.

ექსკურსია თბილისის ავტომუზეუმში

13.12.14  ვესტუმრეთ თბილისის ავტომუზეუმს 
მიზანი: შემეცნებითი განვითარება და  თვალსაწიერის გაზრდა.მოსწავლეები  გაეცნონ  თბილისის ავტომუზეუმს, რომელიც ახლახანს გამოჩნდა  მსოფლიო ავტომუზეუმების სიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერონ   რარიტეტული ავტომობილები, მოისმინონ მათი შექმნის ისტორია, იმსჯელონ და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილებები.

თბილისის ავტომუზეუმში 13.12.14 on PhotoPeach

среда, 3 декабря 2014 г.

ბლოგების კონკურსი "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს"

 ჩვენი კლასის მოსწავლეები, გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე  და  თინათინ ივანიშვილი, აქტიურად ჩაერთნენ ბლოგების კონკურსში "ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს".კონკურსის მიზანია მოსწავლეებში სოციალური და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. ამ მიზნით შეიქმნა ბლოგი uplebebi76.blogspot.com
პირველი სასკოლო ტური წარმატებით გაიარეს. გამარჯვებულები გადავიდნენ მეორე ტურში.
გისურვებთ წარმატებებს.