понедельник, 29 декабря 2014 г.

ბლოგების კონკურსში გამარჯვება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები და მათი პედაგოგები, სკოლის დირექტორები თბილისიდან და რეგიონებიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოადგილე ლია გიგაური, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა ბლოგების კონკურსი „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“, რომელშიც ჩვენი კლასის მოსწავლეებმა  გაიმარჯვეს.
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ: 
გვანცა აფაქიძე
სალომე ზაქარიაძე
თინათინ ივანიშვილი
გამარჯვებულ მოსწავლეებს  ფულადი ჯილდო და დიპლომები გადაეცათ.

კონფერენციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების/ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის,  სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე. 

Комментариев нет:

Отправить комментарий