среда, 28 декабря 2011 г.

воскресенье, 25 декабря 2011 г.

საახალწლო დღესასწაული "ატლანტიკა"-ში


გასართობ ცენტრ "ატლანტიკა"-ში საოცარი დრო გავატარეთ.............







შემდეგ ღამით თბილისში ვისეირნეთ...მშვიდობის ხიდი....ახლად  გაშენებული პარკი...განათებული თბილისი....საახალწლო ლამპიონები...

четверг, 22 декабря 2011 г.

ხატია,გილოცავთ დაბადების დღეს!!!

 22დეკემბერი...დღეს ხატია პავლიაშვილს აქვს დაბადების დღე...
     



მუსიკალური ბარათი-ჩვენი საჩუქარი(დააკლიკე სურათს)
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka


С Днем Рождения!

пятница, 16 декабря 2011 г.

საახალწლო სიურპრიზები

ბავშვებო, ნახეთ რა ლამაზი სიურპრიზები მოგიმზადეთ?!
(ეძებე სურათებში)
1.დააკლიკე სურათს და იპოვი საჩუქარს...დაელოდე...გამოჩნდება ანგელოზი.დააკლიკე ანგელოზს და ნახე.......

2.ეს საჩუქარი გამოგიგზანათ ELION-მა.დააკლიკე სურათს ,ამოძრავე  მაუსი რა ლამაზია...


3.გააცოცხლე სათამაშოები(დააკლიკი მაუსით სათოთაოდ)



четверг, 15 декабря 2011 г.

საახალწლო ფუსფუსი

სადამრიგებლო საათზე მოსწავლეებს შეუქმენი  საახალწლო განწყობა. ბავშვებმა გამოავლინეს  თავის ფანტაზია,შექმნეს მრავალფეროვანი ფიფქები და მოსართავი სათამაშოები.ბავშვებმა გაალამაზეს საკლასო ოთახი.მორთეს ნაძვის ხე.იყო სიცილი და ჟრიამული...მალე ახალი წელიც მოვა..........



пятница, 9 декабря 2011 г.

შორენა,გილოცავთ დაბადების დღეს.

9დეკემბერი.დღეს შორენა გულიშევას დაბადების დღეა.
დაბადების დღის იმ ლამაზ ღამეს,
შენი აკვნისთვის ღმერთს უკოცნია,
დიდხანს სიცოცხლე შენთვის ცოტაა,
დიდი სიცოცხლე დამილოცია !!!
მუსიკალური ბარათი-ჩვენი საჩუქარი(დააკლიკე სურათს)
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка


вторник, 29 ноября 2011 г.

ნოემბრის თოვლიც მოვიდა...თოვს...თოვს...თოვს...

 გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში მივულოცეთ ერთმანეთს თოვლის მოსვლა...

საოცარი დღე იყო...სახლში  დავბრუნდით ბედნიერები...ყველას გვერგო თოვლის გუნდა...

пятница, 25 ноября 2011 г.

გვანცა,გილოცავთ დაბადების დღეს.


რამდენი ფოთოლიც დაცვივა ბებერი ჭადრის ხეს,
რამდენი იაც ამოვა გაზაფხულის თვეს,
რამდენი ფიფქიც დაადნება კავკასიონის მთებს,
დაესწარი იმდენ "დაბადების დღეს".

Музыкальная открытка от сайта muzotkrytka





 










მუსიკალური ბარათი-ჩვენი საჩუქარი(დააკლიკე სურათს) 

  
                                                                   გვანცას ტორტი

                                                     სტუმრები-თანაკლასელები
 

среда, 16 ноября 2011 г.

სადამრიგებლო საათი

     ჩავატარეთ კლასის საათი თემაზე "ჩვენი ინტერესები".ვისაუბრეთ,ვიმსჯელეთ,გამოვიყენეთ სახალისო აქტივობები.მოსწავლეებმა გამოხატეს ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ.

воскресенье, 13 ноября 2011 г.

საჰაერო ბუშტები

ბავშვებო,ხომ მართლა საოცარი და ზღაპრული საჰაერო ბუშტებია?ალბათ გაგიჩნდათ სურვილი,რომ გაფრინდეთ ამ ბუშტებით.იცით ვინ იმოგზაურა პირველად ბუშტით?-ცხვარმა,ბატმა და წიწილამ.შემდეგ სცადა ადამიანმა.1783წელს ძმები ჟოზეფ და ეტიენ მონგოლფიები გაფრინდნენ ქაღალდის ბუშტით და დაამტკიცეს,რომ ადამიანს შეუძლია სუნთქვა მაღლა ცაში დედამიწიდან მოშორებით.ცაში რვა წუთი იმყოფებოდნენ.გამოგონილ საჰაერო ბუშტს ძმებმა მონგოლფიე დაარქვეს.

пятница, 11 ноября 2011 г.

კალეიდოსკოპი

ბავშვებო,დღეს ინტერნეტში ვიპოვე ეს საოცრება-კალეიდოსკოპი,მან ჩემი ბავშვობა განახსენა. ეს გავრცელებული  სათამაშო იყო... მშობლებსაც აჩვენეთ ეს ბავშობის ჯადოსნური მილი...

 

კალეიდოსკოპი გამოიგონა შოტლანდიელ ფიზიკოსმა დეივიდ ბრიუსტერმა 1817 წელს.
 ეს გავრცელებული საბავშვო სათამაშო 
- ოპტიკური ხელსაწყოა და წარმოადგენს  მუყაოს ან ხის მილს, რომლის შიგნით სიგრძეზე ერთმანეთის მიმართ კუთხით მოთავსებულია სამი სარკე; მილის ტრიალით სარკეებს შორის მოქცეული ფერადი მინის ნატეხებისაგან იქმნება სხვადასხვაგვარი ლამაზი სიმეტრიული სახეები.

четверг, 10 ноября 2011 г.

გარიკ,გილოცავთ დაბადების დღეს.

    ცისარტყელა აკისკისდა, მიებჯინა კლდეს...
    თოლიები ზღვის ნაპირზე ნაზად კრავენ წრეს
    წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს...
    გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს!!!


მუსიკალური ბარათი-ჩვენი საჩუქარი(დააკლიკე სურათს)
Музыкальная открытка от сайта muzotkrytka
МузОткрытка


суббота, 5 ноября 2011 г.

სადამრიგებლო საათი

სადამრიგებლო საათზე ვისაუბრეთ თემაზე: რას ნიშნავს იყო მეხუთეკლასელი?რა მოლოდინები აქვს ახალ სასწავლო წელს?
 მოსწავლეებმა იმსჯელეს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე.აღნიშნეს,რომ სწავლაში უნდა იყვნენ წარმატებულნი.შექმნეს   მოლოდინის ხე

суббота, 29 октября 2011 г.

ვაჟა-ფშაველა150

ვაჟა–ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის) 150 წლის იუბილეა.სკოლაში ჩატარდა კვირეული.ჩვენი კლასი აქტიურად ჩაება მუშაობაში.მოვამზადეთ ლექსები და პრეზენტაციები.ქართული ენის მასწავლებელმა ნათია ყარყარაშვილმა ვაჟას იუბილეს მიუძღვნა გაკვეთილი.გაკვეთილზე ყველა მოსწავლემ იაქტიურა და გამოავლინა თავის უნარი.

მოვამზადეთ პრეზენტაცია



воскресенье, 16 октября 2011 г.

თოჯინების მუზეუმში

ვეწვიეთ თოჯინების მუზეუმს – მექანიკურმა სათამაშოებმა ნამდვილად გაგვაოცა. ვიხილეთ უძვირფასესი და უნიკალური თოჯინების კოლექცია - ცეცხლოვანი ფლამენკოს მოცეკვავეები, ამაყი ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები ატლასის კიმონოებში. აქვე შევხვდით ლუარსაბს, დარეჯანსა და უდარდელ ლამაზისეულს. ზოგიერთი თოჯინა ცოტა ხნით ,,ცოცხლდება” კიდეც. ოთახის ბოლოში პიანისტი ელისო როიალზე ნაღვლიან მელოდიებს აჟღერებს, მეორე კუთხეში კი პატარა გოგონა საპნის ბუშტებს უშვებს. აქვე დგას XIX საუკუნის უნიკალური ხის ზარდახშა თავისი უჩვეულო ლითონის ფირფიტებით.

среда, 5 октября 2011 г.

пятница, 30 сентября 2011 г.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე

მსოფლიო ყოველ 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
       შემოდგომის პირველი კვირა დადგა. ეს ის დროა,როცა ადამიანები მოსავალს იღებენ და ხვავსა და ბარაქას თავიანთ სახლებში აბინავებენ...ჩვენ,პედაგოგები, მუდამ ვშრომობთ და მოსავალს მოზარდის გულსა და გონებაში  ვაბინავებთ.მასწავლებლის დღეც შემოდგომის ბარაქიან თვეს აღინიშნება.იმიტომაც ალბათ,რომ ჩვენი ჯეჯილი არ ჭკნება და მუდამ ბიბინებს...გილოცავთ, ძვირფასო პედაგოგებო, მასწავლებლის დღეს!იყავით მხნედ.რამეთუ მხნედმყოფმა და ენერგიულმა უნდა აღზარდო ჯანსაღი თაობა...
                                    ხათუნა ყარყარაშვილი  და  5/2 კლასის მოსწავლეები

среда, 28 сентября 2011 г.

ჩვენი სახელების მნიშვნელობა

                                    რა გქვია შენ?
ბავშვებო,გაინტერესებთ თქვენი სახელის წარმოშობა, მისი მნიშვნელობა?წაიკითხეთ,გაიგებთ მრავალს. 

     გვანცა
(ქართული) სვანურად გვანც - "ჭინჭრაქა", გადატანით ნიშნავს "ცელქს ", "მოუსვენარს".
    გიორგი
(ბერძნული)“მხვნელ-მთესველი“,“მიწათმოქმედი“.მთელ მსოფლიოში გავრცელებული სახელია.ქართულში ამ სახელის ფართოდ გავრცელებას მოწმობს გვარები:გიორგაძე,გიორგიძე,გორგაძე,გორგიძე,გოგაძე,გოგიძე,გოგია.
   თორნიკე
(ბერძნული) კომპოზიცია, რომლის პირველი ნაწილის (თორ-) მნიშვნელობა ბუნდოვანია, მეორე ნაწილს კი წარმოადგენს ნიკე - " გამარჯვება " (შდრ. ანდრონიკე, კალენიკე, ნიკანდრო, ნიკოლოზ და სხვ.). ეს სახელი ერქვა სახელოვან ქართველ მხედართმთავარს თორნიკე ერისთავს, რომლის სარდლობითაც ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ აჯანყებული სკლიაროსი (979 წ.) ამ გამარჯვებით მოპოვებული ნადავლის უდიდესი ნაწილი თორნიკემ მოახმარა ქართველთა მონასტრის მშენებლობას ათონის მთაზე, სადაც ის ბერად იყო აღკვეცილი იოანეს სახელით.
    სალომე
(ძველი ებრაული) "მშვიდობა". ეს სახელი ერქვა ერთ-ერთ მენელსაცხებლე დედათაგანს. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია იბერიის დედოფალი, რევ მირიანის ძის მეუღლე, სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) ასული სალომე უჯარმელი, რომელმაც პეროჟავრი სივნიელთან ერთად აღწერა წმინდა ნინოს ცხოვრება: "რამეთუ მოსცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსა ერქუა რევ " ( "ქართლის ცხოვრება" )
    გურანდა
გურანდუხტის შემოკლებული ფორმაა. ... გურანდუხტ
(სპარსული) "გურამის (გვარამის) ასული". საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული ...
    ლუკა
  ლათინური ლუქს ( " სინათლე ") სიტყვა ნათესაობით ბრუნვის ფორმით (ლუკის - " სინათლისა ", " ნათლისა ") ქცეულია საკუთარ სახელად ბერძნულში, სადაც გვხვდება ლუკას, აქედან კი იგი სხვადასხვაგვარი ფონეტიკური სახეცვლილებით შედის მრავალი ქრისტიანი ხალხის ანთროპონიმიაში. იმავე ლათინური სიტყვისაგან მომდინარეობს აგრეთვე რამდენიმე სხვა სახელიც: ლუკიანე, ლუკილიანე, ლუკრეციუსი, ლუკიანა, ლუკინა, ლუკია, ლუკრეცია. ქართულში ლუკა-საგან ნაწარმოებია გვარები; ლუკაშვილი, ლუკავა.
     მარიამ
(ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: "შეუპოვარი", "დაუმორჩილებელი", "უარმყოფელი" , ...
    მიხეილ
(ძველი ებრაული)"ღვთის სწორი","ღვთაებრივი" (სიტყვასიტყვით:"ვინც ღმერთივით არის").ეს სახელი ებრაულიდან შესულია ბერძნულში ...
  ხატია
(ქართული) "დახატული", ე. ი. "ძალიან ლამაზი" (შეადარეთ გამოთქმა "კალმით ნახატი").
   თამაზ
(ძველი ირანული) " ძლიერი ცხენი " ან " ძლიერი ცხენოსანი ". აქედანაა გვარი თამაზაშვილი, რომელიც დოკუმენტებში დასტურდება XV ს-დან. გვხვდება აგრეთვე პარალელური ფორმა თამაზიშვილი.
    თინათინ
(ქართული) "მზის სხივის ანარეკლი", "მოციმციმე სხივი". "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი ...
  ანა
(ძველი ებრაული) "სასურველი", "სანდომიანი", "საამო". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია.
    თამარ
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი "ფინიკის პალმას" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული, გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.
     რომან
(ლათინური)"რომაელი"(ქ.რომის მცხოვრები).შეადარეთ რომანი–ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა,რომელიც რომში წარმოიშვა.ამავე სიტყვას უკავშირდება ქვეყნის სახელწოდება რომანია ანუ რუმინეთი(რომის კოლონია ძველად)
    შორენა
(ქართული) მიღებულია ბორენა-საგან გრაფიკული ცვლილების გზით
    შმაგი
(ქართული) ... უცადებლად და თავგანწირვით მოუსვენარი, თავზეხელაღებულია.
    ლინა
(ბერძნული)-"ნაღვლიანი სიმღერა"
    გარიკ
(ძველი გერმანული)-"ძლიერი და მდიდარი"-სრული სახელია  გარრი
    გაგიკ
(სომხური)-"ზეციერი,ღვთიური"

ღმერთმა გამრავლოთ,ჩემო სიხარულებო.ძალიან მიყვერხართ.

воскресенье, 18 сентября 2011 г.

რჩევა – მათ, ვისაც უნდა სწავლა

რჩევა პირველი:
  სკოლის შემდეგ უნდა ისადილო, ოდნავ დაისვენო, გაისეირნო შემდეგ, სასურველია ერთ და იგივე დროს დაჯდე სამეცადინოთ.

რჩევა მეორე:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაწყო საშინაო დავალებების შესრულებაზე. უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ საშინაო დავალების შესრულება გესაჭიროება პირადად შენ და არა მასწავლებლებს ან მშობლებს.(დააკლიკე სიტვას და წაიკითხე გაგრძელება)