пятница, 24 октября 2014 г.

ექსკურსია შავნაბადას მონასტერში

ჩატარების თარიღი: 18.10.2014
მიზანი:მოსწავლეების კულტურულიდა  ესთეტიკური განვითარებათანამშრომლობა,
თვალსაწიერის გაფართოება. სასწავლო პროცესის გახალისება.
ექსკურსიის მნიშვნელობა: სასკოლო ექსკურსიებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სკოლის კლასგარეშე განათლებისას. სასკოლო ექსკურსიებზე მოსწავლეებს არა მარტო ნასწავლის შესახებ ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა აქვთ, არამედ აქ მათ მნიშვნელოვანი სოციალური და თვითმართვის ჩვევებიც უვითარდებათ. მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიებზე არა მარტო სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსია წინასწარ იყოს დაგეგმილი.  ექსკურსია მაქსიმალურად საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელია.

ექსკურსია შავნაბადას მონასტერში on PhotoPeach
რეზიუმე: მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ ამ დღეს...ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი, დაუვიწყარი დღე ჩვენი კლასის ცხოვრებაში...შემოდგომის მზიანი დილა გათენდა...გავემგზავრეთ სასწავლო ექსკურსიაზე...შავნაბადა  წმინდა
გიორგის სახელობის მონასტერი სამხრეთაღმოსავლეთ საქართველოში, თბილისიდან 30 კმ-ში.დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით... წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა შავნაბადას წმინდა გიორგის მამათა მონასტერმა. მოსწავლეებმა მოინახულეს და მოილოცეს წმინდა გიორგის მონასტერი, დალაშქრეს შავნაბადას მთა. დიდხანს გავჩერდით მონასტრის მთაზე, ბავშვებმა თამაშით და ერთმანეთის სიყვარულით გული იჯერეს. საღამო ხანს დავანთეთ კოცონი, მოვაწყეთ პოეზიის საღამო...მოსწავლეებმა ისაუბრეს ექსკურსიის მნიშვნელობაზე და გამოხატეს საკუთარი აზრი, შთაბეჭდილებები.კმაყოფილნი და ერთი ბედნიერი დღით დამტკბარნი გვიან დავბრუნდით სახლში იმ იმედით, რომ მომავალში გავაგრძელებთ ქართული კულტურის და ღირშესანიშნაობების მონახულებას. ერთად ვიმოგზაურებთ და უკეთ გავიცნობთ ჩვენ პატარა საქართველოს.

воскресенье, 19 октября 2014 г.

ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

 თარიღი:  18.11.2014წ.
მიზანი: მოსწავლეების შემეცნებითიკულტურული  და შინაგანი  სამყაროს
განვითარება, მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით, მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძურის დათვალიერება.
რეზიუმე:
მოსწავლეებმა მოინახულეს არქეოლოგიურ საგანძურში დაცული საქართველოს კუთხეებში აღმოჩენილი და სხვადასხვა დროით დათარიღებული ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშები: ოქროს ლომის ქანდაკება, თრიალეთის ოქროს თასი, ვერცხლის სარწყული, დიადემები,  სამაჯურები, სასაფეთქლეები, ბეჭდები, საყურეები, სამოსის საკინძეები, ბერძნული წარმომავლობის ჭურჭელი, ირანული წარმომავლობის საწოლის ჭედური ფეხები და სხვ. მოსწავლეები გაეცვნენ აგრეთვე ოქროს მოპოვების ქართულ ტრადიციებს, გაეცვნენ ცვარას ტექნიკას. შემდეგ გაეცნენ საქართველოს ოკუპაციის დროინდელი არტეფაქტებს,  ნახეს დოკუმენტური, ფოტო-ვიდეო და საარქივო მასალები. ექსკურსიის  მსვლელობისას მოსწავლეებმა  დაათვალიერეს  ქართული ტრადიციული ჩაცმულობის ნიმუშები.
   ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისათვის, რადგან გაეცვნენ საკუთარი ქვეყნის კულტურას. ექსკურსიის შედეგად გაიზარდა მოსწავლეების ინტერესი არქეოლოგიის მიმართ და აუმაღლდათ შინაგანი მოტივაცია საქართველოს ისტორიის შესწავლაში.







четверг, 16 октября 2014 г.

სადამრიგებლო საათი " წარმატებული მოსწავლე "

თარიღი: 17.11.2014
მიზანი: მოსწავლეებმა იმსჯელონ  და  გამოხატონ საკუთარი აზრი -თუ  რას ნიშნავს მერვეკლასელისთვის იყოს წარმატებული,  ჩამოვუყალიბოთ წარმატებული მოსწავლეების მეცადინეობის ეფექტური უნარ-ჩვევები, მოსწავლეებს მივცეთ რეკომენდაციები.
 აქტივობები:
  •  გონებრივი იერიში (  წარმატება და წარმატებული ადამიანი )
  • მასწავლებლის მინი-ლექცია 
  •  ჯგუფებში  მუშაობა (  წინასწარ მოიძიეს ინფორმაცია ყველაზე ცნობილ წარმატებულ ადამიანებზე, აწყობენ პრეზენტაციას. პირველი ჯგუფი:მარკ ცუკერბერგი მეორე ჯგუფი: ბილ გეიტსი )

  • რეკომენდაციების მიცემა. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გავხდეთ წარმატებული მოსწავლეები.

გამოყენებული მასალა:

суббота, 4 октября 2014 г.

მშობელთა კრება

               03.10.2014        

              დღის  წესრიგი:
    1.2014-2015 სასწავლო წლის ამოცანები
    2. საორგანიზაციო საკითხები
    3.მშობელთა  სათათბიროს არჩევა

    ვისაუბრეთ  ახალი სასწავლო წლის ამოცანებზე. წლის მანძილზე დაგეგმილი აქტივობების შესახებ (შემეცნებითი, ესთეტიკური, ექსკურსია). საორგანიზაციო საკითხებზე. გავამახვილეთ ყურადღება  მოსწავლეების  გაცდენებზე, დაგვიანებებზე, ფორმებზე.  ავირჩიეთ მშობელთა სათათბიროს წარმომადგენლები  (მაია  ღვინჯილია, გაიანე მაჩკალოვი, ციცო  ინაშვილი, ნანა კინწურაშვილი).