пятница, 18 октября 2013 г.

სადამრიგებლო საათი. თეატრში ...

მიზანი:
ქართული კლასიკური ნაწარმოიბის სცენური  ვარიანტის ნახვა, მოსწავლეების  შემეცნებით და კულტურულ განვითარებას. გაიაზრონ ხელოვნების როლ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და  შინაგანი სამყაროს განვითარებაში.


 
ანგარიში სადამრიგებლო საათის  ჩატარების შესახებ




                     სადამრიგებლო      საათის      ანგარიში
 თეატრი  ჩვენს ცხოვრებაში.  სტუმრად  ნოდარ დუმბაძის სახელობის  მოზარდ მაყურებელთა თეატრში           
 ჩატარების თარიღი : 18.10.2013
სკოლა : ქ.თბილისის №76  საჯარო სკოლა             კლასი:VII

მიზანი: ქართული კლასიკური ნაწარმოიბის სცენური  ვარიანტის ნახვა, მოსწავლეების  შემეცნებით და კულტურულ განვითარებას. გაიაზრონ ხელოვნების როლ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და  შინაგანი სამყაროს განვითარებაში.

რეზიუმე: 18 ოქტომბერს  7 კლასი  მოსწავლეები  მშობლებთან  ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ   ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ  მაყურებელთა  თეატრში. ბავშვებმა  ნახეს   სპექტაკლკუკარაჩა. მასში ასახულია ომამდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთი პატარა ეზოს ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კარგი, ისე უსიამოვნო დღეების ქრონიკა. ამ ვიზიტის მეშვეობით  მოსწავლეებმა  ცოცხალი ხელოვნება აღმოაჩინეს, ნოდარ  დუმბაძის  უნიკალურობა, მსახიობების ბრწყინვალე შესრულება, თბილისელების მრავალფეროვანი  ცხოვრება. სპექტაკლის  შემდეგ  დაათვალიერეს  თბილისის  ულამაზესი  ქუჩები, იმოგზაურეს  რიყის  საბაგიროთ,  დაათვალიერეს ღამის თბილისი, განათებული ქუჩები, უნიკალური  ძეგლები. ამან ხელი შეუწყო ბავშვების  შემეცნებით,  კულტურულ  და  პიროვნულ   განვითარებას.
მომდევნო  სადამრიგებლო საათზე, რომელიც  ჩატარდა  22 ოქტომბერს  მოვაწყეთ დისკუსია. მოსწავლეები სპექტქკლის ნახვამდე გაეცნენ სადისკუსიო საკითხებს. ბავშვებმა ისაუბრეს  და  იმსჯელეს თეატრზე, მის დანიშნულებაზე, ნოდარ დუმბაძის  გაცოცხლებულ გმირებზე. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი აზრი სპექტაკლზე,  დეკორაციებზე, ცნობილ მსახიობებზე, დაუკავშირეს  თანამედროვე თბილისს, მოახდინეს შედარებები.ამან  ხელი შეუწყო მოსწავლეების  კრიტიკული  აზროვნების  განვითარებას.
  დისკუსიის  ბოლოს ბავშვებმა  გააფორმეს ფორმატის  ფურცელი , სადაც წერილობითი მესიჯის სახით  ერთმანეთს შთაბეჭდილებებგაუზიარეს.
  

P.S.  სადამრიგებლო  საათის  ბოლოს  ბავშვებმა   გამოხატეს  სურვილი კვლავ  ესტუმრნენ  თეატრს და  ნახონ  მათთვის უკვე  ცნობილი საზღვარგარეთის  ლიტერატურილი  ნაწარმოების სცენური  ვერსია.

Комментариев нет:

Отправить комментарий