четверг, 3 марта 2016 г.

"ყველაზე წიგნიერი"- ესეების კონკურსი

თიკო ქისიშვილი, მე-9 კლასი, თბილისის N76 საჯარო სკოლა
ჯონ გრინის "ქაღალდის ქალაქებმა" საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა დღევანდელ საზოგადოებაში. ხალხში გამოიყო სხვადასხვა მოსაზრებები წიგნის შესახებ და თითქმის თითოეული მათგანი განსხვავებული იყო. აქედან გაიღვიძა ჩემში ამ წიგნის მიმართ ინტერესმა, რადგან მინდოდა გამეგო ავტორის მთავარი სათქმელი. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მივხვდი, რომ ადამიანი უფლის ისეთი ქმნილებაა, რომლისთვისაც სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს. ეს კარგად არის გამოხატული კვენტინის (ქიუს) პერსონაჟში. ყველაზე მკვეთრად კი მასში სიძლიერის ძალა გამოიხატება მაშინ, როდესაც ის დიდი დარტყმის შემდეგ მაინც წამოდგება, მწარე წარსულის მიუხედავად მაინც ზრუნავს და ფიქრობს მომავალზე. მყარად დგას და მხოლოდ წინ მიდის , ხოლო როდესაც მიაღწევს სრულფასოვან ცხოვრებას, ზუსტად მის შავ პერიოდზე გაეიცინება და ყველაზე ძლიერ გრძნობას მხოლოდ სიამაყეს იგრძნობს.
სიკვდილი სიცოცხლის განუყრელი ნაწილია. თითქოს ეს ორი მხარე ჭადრაკს თამაშობს ადამიანი კი მხოლოდ ფიგურების როლს წარმოადგენს. როგორც ფიგურები ასევე ადამიანებიც ამ ერთგვარ თამაშში ბეწვის ხიდზე არიან, საკმარისია ერთი არასწორი სვლა და შეიძლება ეს ხიდი ჩაინგრეს და ადამიანიც თან ჩაჰყვეს.
დიდი ნაკლია, რომ უმრავლესობას არ შეუძლია დღევანდელი დღით ცხოვრება. ცხოვრობს მომავლით. ვფიქრობ ქიუ არ უნდა გადაჰყოლოდა მარგოს ძებნას,რადგან მას წინ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ელოდა - გამოსაშვები საღამო. არ უნდა იხარჯებოდეს დღევანდელი დღის დრო მომავალზე ფიქრით. არ არის ცხოვრება ერთი დიდი იღბლის ხაზი რომელზეც გამართულად უნდა იარო, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ყველაფერი თავდაყირად წავიდეს.
ამ მოთხრობაში პირადად ჩემთვის ყველაზე თვალისაჩინო რაც იყო, ეს იყო მეგობრობა. სწორედ მეგობრობამ გადააჭარბა იმედსა და სიყვარულის გრძნობას. ქიუს გვერს უმშვენებდნენ ისეთი პიროვნებები რომლებსაც არ მიუტოვებიათ ის. ნებისმიერ სიძნელეებს ერთად ეგებებოდნენ და მზად იყვნენ ერთმანეთისთვის თავი გაეწირათ.
რაც შეეხება სიყვარულს , ქიუ მარგოს მიმართ განიცდიდა ჭეშმარიტ, მაგრამ ცალმხრივ სიყვარულს. ადამიანებს ერთი კარგი სარკე სჭირდებათ. ნებისმიერი ადამიანისთვის საოცრად რთულია დაგვანახოს რას განიცდის და ჩვენც ასევე გვიჭირს ჩვენი გრძნობები სხვას დავანახოთ.
წასვლა მანამდეა რთული სანამ წახვალ. თუმცა პირველ ნაბიჯს , რომ გადადგამ შემდეგ ამაზე მარტივი ქვეყნად აღარაფერია. აქედან გამომდინარე მარგო ძაფით დამაგრებულ ჰელიუმის ბუშტს ჰგავდა. იჭიმებოდა ეს ძაფი, იჭიმებოდა და ბოლოს გაწყდა, გაფრინდა , გაქრა.

Комментариев нет:

Отправить комментарий