среда, 24 февраля 2016 г.

სალომე ზაქარიაძის თხზულება

                              „დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!
         შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა.ალექსანდრე,რომელიც მხოლოდ 9 წლის იყო,უღიმღამოდ მიუყვებოდა ქუჩებს და თითქოს მისი პატარა გული და გონება მხოლოდ ერთი რამისკენ მიილტვოდა,ამოეხსნა მისი არსებისთვის ამოუხსნელი საიდუმლოება,რომელიც მას სულიერად ანადგურებდა.
   ალბათ,დამეთანხმებით,რომ ბავშვის ბუნება სხვანაირად არის მოწყობილი,მათი სათვალე უბრალოდ ფერადი და ჯადოსნურია,რომელიც გიბიძგებს,რომ ცხოვრების სასტიკი,დაუნდობელი მხარე ბნელ კუნჭულში სამუდამოდ გამოკეტო.მაგრამ,სამწუხაროდ,არის შემთხვევები,როდესაც ამ სათვალეს ფერადოვნებას თავად საზოგადოება აკარგვინებს.
ალექსანდრეს სკოლაში ერთი ყოყოჩი ბიჭი გიორგი სწავლობდა.უფროსკლასელმა თითქოს დანახვისთანავე აითვალწუნა პატარა და მისი,ასე რომ ვთქვათ,განადგურება განიზრახა.ბიჭს არა მხოლოდ ფიზიკურ,არამედ ფსიქოლოგიურ ზიანსაც აყენებდა.ალექსანდრე მის ყოველ დარტყმას,ბოროტ სიტყვას გულში მარხავდა და თან ამბობდა,რომ ადრე თუ გვიან ყველაფერს აზღვევინებდა.
მოვიდა ორშაბათი,ალექსანდრეს სიყვარული ამ დღისადმი სიძულვილმა ჩაანაცვლა.ის ყოველთვის ნატრობდა,რომ გზა,რომელსაც სკოლამდე მიჰყავდა უსასრულო,მიუწვდომელი და შორეული ყოფილიყო.
მიადგა მისთვის უკვე საზარელი სკოლის  ნაცრისფერ კარს,ფრთხილად ჩამოსწია სახელური და უნებურად თვალები დახუჭა,მოემზადა მოულოდნელი დარტყმისთვის.ასეთ პოზიციაში იდგა დაახლოებით 10  წუთი,სანამ ზარის ხმამ გონს არ მოიყვანა.ბიჭი გაოგნებული იყო,ვერ წარმოედგინა,რომ ოდესმე გათენდებოდა დღე გიორგის გარეშე,წამი როდესაც სკოლა მისთვის შიშის საგანს აღარ წარმოადგენდა.მის გულსა და გონებაში ორი გრძნობის ჭიდილი მიმდინარეობდა-სინანული,რომელიც უფროსკლასელის გაჭირვებით იყო გამოწვეული და ბედნიერება,რომელიც ჩიტივით გალობდა მის არსებაში.მაგრამ სიხარულმა გადაწონა სევდა,ამიტომაც კლასის ოთახამდე მიმავალ გზაზე უნებურად ღიღინს მოჰყვა.მაგრამ ადრე თუ გვიან ემოციები ყოველთვის მწყობრში დგება და გაძლევს ფიქრის საშუალებას.სწორედ ამ დროს გააანალიზა ალექსანდრემ ყველაფერი და გაუწყრა კიდეც საკუთარ თავს,რადაგანაც თავისი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ააგო.ამ ყველაფრის გამოსასწორებლად კი პატარამ იფიქრა,რომ საჭირო იყო გიორგის ამბავი საფუძვლიანად გაეგო.ამიტომაც გაკვეთილების დასრულებისთანავე ბიჭმა სასწრაფოდ მოიგდო ჩანთა ზურგზე და გაუდგა ბილიკს,რომელიც გიორგის სახლამდე მიდიოდა.გზაში ბიჭმა შეამჩნია,რომ  ქუჩა, რომელიც ხალხით იყო ხოლმე სავსე,დაცარიელებულიყო,თითქოს რაღაც საშინელებისთვის მზადდებოდა გარემო. ალექსანდრე ფიქრებიდან უცბათ საზარელმა,გულისწამღებმა ყვირილმა გამოარკვია.ბიჭს გულისცემა გაუხშირდა და გადაწყვიტა,რომ იქიდან გაქცეულიყო კიდეც, მაგრამ მისი შინაგანი ხმა რაღაც საინტერესოსა და ამოუცნობის ხილვას პირდებოდა.პატარამ ღრმად ჩაისუნთქა და ჩუმად მიეპარა ხმაურის ეპიცენტრს.თვალებს ვერ დაუჯერა,როდესაც ძირს დავარდნილი,დალურჯებული ეგდო მისი მოსისხლე მტერი გიორგი.ალექსანდრეს სურდა ვინმესთვის დაეძახა,ბოლო ხმაზე ეყვირა,ეტირა,ოღონდ ასეთ სიტუაციაში მარტო არ ყოფილიყო.მიუახლოვდა ბიჭს და შეამჩნია,რომ სიცოცლის რაღაც ნაწილი მკრთალად ბჟუტავდა მის არსებაში.დაიხარა და მთელი ძალით ჩაეხუტა, თითქოს სურდა,რომ მისი სულის ნაწილი მიეცა.გიორგიმ შეხებისთანავე სუსტად გაახილა თვალები,დაინახა პატარა ალექსანდრე,შეხედა და უბრალოდ გაიღიმა.ეს არ იყო ადამიანური ღიმილი. ეს იყო არაამქვეყნიური,ღვთაებრივი რამ,რისი აღწერა ადამიანს არ ძალუძს.მასში ყველაფერი იყო გამოხატული:სევდა,ტკივილი,მხუხარება,მაგრამ რაც მთავარია მასში თითქოს აღდგა ხიდი, რომელიც საზოგადოებასთან აკავშირებდა და სრულფასოვანს ხდიდა.
     ამბავი კი ასეთია.გიორგის დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მასთან ერთად მისი ოჯახის ბედნიერებაც გაქრა.მამამისი გალოთდა და ბოლოს იმ ზომამდეც კი მივიდა,რომ საკუთარი შვილის ცემა დაიწყო.აგრესიამ კი შექმნა ბოროტი და დაუნდობელი გიორგი,რომელიც მამის მაგალითს მისდევდა და პატარა ბავშვებზე ძალადობდა.მაგრამ გიორგიმ სიყვარულის მეშვეობით დაგმო ძალადობა,რომლის შემჩნევისთანავე გული მწუხარებით ევსება.მიდის უამრავ მოძალადესთან და უყვება თავის ისტორიას.შედეგი მართლაც რომ გასაოცარია,რადგან სკოლაში უამრავი ბავშვი,რომლებიც ამ სისასტიკის მსხვერპლნი იყვნენ,დღეს სიხარულით ელოდებიან დროს, როცა მეგობრებთან ერთად სკოლის გზას გაუყვებიან.


Комментариев нет:

Отправить комментарий