пятница, 4 апреля 2014 г.

რუსთაველის თეატრში...

30 მარტს  ჩვენი კლასი სტუმრად იმყოფებოდა   შოთა რუსთაველის  სახელობის დრამატულ  თეატრში. ბავშვები დაესწრნენ მარკ  ტვენის "უფლისწული  და  მათხოვარის"  მიხედვით რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის კონტექსტშია გააზრებული.


სადამრიგებლო საათის ანგარიში იხილეთ ქვემოთ.




                            სადამრიგებლო      საათის      ანგარიში
 თეატრი  ჩვენს ცხოვრებაში.  სტუმრად  რუსთაველის თეატრში            
       ჩატარების თარიღი : 30.04.2014
სკოლა : ქ.თბილისის №76 საჯარო სკოლა                კლასი:VII
მიზანი: ვაზიაროთ ბავშვები  თეატრალურ ხელოვნებას, მოსწავლეების  შემაცნებით და კულტურულ განვითარებას. გაიაზრონ ხელოვნების როლ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და  შინაგანი სამყაროს განვითარებაში.

რეზიუმე: 30 მარტს  7 კლასი სტუმრად იმყოფებოდა   შოთა რუსთაველის  სახელობის დრამატულ  თეატრში. ბავშვები დაესწრნენ მარკ  ტვენის "უფლისწული  და  მათხოვარისმიხედვით რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის კონტექსტში იყო  გააზრებული. ამ ვიზიტის მეშვეობით მოსწავლეებმა ცოცხალი ხელოვნება აღმოაჩინეს.
          სადამრიგებლო საათზე მოვაწყვეთ დისკუსია. მოსწავლეები სპექტქკლის ნახვამდე გაეცნენ სადისკუსიო საკითხებს. ბავშვებმა ისაუბრეს  და  იმსჯელეს თეატრზე, მის დანიშნულებაზე, მარკ ტვენის გაცოცხლებულ გმირებზე. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი აზრი სპექტაკლზე, დეკორაციებზე, ცნობილ მსახიობებზე. გაიხსენეს  ნანახი სპექტაკლები:“კუკარაჩა“(ნ.დუმბაძის სახ.მოზარდ მაყულებელთა თეატრი),“კაცია ადამიანი?!“(შოთა რუსთაველის  სახელობის დრამატულ  თეატრი) და დაადგინეს, რომ თეატრი ეს საოცარი  სამყეროა, რომელიც ეხმარება ადამიანს პიროვნების ჩამოყალიბებაში და  შინაგანი სამყაროს განვითარებაში.
       დისკუსიის  ბოლოს ბავშვებმა  შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც წერილობითი მესიჯის სახით  ერთმანეთს შთაბეჭდილებებგაუზიარეს.  

 




P.S. ბავშვებმა  გამოხატეს სურვილი კვლავ  ეზიარონ თეატრს და მოაწყონ კიდევ  ერთი  სულიერი დღესასწაული.
       

1 комментарий: