понедельник, 19 мая 2014 г.

ექსკურსია: მწვანე მონასტერი, ტიმოთეს უბანი. ბორჯომის ხეობა...

8 ივნისი... ჩატარდა სასწავლო ექსკურსია: ბორჯომი, ტიმოთეს უბანი,მწვანე მონასტერი. ძალიან საინტერესო და შემეცნებითად  დატვირთული  ექსკურსია  გამოვიდა. მოვინახულეთ  და  დავათვალიერეთ ისტორიული და რელიგიურ-კულტურული ნაგებობები. კიდევ ერთხელ შევეხეთ ჩვენი ერის საგანძურს...








суббота, 26 апреля 2014 г.

მშობელთათვის...


                   10 რჩევა მშობელთათვის-ანტუან ეგზიუპერი
1. ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთი იქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

2.
ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვის გაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთ შვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და .. ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.

3.
თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროს გადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.

4.
მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარი ძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთი შეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლები გამოცდილება აქვს.

5.
არ დაამციროთ!

суббота, 5 апреля 2014 г.

შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში

30 მარტს  მოვაწყეთ სასწავლო ექსკურსია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში,რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა დაინტერესება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით.მუზეუმში მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნიკალური ნივთები, ხელით ნაქსოვი ფარდაგები, საუკუნოვანი ჭურჭელი და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ოქროს ფონდმა, სადაც ინახება მეფეთა სამკაულები, ნივთები, სხვადასხვა საუკუნეში შესრულებული ხატები და ჯვრები.





კლასის ხელმძღვანელის  ანგარიში

пятница, 4 апреля 2014 г.

რუსთაველის თეატრში...

30 მარტს  ჩვენი კლასი სტუმრად იმყოფებოდა   შოთა რუსთაველის  სახელობის დრამატულ  თეატრში. ბავშვები დაესწრნენ მარკ  ტვენის "უფლისწული  და  მათხოვარის"  მიხედვით რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ჩვენი თანამედროვეობის კონტექსტშია გააზრებული.


სადამრიგებლო საათის ანგარიში იხილეთ ქვემოთ.

воскресенье, 23 марта 2014 г.

მარკ ტვენი - "ამერიკული ლიტერატურის მამა"


 
დაიბადა : 30.11.1835 წ
გარდაიცვალა : 21.04.1910 წ
სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი -  21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის სახელით - ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა ნაწარმოებმა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები" და "ტომ სოიერის თავგადასავლები". თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელ სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან. იგი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს "ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა.

 უფლისწული და მათხოვარი( დააკლიკე  და  წაიკითხე)

 ბავშვებო, ეს ნაწარმოები ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული.მალე ვნახავთ თეატრალურ  ვერსიას. მოემზადეთ დისკუსიისთვის.
წიგნის აღწერა:
რომანის მოქმედება 1547 წელს ხდება და ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წრის წარმომადგენელი, მაგრამ გარეგნულად იდენტური ბიჭის ამბავს მოგვითხრობს: ქუჩის მაწანწალა ტომკენტი და ინგლისის უფლისწული, ჰენრი VIII-ის ვაჟი – ედუარდი (მომავალში ინგლისის მეფე ედუარდ მეექვსე) შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს; ტყუპებივით მსგავსი ბიჭები ტანისამოსს გაცვლიან და ამის შემდეგ უამრავი საინტერესო და სახიფათო თავგადასავალი გადახდებათ თავს.
მარკ ტვენის გამონათქვამები:

-არაფერი არსებობს ისეთი, რაც დღეს ვერ მოხდება.

-სიბრაზე მჟავას ჰგავს, რომელსაც ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი ზარალის მოყენება შეუძლია.

-ჯობია ჩუმად იყო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ილაპარაკო და მათ შენზე დადებითი წარმოდგენა დააკარგვინო.

-სიკეთე ის ენაა, რომელიც ყრუებს ესმით და რომელსაც ბრმები ხედავენ.

-თუ სიმართლეს იტყვი, ტყუილების დამახსოვრებაზე დრო აღარ დაგეხარჯება.

-ნამდვილი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი-ესაა იდეალური ცხოვრება!!!

-სიმამაცე შიშის უარყოფაა და არა შიშის არარსებობა.

-ცნობები ჩემი სიკვდილის შესახებ მეტად გაზვიადებული იყო.

-ადამიანი არასდროსაა იმაზე გულწრფელი ვიდრე მაშინ, როდესაც ის საკუთარ ტავს მატყუარად მოიხსენიებს.



суббота, 22 марта 2014 г.

სტუმრად რუსთაველის თეატრში

  ბავშვებო, 30 მარტს ვესტუმრებით რუსთაველის თეატრს

ვიკრიბებით   სკოლის  ეზოში 12.00
  მარკ ტვენი

" უფლისწული და მათხოვარი "

  ერთ მოქმედებად  სცენური ვერსია რობერტ სტურუასი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძისა და ნინო კანტიძის

четверг, 13 марта 2014 г.

სცენაზე გაცოცხლებული ნახატები...

პროექტი"სცენაზე  გაცოცხლებული  ნახატები"...დღეს  გაკვეთილზე ჩატარდა ამ პროექტის  პრეზენტაცია.მოსწავლეებმა  მაქსიმალურად თავისუფლად გამოხატეს  საკუთარი იდეები...როლურ თამაშებმა გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელი უწყო მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა:
·ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება;
·კრეატიულობა;




среда, 12 марта 2014 г.

ბავშვებო,ეს საინტერესოა...

    იცით  თუ  არა  რომ?-
1.SOS შეტყობინება ნიშნავს “Save Our Souls” – რაც ნიშნავს: “გადაარჩინეთ ჩვენი სულები”
 2. საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ.
3. ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
4. ერთ წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს.
5. ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთი ხელით წერა და მეორე ხელით ხატვა ერთდროულად.
6. თუ აქლემს წყურვილი კლავს,მას შეუძლია 15 წუთის განმავლობაში 200 ლ. წყლის დალევა.
7. გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა.
8. ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.
9. მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში.
10. საშუალო ზომის აიზბერგის წონა შეადგენს 20,000,000 ტონას.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

მივდივართ "ბენუარ ლაუნჯში"

შაბათს 7დეკემბერს "ბენუარ ლაუნჯში"  იმართება შემეცნებით - გასართობი ღონისღიება. მოსწავლეებს,მშობლებსა და პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ არაფორმალურ ვითარებაში შეხვდნენ და უკეთ გაეცნონ ერთმანეთს, გაერთონ და სასიამოვნოდ გაატარონ დრო.            ვიკრიბებით  სკოლის  ეზოში 13.00.  ბავშვებო,არ  დაიგვიანოთ!

пятница, 18 октября 2013 г.

სადამრიგებლო საათი. თეატრში ...

მიზანი:
ქართული კლასიკური ნაწარმოიბის სცენური  ვარიანტის ნახვა, მოსწავლეების  შემეცნებით და კულტურულ განვითარებას. გაიაზრონ ხელოვნების როლ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და  შინაგანი სამყაროს განვითარებაში.


 
ანგარიში სადამრიგებლო საათის  ჩატარების შესახებ

четверг, 17 октября 2013 г.

მოზარდმაყურებელთა თეატრში

მივდივართ  18 ოქტომბერს. ვიკრიბებით  გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში  14.00  ბავშვებო,არ დაიგვიანოთ. ვნახავთ  ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩას".

კუკარაჩა

სპექტაკლი “კუკარაჩა” არის ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სცენური ვარიანტი. მასში ასახულია ომამდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთი პატარა ეზოს ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კარგი, ისე უსიამოვნო დღეების ქრონიკა. სპექტაკლის მთავარი გმირი - გიორგი თუშურაშვილი, მეტსახელად კუკარაჩა, მილიციელია. იგი თვლის, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ახალგაზრა ქალი ინგა, რომელსაც თავის საყვარლად გაიხდის ქურდი და მორფინისტი მურტალო, უნდა გადაარჩინოს. კუკარაჩა და ინგა ერთმანეთს შეიყვარებენ, მაგრამ ეჭვიანობით შეპყრობილი მურტალო ჰკლავს ვაჟს, მეორე დღეს კი ომი იწყება და ეს სევდიანი ისტორია თითქოს ავიწყდება ყველას. “კუკარაჩა” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მოთხრობაა ქართულ პროზაულ ლიტერატურაში.(http://mozardi.ge)


რეჟისორი — შალვა გაწერელია    
მხატვარი — აივენგო ჭელიძე