среда, 24 февраля 2016 г.

სალომე ზაქარიაძის თხზულება

                              „დაარღვიე სიჩუმე-არა ძალადობას!
         შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა.ალექსანდრე,რომელიც მხოლოდ 9 წლის იყო,უღიმღამოდ მიუყვებოდა ქუჩებს და თითქოს მისი პატარა გული და გონება მხოლოდ ერთი რამისკენ მიილტვოდა,ამოეხსნა მისი არსებისთვის ამოუხსნელი საიდუმლოება,რომელიც მას სულიერად ანადგურებდა.
   ალბათ,დამეთანხმებით,რომ ბავშვის ბუნება სხვანაირად არის მოწყობილი,მათი სათვალე უბრალოდ ფერადი და ჯადოსნურია,რომელიც გიბიძგებს,რომ ცხოვრების სასტიკი,დაუნდობელი მხარე ბნელ კუნჭულში სამუდამოდ გამოკეტო.მაგრამ,სამწუხაროდ,არის შემთხვევები,როდესაც ამ სათვალეს ფერადოვნებას თავად საზოგადოება აკარგვინებს.

четверг, 18 февраля 2016 г.

სტუმრად მუსიკისა და დრამის თეატრში

   მოსწავლეთა შემეცნებითი და კულტურული განვითარების მიზნით ვეწვიეთ მუსიკისა და დრამის თეატრს, ვნახეთ სპექტაკლი "გაყრა". ამ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები. ორიგიმალური სპექტაკლით ყველა იყო მოხიბლული და კმაყოფილი.




четверг, 11 февраля 2016 г.

"მომავლის თაობა"...შემაჯამებელი ღონისძიება

    2016წლის 22იანვარს , თბილისში "დიდუბე პალაზის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" თბილისის რეგიონის პარტნიორი სკოლების სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება. თბილისის პერტნიორი სკოლების 9-10 კლასის მოსწავლეებმა წერმოადგინეს საკლასო მცირე გრანტის პროექტები.  ამ ღონისძიებაზე  ჩვენი კლასის  მასწავლეები გამოვიდნენ პრეზენტაციით  და საქმიანობის ამსახველი ფოტომასალით.

პროგრამა "მომავლის თაობა"

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო  სამოქალაქო განათლების პროგრამაში, მოსწავლეებმა აირჩიეს თემა და იმუშავეს პროექტზე"ჯანსაღი ცხოვრების წესი". პროექტის ფარგლებში ჩაატარეს მხიარული სტარტები, სადაც მონაწილეობა მიიღეს მეხოთეკლასელებმა. ჩვენი მთავარი მიზანია: შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალმა თაობამ იზრუნოს ჯანმრთელობაზე და იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით.

დასკვნით ღონისძიებისთვის კლასმა შექმნა კედლის გაზეთი

 
გადადით ლინკზე https://www.facebook.com/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-1114544155231130/?fref=ts

среда, 10 февраля 2016 г.

პროექტი "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე"

2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში გამოცხადდა ბლოგების კონკურსი "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე".ჩვენი კლასის მოსწავლეები გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე და თინათინ ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროექტში.მოიძიეს ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობისა და წარმოშობის შესახებ. ჩაატარეს გამოკითხვა სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლებში. საბოლოო შედეგი კი არც ასე სახარბიელო აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მათ ჩაატარეს კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მანდატურები, ექიმი, ფსიქოლოგი და მოსწავლეები. შექმნეს და გაავრცელეს ბუკლეტები, შექმნეს ვიდეო-რგოლი და გამოაქვეყნეს ინტერნეტ-სივრცეში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი.
    გადადით ბლუმზე   და შეაფასეთ ბლოგი http://tambaqo76.blogspot.com/

понедельник, 29 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგნიერი". გამარჯვება...დაჯილდოვება

გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს მიერ ჩატარბულ პროექტში"ყველაზე წიგნიერი" ჩვენი კლასის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". დაჯილდოვება ჩატარდა მთაწმინდის პარკის ამფითეატრში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა  ვაუჩერი  და  სერტიფიკატები.


2015 წლის ყველაზე წიგნიერი გუნდი "ჰარმონია". გუნდის წევრები:

  •  სალომე ზაქარიაძე 
  • გვანცა აფაქიძე 
  • ლინა აჯოიანი
  • თამარ ინაშვილი 
  • თინათინ ივანიშვილი 
  • მარიამ სეფიაშვილი

понедельник, 22 июня 2015 г.

ექსკურსია ქუთაისში

 ჩატარების თარიღი: 17.06.15
 მიზანი: მოსწავლეების კულტურული და ესთეტიკური განვითარება, თვალსაწიერის გაფართოება, თამამშრომლობა.
ექსკურსიის მნიშვნელობა: ექსკურსია საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულებების მატარებელია. ექსკურსია იყო წინასწარ დაგეგმილი და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩაბმული წინასაექსკურსიო მზადებაში. ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისათვის,  რადგან მათ მოინახულეს ღირსშესანიშნავი ადგილაბი და გაეცვნენ საკუთარი ერის კულტურას.

  პრომეთეს მღვიმეში  გვანცა აფაქიძის მიერ გადაღებული და დამუშავებული ფოტოები.


"პრომეთეს მღვიმე" გვანცას გადაღებული ფოტოები
ექსკურსია 8-ბ კლასი 76-ე საჯარო სკოლა
Posted by Xatuna Karkarashvili on 22 Июнь 2015 г.

понедельник, 15 июня 2015 г.

პროექტი "ყველაზე წიგმიერი". ფინალი

"ბაკურ სულაკაურის"  გამომცემლობის მიერ ჩატარებლი პროექტის "ყველაზე წიგნიერის" ფინალი ჩატარდა 12.06.15. ჩვენი კლასის გუნდი გულმოდგინეთ და მონდომებით ემზადებოდა ფინალისთვის. კონკურსში მოსწავლეებმა გამოავლინეს ქართული და საზღვარგარეთ ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

вторник, 26 мая 2015 г.

"ყველაზე წიგნიერი გუნდი"

 ჩვენი კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერვთნენ  გამომცემლობა "ბაკურ სულაკაური"-ს  პროექტში "ყველაზე წიგნიერი გუნდი". კონკურსში  მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლის გუნდები.
                  ჩვენი კლასის გოგონებმა  წარმატებით გაიარეს პირველი ტური, გადავიდნენ შემდეგ ტურში  და  "ყველაზე წიგნიერი გუნდი"-ს წოდების მოსაპოვებლად აგრძელებენ ბრძოლას, გოგონებო, გისურვებთ ფინალში გამარჯვებას, წარმატებები...
       

 



  

четверг, 23 апреля 2015 г.

მაკულატურის შეგროვება და ჩვენი კლასის გამარჯვება

   ჩვენმა სკოლამ განახორციელა ინიციატივა "სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა".
   ინიციატივის ფარგლებში, კლასებს შორის მოეწყო შეჯიბრი მაკულატურის შეგროვებაზე. მოსწავლეთა დიდი ძალისხმევით შეგროვდა 1200 კილოგრამზე მეტი მაკულატურა, რომელიც ამა წლის 2 აპრილს გადაიცვალა წიგნებში. 
   ჩვენი კლასი აქტიურად ჩაერთო ამ ღონისძიებაში, მაკლატურის შეგროვებაში  აიღო პირველი ადგილი. სკოლის დირექტორმა ნათია სებისკვერაძემ დააჯილდოვა კლასი სიგელით და სამახსოვრო პრიზებით. ბავშვებო, გილოცავთ გამარჯვებას...


 

понедельник, 30 марта 2015 г.

მოზარდმაყურებელთა თეატრში

პროექტის "ვესტუმროდ თეატრებს" ფარგლებში ვეწვიეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სცენა, საგრიმიორო, კულისები, რადისტის (ხმის რეჟისორი) და გამნათებლის ოთახები; აგრეთვე დეკორაცია და თეატრალური კოსტიუმები. სკოლის მოსწავლეები გაეცნენ თეატრის არქივს და ისტორიას. შემდეგ ნახეს სპექტაკლი "რომეო და ჯულიეტა".

воскресенье, 29 марта 2015 г.

კონკურსი "რა ვიცით ჩინეთის შესახებ"

 ვულოცავთ ჩვენი სკოლის 22 ფინალისტს კონკურსში "რა ვიცით ჩინეთის შესახებ"გამარჯვებას!
კონკურსის "რა ვიცით ჩინეთის შესახებ" გამარჯვებულთა შორის არიან ჩვენი კლასის მოსწავლეები:
აფაქიძე გვანცა
ზაქარიაძე სალომე
თამარ  ინაშვილი
თინათინ ივანიშვილი
ბავშვებო, გისურვებთ წარმატებებს...ვამაყობ თქვენით...
      სკოლის დირექტორი ნათია სებისკვერაძე გამარჯვებულ მოსწავლეებთან ერთად.