вторник, 6 ноября 2012 г.

საქართველოს ეროვნული გალერეა

          ბავშვებო,ამ კვირას მივდივართ საქართველოს ეროვნულ  გალერეაში.
 ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება. 
დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ  დროებითი ექსპოზიცია "ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები, XX საუკუნის I ნახევარი".

суббота, 3 ноября 2012 г.

სადამრიგებლო საათი

სადამრიგებლო საათზე ვისაუბრეთ თემაზე: რა მოლოდინები აქვთ მოსწავლეებს  ახალ  2012-2013 სასწავლო წელს?
 მოსწავლეებმა იმსჯელეს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე.აღნიშნეს,რომ სწავლაში უნდა იყვნენ წარმატებულნი.შექმნეს   მოლოდინის ხე
მოსწავლეები აქტიურად  ჩაებნენ ჯგუფურ მუშაობაში,შეიმუშავეს საკლასო  წესები...