пятница, 18 октября 2013 г.

სადამრიგებლო საათი. თეატრში ...

მიზანი:
ქართული კლასიკური ნაწარმოიბის სცენური  ვარიანტის ნახვა, მოსწავლეების  შემეცნებით და კულტურულ განვითარებას. გაიაზრონ ხელოვნების როლ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში და  შინაგანი სამყაროს განვითარებაში.


 
ანგარიში სადამრიგებლო საათის  ჩატარების შესახებ

четверг, 17 октября 2013 г.

მოზარდმაყურებელთა თეატრში

მივდივართ  18 ოქტომბერს. ვიკრიბებით  გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში  14.00  ბავშვებო,არ დაიგვიანოთ. ვნახავთ  ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩას".

კუკარაჩა

სპექტაკლი “კუკარაჩა” არის ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სცენური ვარიანტი. მასში ასახულია ომამდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთი პატარა ეზოს ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კარგი, ისე უსიამოვნო დღეების ქრონიკა. სპექტაკლის მთავარი გმირი - გიორგი თუშურაშვილი, მეტსახელად კუკარაჩა, მილიციელია. იგი თვლის, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ახალგაზრა ქალი ინგა, რომელსაც თავის საყვარლად გაიხდის ქურდი და მორფინისტი მურტალო, უნდა გადაარჩინოს. კუკარაჩა და ინგა ერთმანეთს შეიყვარებენ, მაგრამ ეჭვიანობით შეპყრობილი მურტალო ჰკლავს ვაჟს, მეორე დღეს კი ომი იწყება და ეს სევდიანი ისტორია თითქოს ავიწყდება ყველას. “კუკარაჩა” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მოთხრობაა ქართულ პროზაულ ლიტერატურაში.(http://mozardi.ge)


რეჟისორი — შალვა გაწერელია    
მხატვარი — აივენგო ჭელიძე





 

среда, 16 октября 2013 г.

მივდივართ ხელოვნების მუზეუმში

ბავშვებო,უნდა იცოდეთ რომ
მუზეუმის შენობა პუშკინის ქუჩის თავში მდებარეობს და მთავარი ფასადი თავისუფლების მოედნისკენაა მიმართული. ნაგებობა ქართველ მეცენატსა და მეწარმეს იაკობ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო 1840-იანი წლებიდან მასში მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია ამოქმედდა. 1952 წლიდან შენობაში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი განთავსდა. შენობის ავტორია იტალიელი არქიტექტორი ჯუზეპე ბერნარდაჩი. ნახევარწრიულ თაღედს დაყრდნობილი, გიგანტური ორდერით მორთული პორტიკით შემკული ნაგებობა გვიანი კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თბილისში. ისტორიკოსების ცნობით გვიანშუასაუკუნეებში შენობის ადგილას ლევან მეფის დიდი 80 ოთახიანი ქარვასლა იდგა, რომელიც 1724 წლის შემოსევისას დაიწვა.
მუზეუმის კოლექციის ოქროს ფონდში დაცულია ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: შუა საუკუნეების დროინდელი ხატები, მათ შორის სასწაულმომქმედი ანჩისხატი და თამარის ეპოქის შედევრი ხახულის კარედი. უმდიდრესია მუზეუმში დაცული ტიხრული მინანქრის კოლექცია. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ქართველ მხატვართა დაზგური ფერწერისა და კამერული ქანდაკების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს. მათ შორის XX საუკუნის დასაწყისის გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნაწარმოებთა ყველაზე სრულყოფილ კოლექციას. მუზეუმი ასევე მდიდარია დასავლეთ ევროპისა ხელოვნების ნიმუშებით. მათ შორისაა რენესანსის პერიოდის მხატვრის ლუკას  კრანახის ფერწერული ტილო. მუზეუმის აღმოსავლური კოლექცია მდიდარია უნიკალური ხალიჩებითა და ნაქარგობით.