07.12.13 ბენუარ ლაუნჯში
суббота, 7 декабря 2013 г.
воскресенье, 1 декабря 2013 г.
მივდივართ "ბენუარ ლაუნჯში"
შაბათს 7დეკემბერს "ბენუარ ლაუნჯში" იმართება შემეცნებით - გასართობი ღონისღიება. მოსწავლეებს,მშობლებსა და პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ არაფორმალურ
ვითარებაში შეხვდნენ და უკეთ გაეცნონ ერთმანეთს, გაერთონ და სასიამოვნოდ
გაატარონ დრო. ვიკრიბებით სკოლის ეზოში 13.00. ბავშვებო,არ დაიგვიანოთ!
пятница, 18 октября 2013 г.
четверг, 17 октября 2013 г.
მოზარდმაყურებელთა თეატრში
მივდივართ 18 ოქტომბერს. ვიკრიბებით გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში 14.00 ბავშვებო,არ დაიგვიანოთ. ვნახავთ ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩას".
რეჟისორი — შალვა გაწერელია
მხატვარი — აივენგო ჭელიძე
კუკარაჩა
სპექტაკლი “კუკარაჩა” არის ცნობილი მწერლის ნოდარ დუმბაძის მოთხრობის სცენური ვარიანტი. მასში ასახულია ომამდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, ერთი პატარა ეზოს ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კარგი, ისე უსიამოვნო დღეების ქრონიკა. სპექტაკლის მთავარი გმირი - გიორგი თუშურაშვილი, მეტსახელად კუკარაჩა, მილიციელია. იგი თვლის, რომ გასაჭირში ჩავარდნილი ახალგაზრა ქალი ინგა, რომელსაც თავის საყვარლად გაიხდის ქურდი და მორფინისტი მურტალო, უნდა გადაარჩინოს. კუკარაჩა და ინგა ერთმანეთს შეიყვარებენ, მაგრამ ეჭვიანობით შეპყრობილი მურტალო ჰკლავს ვაჟს, მეორე დღეს კი ომი იწყება და ეს სევდიანი ისტორია თითქოს ავიწყდება ყველას. “კუკარაჩა” ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარული მოთხრობაა ქართულ პროზაულ ლიტერატურაში.(http://mozardi.ge)რეჟისორი — შალვა გაწერელია
მხატვარი — აივენგო ჭელიძე
среда, 16 октября 2013 г.
მივდივართ ხელოვნების მუზეუმში
ბავშვებო,უნდა იცოდეთ რომ
მუზეუმის შენობა პუშკინის ქუჩის თავში მდებარეობს და მთავარი ფასადი თავისუფლების მოედნისკენაა მიმართული. ნაგებობა ქართველ მეცენატსა და მეწარმეს იაკობ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა, ხოლო 1840-იანი წლებიდან მასში მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია ამოქმედდა. 1952 წლიდან შენობაში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი განთავსდა. შენობის ავტორია იტალიელი არქიტექტორი ჯუზეპე ბერნარდაჩი. ნახევარწრიულ თაღედს დაყრდნობილი, გიგანტური ორდერით მორთული პორტიკით შემკული ნაგებობა გვიანი კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლია თბილისში. ისტორიკოსების ცნობით გვიანშუასაუკუნეებში შენობის ადგილას ლევან მეფის დიდი 80 ოთახიანი ქარვასლა იდგა, რომელიც 1724 წლის შემოსევისას დაიწვა.
მუზეუმის კოლექციის ოქროს ფონდში დაცულია ქართული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები: შუა საუკუნეების დროინდელი ხატები, მათ შორის სასწაულმომქმედი ანჩისხატი და თამარის ეპოქის შედევრი ხახულის კარედი. უმდიდრესია მუზეუმში დაცული ტიხრული მინანქრის კოლექცია. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ქართველ მხატვართა დაზგური ფერწერისა და კამერული ქანდაკების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს. მათ შორის XX საუკუნის დასაწყისის გენიალური ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნაწარმოებთა ყველაზე სრულყოფილ კოლექციას. მუზეუმი ასევე მდიდარია დასავლეთ ევროპისა ხელოვნების ნიმუშებით. მათ შორისაა რენესანსის პერიოდის მხატვრის ლუკას კრანახის ფერწერული ტილო. მუზეუმის აღმოსავლური კოლექცია მდიდარია უნიკალური ხალიჩებითა და ნაქარგობით.

понедельник, 30 сентября 2013 г.
იცით თუ არა?
* ერთი ხე წელიწადში იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს, რამდენსაც გამოყოფს ავტომობილი რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლისას.
* ერთი ხე წელიწადში გამოყოფს 120 კილოგრამ ჟანგბადს, რაც საკმარისია წლის განმავლობაში სამი ადამიანის ნორმალური სუნთქვისთვის.
* ხეები საკვების 10%-ს ნიადაგიდან იღებენ, დანარჩენს კი ატმოსფეროდან.
* საშუალო ზომის ხისგან შესაძლებელია 170 ათასი ფანქრის დამზადება.
* მეხი ყველაზე ხშირად ეცემა მუხას, ფიჭვსა და ნაძვს, თითქმის არასოდეს - თხილს და ალვის ხეს.
დეკორატიული ხე ბონსაი, ჩინური ბუნების საოცრება.
|
воскресенье, 29 сентября 2013 г.
понедельник, 15 июля 2013 г.
среда, 10 июля 2013 г.
вторник, 4 июня 2013 г.
воскресенье, 2 июня 2013 г.
ექსკურსია უფლისციხეში
მიზანი: კულტურული
მემკვიდრეობის გაცნობა. მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის და საკუთარ
ნამუშევართა გადმოცემის უნარის განვითარება.
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა უფლისციხის ხუროთმოძღვრულმა კომპლექსმა–ანტიკურმა ქალაქმა, რომელიც კლდეშია ნაკვეთი. მოსწავლეებმა დაათვალიერეს დარბაზები, მიწისქვეშა თონეები, უძველესი აფთიაქი, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და ა. შ.მოსწავლეები მოიხიბლნენ ჯვარგუმბათოვანი ტაძრის ატენის სიონის სიდიადით, ტაძრის კედლებზე შემორჩენილი სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული წარწერითა და მინაწერით.

ყველაზე მეტად ბავშვები პიკნიკსა და წუწაობას ელოდებოდნენ.მოსწავლეებმა დიდად ისიამოვნეს ამ გასვლითი ღონისძიებით და ხელოვნების გაკვეთილისთვის მოამზადეს ფოტოხელოვნების ნიმუშები...
четверг, 30 мая 2013 г.
ვემზადებით ექსკურსიისთვის
ახლოვდება ზაფხული და კიდევ ერთი საინტერესო ექსკურსიის მოლოდინში არიან ბავშვები...
კვირას 2 ივნისს მოსწავლეები მშობლებთან ერთად გაემგზავრებიან სასკოლო ექსკურსიაზე უფლისციხეში...
მიზანი: კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის და საკუთარ ნამუშევართა გადმოცემის უნარის განვითარება.
მშობელთა კრებაზე მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები...

среда, 29 мая 2013 г.
ჩვენი ერის საგანძური
უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.
წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).
საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.
სამთავისის ტაძარი
ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი - მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.
ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
http://ka.wikipedia.org/

გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს,ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472
წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI
საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი. ამ ტაძრის
შესახებ წერილობით წყაროებში მნიშვნელოვანი ცნობა არ არის შემონახული. იგი
მხოლოდ გვიანდელი ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. სამთავისის
ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის
კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი
სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა,
ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წლს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III–ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეშიძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ფეოდალების ამილახვრების აღზევების შემდეგშესაძლებელი გახდა ტაძრის ”მეორედ” აშენება-განახლება. ტაძრის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერების თანახმად ძეგლი მეორედ აუშენებიათ გაიანე და სიაოშ ამილახვრებს; გაიანე ქართლ-იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის დაა, ამირინდო ზევდგენიძე-ამილახვრის მეუღლე, სიაოში - მათი ვაჟიშვილი. თავიდან აშენდა ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი, სადაც ჩატანებულია სამშენებლო წარწერა. ტაძრის ინტერიერში, აფსიდის კონქსა და გუმბათქვეშა აღმოსავლეთის ბურჯებზე შემორჩენილ წარწერებში გადმოცემულია ტაძრის მოხატულობის განახლებისა და ხელახლა მოხატვის ამბავი. ამ წაწერის მიხედვით, ტაძრის მოხატვის კტიტორები ყოფილან - გივი ამილახვარი ამისი მეუღლე თამარი, ხოლო შემსრულებელი - მელიტონ სამთავნელი. ეს სამუშაოები შეუსრულებიათ 1679 წელს. 1847 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა არქიტექტურულმა რიპარდმა.
ძეგლი გამოირჩევა პროპორციათა ჰარმონიულობით, ვირტუოზულად შესრულებული მორთულობით. მას ახასიათებს ზოგი თავისებურება, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებას. აღმოსავლეთის ფასადის დამუშავება, რომელსაც კვლავინდებურად ხუთთაღოვანი სისტემა უდევს საფუძვლად, ქმნის რთულ დეკორატიულ კომპოზიციას. საკურთხევლის მთავარი სარკმლის თავზე გაჩნდა უზარმაზარი მოჩუქურთმებული ჯვარი, სარკმლის ქვეშ კუთხით დაყენებული, ჩუქურთმით შევსებული ორი კვადრატი. სამთავისის აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება. მან განსაკუთრებით იჩინა თავი XII საუკუნის II ნახევარში.
http://ka.wikipedia.org/
вторник, 30 апреля 2013 г.
ჩვენი წარმატებები
გვანცა აფაქიძემ და თინათინ ივანიშვილმა მიიღეს მონაწილეობა King's Math მატემატიკის ოლიმპიადაშიდა გადავიდნენ მესამე ტურში.
გოგონებო,გილოცავთ გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებებს. BRAVOOOOOOOOOO

вторник, 16 апреля 2013 г.
ჩვენი წარმატებები...
გვანცა აფაქიძემ,თინათინ ივანიშვილმა და თამარ ინაშვილმა გაიმარჯვეს King's Math მატემატიკის ოლიმპიადაშიდა გადავიდნენ მეორე ტურში.
გოგონებო,გილოცავთ გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებებს .ყოჩაღ....ყოჩაღ....ყოჩაღ.......

воскресенье, 31 марта 2013 г.
четверг, 28 марта 2013 г.
понедельник, 25 марта 2013 г.
სტუმრად რუსთაველის თეატრში
ბავშვებო, 29 მარტს 18.30
ვიკრიბებით სკოლის ეზოში
" კაცია-ადამიანი?!"
ილია ჭავჭავაძე ერთაქტიანი ტრაგიკომედიადამდგმელი რეჟისორი – | რობერტ სტურუა |
რეჟისორი – | ანდრო ენუქიძე |
მხატვარი – | მირიან შველიძე |
კომპოზიტორი – | გია ყანჩელი |
მუსიკალური გაფორმება | ია საკანდელიძისა |
ლოტბარი – | ანზორ ერქომაიშვილი |
ქორეოგრაფი – | გოგი ალექსიძე |
რეჟისორის თანაშემწე – | გრიგოლ თათეიშვილი |
მონაწილეები -
დათო დარჩია, თათული დოლიძე, მარინა კახიანი,
ჟანრი ლოლაშვილი, ტრისტან სარალიძე, დავით უფლისაშვილი, დარეჯან
ხარშილაძე, ნანუკა ხუსკივაძე
четверг, 14 марта 2013 г.
среда, 13 марта 2013 г.
воскресенье, 3 марта 2013 г.
დედიკოებო, გილოცავთ 3 მარტს
როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…
როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…
დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…
და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…
ყველა დედას და მომავალ დედიკოს ვულოცავთ დედის დღეს!!! ბედნიერები ყოფილიყავით!!!

среда, 27 февраля 2013 г.
воскресенье, 17 февраля 2013 г.
воскресенье, 10 февраля 2013 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)