воскресенье, 13 августа 2017 г.

"ცოდნის სამყაროს" გამარჯვებულები


2016-2017 სასწავლო წელს , გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდნენ გამარჯვებული მონაწილეები, პედაგოგები და სკოლა (დირექტორის სახით), რომლებიც 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს გაემგზავრებიან თურქეთში, კერძოდ კაბადოკიაში 5-7 დღიანი ტურით.
        სალომე ზაქარიაძე - ქართული გრამატიკა -პედაგოგი: ნათელა ყარყარაშვილი;
        გვანცა აფაქიძე - რუსული ენა-პედაგოგი: ხათუნა ყარყარაშვილი;
        თამარ ინაშვილი - ბიოლოგია-პედაგოგი: ნათია სებისკვერაძე;
წლის სკოლა რუსულ ენაში - ნათია სებისკვერაძე (დირექტორი)-თბილისის #76 ს/სკ;
წლის პედაგოგი რუსულ ენაში-ხათუნა ყარყარაშვილი-თბილისის #76 ს/სკ.

пятница, 21 июля 2017 г.

ექსკურსია წლის ბოლოს

ექსკურსია " თბილისი-ქუთაისი-მერტვილი-თბილისი"

ორი დაუვიწყარი ლამაზი დღე...  ასე დავასრულეთ 2016-2017 სასწავლო წელი...
ქუთაისი ( გელათი, მოწამეთა)



მარტვილის კონიონი 


მარტვილის მონასტერი



ოკაცეს კონიონი



დადიანების საზაფხულო რეზიდენცია


კინჩხას ჩანჩქერი


ბავშვებო და მშობლებო, ექსკურსიის ფოტოებს სრულად ნახავთ (აქ...)

суббота, 1 июля 2017 г.

წიგნიერი "ირიდას" გამარჯვება

2016-2017 წლის „ყველაზე წიგნიერის“ გამარჯვებულები- ჩვენი გუნდი "ირიდა"- მესამედ...
                       

ერთი წლის წინ...2015/2016 წლის ყველაზე წიგნიერი გუნდი ''ოქროს წვიმა'' მოუწოდებს სხვა სკოლის მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის...

вторник, 6 июня 2017 г.

სამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში

ქალაქ თბილისის N76 საჯარო სკოლის მე-10-ბ კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში თემაზე „დუელი  XIX საუკუნის  რუსეთის  საზოგადოებაში“. საინტერესოდ წარიმართა ინტერაქტიული გაკვეთილი. მოსწავლეებბა გამოწვევის ფაზაზე ნახეს მასწავლებელის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი, რომელშიც იყო ასახული XIX საუკუნის ცნობილი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ფოტოები პირად ცხოვრებიდან და  რუსეთის არისტოკრატების დუელების ამსახველი ეპიზოდები. შემდეგ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად წაიკითხეს და „ნიშანთა სისტემის“ გამოყენებით სიღრმისეულად შეისწავლეს  საინფორმაციო ტექსტი. „ბლუმის გვირილის“ გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს კითხვის დასმის უნარის დახვეწა და ინტერაქციაში მონაწილეობა. მოსწავლეებმა ახალი სიტყვებს გამოყენებით შეძლეს „ხუთსტრიქონიანი ლექსის“ (სინქვეინის) შედგენა. 



среда, 12 апреля 2017 г.

ინტელექტუალური ჩემპიონატი: "ეტალონი თბილისი"

                                                       "ბედი იმისია,ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია"                                                                                                                                                  ი.ჭავჭავაძე.
          ჩვენი სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მრავალმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა დღეს, 12 აპრილს,საქართველოს ეროვნულ -ინტელექტუალურ ჩემპიონატში: "ეტალონი თბილისი"                     წარმატებები ყველა  მონაწილეს!

 ჩემპიონატის მონაწილეები ჩვენი კლასიდან :
თინათინ ივანიშვილი, გვანცა აფაქიძე, სალომე ზაქარიაძე, თამარ ინაშვილი, ანა აფციაური, ხატია პავლიაშვილი, აკაკი კობახიძე.

воскресенье, 5 марта 2017 г.

"მომავლის თაობა"

2017 წლის 25 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ მონაწილე სკოლების მოსწავლეების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ განხორციელებული პროექტები. სტენდებზე გამოფენილი იყო ამ პროექტების ამსახველი ფოტომასალა.
ფოტოგამოფენა დაათვალიერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა ლია გიგაურმა, აშშ-ის კონგრესის წევრების მეუღლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა ქ-ნმა მარინა უშვერიძემ, PH International საქართველოს ოფისის დირექტორმა, ბ-ნმა ბერდია ნაცვლიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებმა.

суббота, 4 февраля 2017 г.

შეხვედრა ახალგაზრდა მწერლებთან

   პროექტი "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში 3თებერვალს სკოლაში შედგა საინტერესო შეხვედრა ახალგაზრდა ქართველ მწერლებთან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან და გიორგი არაბულთან. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ჩვენ დიდი გულისყურით გავეცანით მათ შემოქმედებას...

"ყველაზე წიგნიერი"

კონკურსი "ყველაზე წიგნიერი" გუნდი.         2016-2017 სასწავლის  პირველი ტური.
ჩვენი გუნდი "ირიდა"