ჩავატარეთკლასის საათითემაზე "ჩვენი ინტერესები".ვისაუბრეთ,ვიმსჯელეთ,გამოვიყენეთ სახალისო აქტივობები.მოსწავლეებმა გამოხატეს ინტერესი საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ.
ბავშვებო,ხომ მართლა საოცარი და ზღაპრული საჰაერო ბუშტებია?ალბათ გაგიჩნდათ სურვილი,რომ გაფრინდეთ ამ ბუშტებით.იცით ვინ იმოგზაურა პირველად ბუშტით?-ცხვარმა,ბატმა და წიწილამ.შემდეგ სცადა ადამიანმა.1783წელს ძმები ჟოზეფ და ეტიენ მონგოლფიები გაფრინდნენ ქაღალდის ბუშტით და დაამტკიცეს,რომ ადამიანს შეუძლია სუნთქვა მაღლა ცაში დედამიწიდან მოშორებით.ცაში რვა წუთი იმყოფებოდნენ.გამოგონილ საჰაერო ბუშტს ძმებმა მონგოლფიე დაარქვეს.
ბავშვებო,დღეს ინტერნეტში ვიპოვე ეს საოცრება-კალეიდოსკოპი,მან ჩემი ბავშვობა განახსენა. ეს გავრცელებული სათამაშო იყო... მშობლებსაც აჩვენეთ ეს ბავშობის ჯადოსნური მილი...
კალეიდოსკოპი გამოიგონა შოტლანდიელ ფიზიკოსმა დეივიდ ბრიუსტერმა 1817 წელს.
ეს გავრცელებული საბავშვო სათამაშო
- ოპტიკური ხელსაწყოა და წარმოადგენს მუყაოს ან ხის მილს, რომლის შიგნით სიგრძეზე ერთმანეთის მიმართ კუთხით მოთავსებულია სამი სარკე; მილის ტრიალით სარკეებს შორის მოქცეული ფერადი მინის ნატეხებისაგან იქმნება სხვადასხვაგვარი ლამაზი სიმეტრიული სახეები.
ცისარტყელა აკისკისდა, მიებჯინა კლდეს...
თოლიები ზღვის ნაპირზე ნაზად კრავენ წრეს
წვიმას იწყებს და წვეთები უღიმიან მზეს...
გეფერები და გილოცავ დაბადების დღეს!!!
მუსიკალური ბარათი-ჩვენი საჩუქარი(დააკლიკე სურათს) МузОткрытка
სადამრიგებლო საათზე ვისაუბრეთ თემაზე:რას ნიშნავს იყო მეხუთეკლასელი?რა მოლოდინები აქვს ახალ სასწავლო წელს? მოსწავლეებმა იმსჯელეს საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებზე.აღნიშნეს,რომ სწავლაში უნდა იყვნენ წარმატებულნი.შექმნეს მოლოდინის ხე
ვაჟა–ფშაველას (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის) 150 წლის იუბილეა.სკოლაში ჩატარდა კვირეული.ჩვენი კლასი აქტიურად ჩაება მუშაობაში.მოვამზადეთ ლექსები და პრეზენტაციები.ქართული ენის მასწავლებელმა ნათია ყარყარაშვილმა ვაჟას იუბილეს მიუძღვნა გაკვეთილი.გაკვეთილზე ყველა მოსწავლემ იაქტიურა და გამოავლინა თავის უნარი. მოვამზადეთ პრეზენტაცია
ვეწვიეთ თოჯინების მუზეუმს – მექანიკურმა სათამაშოებმა ნამდვილად გაგვაოცა. ვიხილეთ უძვირფასესი და უნიკალური თოჯინების კოლექცია - ცეცხლოვანი ფლამენკოს მოცეკვავეები, ამაყი ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები ატლასის კიმონოებში. აქვე შევხვდით ლუარსაბს, დარეჯანსა და უდარდელ ლამაზისეულს. ზოგიერთი თოჯინა ცოტა ხნით ,,ცოცხლდება” კიდეც. ოთახის ბოლოში პიანისტი ელისო როიალზე ნაღვლიან მელოდიებს აჟღერებს, მეორე კუთხეში კი პატარა გოგონა საპნის ბუშტებს უშვებს. აქვე დგას XIX საუკუნის უნიკალური ხის ზარდახშა თავისი უჩვეულო ლითონის ფირფიტებით.