среда, 14 сентября 2011 г.

გილოცავთ!



ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გილოცავთ 

ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ

მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას, წინსვლასა და

წარმატებას თქვენს საქმიანობაში!

вторник, 13 сентября 2011 г.

ახალი სასწავლო წელი იწყება

როგორც ყველაფერს ამქვეყანაზე, არდადეგებსაც აქვს დასასრული. გვინდა თუ არ გვინდა, ჩემო ძვირფასო ბავშვებო, 15 სექტემბერს სწავლას უნდა შევუდგეთ.
აბა, მოემზადეთ, გამოიპრანჭეთ, სასწავლო ნივთები  შეიძინეთ, განეწყვეთ ბეჯითი მუშაობისათვის! 15 სექტემბერს კი თქვენი სკოლა ერთგულად და დიდი სიყვარულით გელოდებათ!  წინ საინტერესო სასწავლო წელი გველის!

понедельник, 12 сентября 2011 г.

სიმბა-ჩვენი კლასის სიმბოლო.

ჩემო ბავშვებო,იყავით სიმბასავით ძლიერები,ჭკვიანები,კეთილები და მეგობრულები.ეხლა ცოტა რამ სიმბას შესახებ,იმედია მოგეწონებათ.

მეფე ლომი (ინგლ. «The Lion King») არის 1994 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც გამოუშვა უოლტ დისნეის კომპანიამ. ეს არის კომპანიის რიგით 32-ე სრულმეტრაჟიანი ფილმი. მეფე ლომი ასევე მოჰყვა ორი გაგრძელება - მეფე ლომი 2: სიმბას სიამაყე (1998) და მეფე ლომი 1½ (2004).
სიუჟეტი ნაწილობრივ ეფუძნება უილიამ შექსპირის პიესას ჰამლეტს. ლომის ბოკვერს სახელად სიმბა ბიძამისი, სახელად ნაიარევი პრაქტიკულად თვალწინ უკლავს მამას (მეფე-ლომს), მაგრამ შთააგონებს პატარას, რომ მამა სწორედ მის გამო დაიღუპა. სიმბა იძულებულია, დატოვოს სამეფო და გადაიხვეწოს სხვა მიწებში, სადაც გაიცნობს მხიარულ პუმბასა და ტიმონს. გადის წლები და, ბავშვობის მეგობრის, ნალას ნათქვამის გავლენით, სიმბა უბრუნდება შინაურ გარემოს და, ნაიარევთან ბრძოლაში იბრუნებს დანგრეულ სამეფოს.