вторник, 26 декабря 2017 г.

ბერების ხეობა-ფაშა ბაღლარი

"კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისთვის".
                                                  ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი


      ჩავუშინი
სოფელი ჩავუშინი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაპადოკიაში, ბრწყინვალედ მორთული საცხოვრებლების ფასადებით; V საუკუნის იოანე ნათლისცემლის სახელობის ტაძარით, სადაც შემორჩენილია მე-7-8-9 საუკუნის ფრესკები.  ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი...

     მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები... ჩავუშინის მეორე მნიშვნელოვანი ტაძარია გზის პირას, აგებული მაკედონიის ოქროს ხანის პერიოდში მეათე საუკუნეში იმპერატორ ნიკოფორე ფოკასის მიერ.

გიორემე-კაბადოკიის გული

გიორემეს ისტორიული ეროვნული პარკი (თურქ. Göreme Tarihî Millî Parkı ve Kapadokyanın Kayalık Bölümleri) — მუზეუმი ღია ცის ქვეშ თურქეთში, ეროვნული პარკი მდებარეობს ქალაქებს ნევშეჰირსურგუფსა და ავანოსს შორის. დაარსდა IV საუკუნეში, მოიცავს 300 კმ2 ტერიტორიას. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს
  • ბასილის მონასტერი
  • ვაშლისებრი მონასტერი
  • წმ. ბარბარეს მონასტერი.
  • გველების მონასტერი.
  • ბნელი მონასტერი
  • სანდლებიანი მონასტერი

1985 წელს ეს ბუნების საოცრება შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში

დერინქოის მიწისქვეშა ქალაქი
ის 60 მ-მდე სიღრმეში მდებარეობს. 7 სართულით დაბლა ეკლესიაა ჟვრის ფორმის გამოსახებით გამოკვეთილი.

საოცარი მოგზაურობა

ტრაპიზონის მცირე აია სოფია
  წმინდა სოფიის ტაძარი ტრაპიზონში ბიზანტიური არქიტექტურის ერთერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. მასში დაცულია უნიკალური ფრესკები და მოზაიკა. ტაძარი აშენდა 1238-1261 წლებში მანუილ I-ის მიერ, ხოლო 1471 წელს მეჰმედ მეორემ ტრაპიზონი აიღო და ტაძარი მეჩეთად გადაკეთა. 1964 წელს ედინბურგის უნივერსიტეტის დახმარებით მეჩეთად ქცეული ტაძარი რესტავრაციის შემდეგ მუზეუმი გახდა. ამჟანად მეჩეთია.



вторник, 19 декабря 2017 г.

კაბადოკია -2017 წელი

 "ცოდნის სამარო KU"-ს მიერ გამოცხადებულ 2016-2017 ს/წ კონკურსებში აქტიურად ჩავერთეთ, მივიღეთ მონაწილეობა  და გავიმარჯვეთ. გამარჯვებულ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს ჯილდოდ "ცოდნის სამყარომ" გადმოგვცა 5 დღიანი სამოგზაურო შემეცნებითი ტური კაბადოკიაში... დიდი მადლობა "ცოდნის სამყაროს" ასეთი საოცარი დღეებისთვის...