სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი - 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის სახელით - ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი. ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მისმა ნაწარმოებმა "ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები" და "ტომ სოიერის თავგადასავლები". თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელ სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან. იგი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან. ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს "ამერიკული ლიტერატურის მამა" უწოდა.
უფლისწული და მათხოვარი( დააკლიკე და წაიკითხე)
ბავშვებო, ეს ნაწარმოები ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული.მალე ვნახავთ თეატრალურ ვერსიას. მოემზადეთ დისკუსიისთვის.
წიგნის აღწერა:
რომანის მოქმედება 1547 წელს ხდება და ორი, ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული წრის წარმომადგენელი, მაგრამ გარეგნულად იდენტური ბიჭის
ამბავს მოგვითხრობს: ქუჩის მაწანწალა ტომკენტი და ინგლისის უფლისწული,
ჰენრი VIII-ის ვაჟი – ედუარდი (მომავალში ინგლისის მეფე ედუარდ მეექვსე)
შემთხვევით გაიცნობენ ერთმანეთს; ტყუპებივით მსგავსი ბიჭები ტანისამოსს
გაცვლიან და ამის შემდეგ უამრავი საინტერესო და სახიფათო თავგადასავალი
გადახდებათ თავს.
მარკ ტვენის გამონათქვამები:
-არაფერი არსებობს ისეთი, რაც დღეს ვერ მოხდება.
-სიბრაზე მჟავას ჰგავს, რომელსაც ყველაზე დიდი და გამოუსწორებელი ზარალის მოყენება შეუძლია.
-ჯობია ჩუმად იყო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ილაპარაკო და მათ შენზე დადებითი წარმოდგენა დააკარგვინო.
-სიკეთე ის ენაა, რომელიც ყრუებს ესმით და რომელსაც ბრმები ხედავენ.
-თუ სიმართლეს იტყვი, ტყუილების დამახსოვრებაზე დრო აღარ დაგეხარჯება.
-ნამდვილი მეგობრები, კარგი წიგნები და სუფთა სინდისი-ესაა იდეალური ცხოვრება!!!
-სიმამაცე შიშის უარყოფაა და არა შიშის არარსებობა.
-ცნობები ჩემი სიკვდილის შესახებ მეტად გაზვიადებული იყო.
-ადამიანი არასდროსაა იმაზე გულწრფელი ვიდრე მაშინ, როდესაც ის საკუთარ ტავს მატყუარად მოიხსენიებს.